არ დამიწყოთ ეხლა აქ იმის მტკიცება რომ რ2-ები და Yლიმედები მართალს ჩივიან და ავშენდით, ავყვავდით მთელი ქვეყანა და ცხრაკილომეტრიანი ნაბიჯებით მივიწევთ წინ პროგრესისა და კეთილდღეობისაკენო... უკვე ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ისედაც დაფეხვილ ეკონომიკასამნაირი გასაჭირი 1992-94 წლების მერე არა ჰქონია, დამოუკიდებელი ექსპერტების გათვლით ინფლიაციამ 22%-ს გადააჭარბა (მთავრობა 11-12 % აღიარებს), ინვესტიციები თითქმის შეწყვეტილია, საგარეო დახმარებებიც მინიმუმამდეა დასული, კატასტროფული სავაჭრო დეფიციტია, წარმოებაზე და სოფლის მეურნეობაზე საუბარიც არ ღირს - სრული კატასტროფაა... ეს ტუნისი-ეგვიპტის პირწიგნაკული რევოლუციებიც უშნოდ გამოეჩხირენ ეხლა... ერთი-ორი თავზეხელაღებული გადარეულის გარდა არავისა სურს აქ არეულობები და კატაკლიზმები, რომელსაც შეუძლია იმავე 90-იან წლებში ციმ-ციმ დაგვაბრუნოს და ისევ მოთარეშე არამზადების მმართველობა დაგვატეხოს თავს... დღეს ერთადერთი გამოსავალია, ამ მთავრობის მთლიანად დათხოვნაა (ხაზს ვუსვამ - მთლიანად დათხოვნა თავის მერაბოვიან და იმ მზეთუნახავ ადეიშვილიანად), ყოველგვარი კარუსელების გარეშე და ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელიც ფაქტიურად ეროვნული ხსნის მთავრობის დააკომპლქტებს და მკაცრად გაწერილი ანტიკრიზისულ ღონისძიებებს გაატარებს მიზანმიმართულად.... და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტი უნდა დისტანცირდეს მთავრობისაგან და წამდაუწუმ მის საქმიანობაში ჩარევას უნდა შეეშვას ! ! ! მიშა მაინც არ იზამს ამასო, იტყვიან ზოგიერთები და რა წაიღე ტვინი ამ კლავიატურაზე კაკუნითო, მეც ვეჭვობ, რომ არ იზამს, ალბათ, მაგრამ მინდა, ნაცებს დავანახო, რომ გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს... არსებობს და უნდა შევეცადოთ ყველანი ხელიდან არ გავუშვათ ბოლო შანსები, არადა მოახლოვდა ის დრო როდესაც "ქართველები არა ვართ", "მტერს ნუ გავახარებთ" და სხვა ამდაგვარი შეგონებები უბრალოდ აღარ იმუშავებს და მოხდება ცუდი მოსახდენი (არ ვგულისხმობ მარტო ძალადობას, ეკონომიკის კიდევ უფრო ძირს დაშვება, შეიძლება ძალადობაზე ბევრად უარესიც კი გამოდგეს).... რაც შეეხება ძალადობას, მიაქციეთ ყურადღება, არასდროს არ იყო ამდენი საუბრები, ძალადობაზე და სახალხო მღელვარებაზე, არათუ ედიკას გადაყენების წინ, არამედ კიტოვან-იოსელიანის ხროვის ბუნტის წინაც კი ... ეხლა კი ყველა კუთხიდან ისმის... სჩანს, მერფის კანონები ამუშავდება მალე ! --- ეს ფორუმ.გედან ჩომბეს მოვპარე... რადგან ფაქტიურად ჩემი სათქმელი თქვა... ისე რომ არც აღარერი მაქვს დასამატებელი