გამოქვეყნდა Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმადაც, 2010 წლის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებების არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, - ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტთა დევნასა და ოპოზიციური გამოცემებისადმი აგრესიის ფაქტებს; შეშფოთებაა გამოთქმული 2010 წლის ივნისში, ადგილობრივი ტელევიზიის - თრიალეთის ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის, ჟურნალისტ კომახიძის საქართველოდან იძულებით გადახვეწის, გურიანიუსის კორესპონდენტის ირაკლი დოლიძის დაკავებისა და გაზეთ ბათუმელების საგამოძიებო ჟურნალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძის მიმართ სოდ-ის მიერ განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის ფაქტების გამო. - აღსანიშნავია, რომ Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის შეშფოთების საგანია, მედიის მესაკუთრეთა ვინაობის გაურკვევლობა. - ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 30 მაისის არჩევნები, ძირითადად საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა, მაგრამ ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დარღვევებს - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ზღვარდაუდგენელ საარჩევნო კამპანიას სახელისუფლებო გუნდის მხრიდან და გაყალბების ცალკეულ ფაქტებს. აღნიშნულია აგრეთვე, რომ საარჩევნო კანონი არის გამოსასწორებელი. - აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ათასობით დევნილი გამოაძევა დროებითი საცხოვრისიდან და ხშირ შემთხვევაში, ისინი უსახლკაროდ და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე დატოვა, ან შორეულ რეგიონებში გადაასახლა არაადეკვატურ პირობებში; რეალური ინდივიდუალური მოლაპარაკებები დევნილებთან არ გამართულა, გაფრთხილება გამოსახლების შესახებ გონივრულ ვადაში არ ყოფილა მიცემული; დარღვეულ იქნა კანონი დევნილთა შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დევნილის წერილობითი თანხმობის არსებობის აუცილებლობას გამოსახლების შესახებ. - ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების დარღვევასა და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს, რომლებიც სათანადოდ გამოძიებული არ ყოფილა (ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინის, ალექსი ჩიგვინაძის, დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის, ირაკლი კორძაიასა და სხვათა საქმეები); - ციხეების გადატვირთულობა კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება, რასაც, სხვებს შორის, სასამართლოებში გამამართლებელ განაჩენთა დაბალი რიცხვი განაპირობებს. რელიზი თეა წულუკიანმა დაწერა