ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღაროს ერთ-ერთმა ინჟინერმა განუცხადა, გაფიცვის მიზეზი პროკურატურის თანამშრომლების მიერ 22 იანვარს მომხდარი აფეთქების გამო ერთ-ერთი სამუშაო უბნის ხელმძღვანელის ედემ სტურუას და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანის დაკავება გახდა. მაღაროელები ფიქრობენ, რომ მომხდარში დამნაშავეები არა დაკავებულები, არამედ ის პირები არიან, რომლებიც ამჟამად თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. "გამოძიებამ სტურუა და დევდარიანი იმის გამო დაიჭირა, რომ მათ ადანაშაულებენ უსაფრთხოების ზომების იგნორირებაში, არადა, მათ გადაწყვეტილება აფეთქების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ ოთხმა ადამიანმა უთხრა, რომ მაღაროში ყველაფერი წესრიგშია და გაზის რაოდენობა საშიშ ზღვარს არ სცდება. თან აფეთქების დროს ხალხი მინიმუმ 100 მეტრით უნდა ამოეყვანათ _ ეს კი არ მომხდარა", _ აღნიშნა ინჟინერმა. მისივე თქმით, დღესვე ტყიბულში იმერეთის რეგიონის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები. მაღაროელები სამსახურში დაბრუნებას დაკავებული პირების გათავისუფლებამდე არ აპირებენ. კომპანია "საქნახშირის" ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/157589-tyibulshi-magharoelebi-gaificnen.html პ.ს. ჯერ სკოლები, ეხლა მაღარო... მიშა ასე ვერ მიაღწევ შენ 2013მდე ...ცოტა წაატორმუზე!