
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
არა ბატონო ლიცი, "მოშნად" მაგიტომ კი არ გვერხევა არამედ იმიტომ რომ სამშობლო არ გვიყვარს საკმარისად, საკუთარი თავი უფრო გვიყვარს ვიდრე ჩვენი ქვეყანა. ძალიან კარგი წერილია კახი კაციტაძის, მე პირველწყარო არ მახსოვს, მაგრამ politforum-ზე წავიკითხე. თუ რა საძაგელი ოპოზიცია გვაყვს და ყველაფერში არა მარტო ვეთანხმები ბატონ კახის, არამედ შეიძლებას კიდევ დავუმატო მათი უარყოფითი მხარეების დახასიათებას, მაგრამ ერთი საკითხია, როდესაც მათ ვლანძღავთ და მეორე, როგორები ვართ ჩვენ თვითონ. თავის მოტყულება საჭირო არ არის. ფორუმების პოლიტგანყოფილებაში მწერალი კაცი უკვე პოლიტიკოსობაზე აცხადებს პრეტენზიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია წეროს ლიტერატურის, მეცნიერების ან სპორტის განყოფილებაში, მაგრამ რადგან ის პოლიტიკოსობს, წერს აქ და არა სხვაგან. როგორია სხვადასხვა ფორუმების მწერალთა უმრავლესობა? აბა რა უნდა თქვა ადამიანზე, რომელსაც არ იცნობ? სახელი არ იცი, გვარი არ იცი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ყველა ფორუმი ემსახურება ორ მიზანს: შექმნას დემოკრატიულობის ილუზია და დაეხმაროს მეტ-ნაკლებად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ორთქლის გამოშვებაში. თვითონ ფორუმები, მიუხედავად მათი ოპოზიციონერობისა, არავითარ საშიშროებას არცერთი დროის ხელისუფლებისათვის არ წარმოადგენენ, რადგან იქ არ ხდება "ჯიბის ოპოზიციის" (ისეთის, როგორზეც ამ თემაშია საუბარი) ოპოზიციონერთა (შემცვლელთა) მომზადება. განა ფართო საზოგადოებისთვის გასაგებია, ვინ არის ლიცი, შავლეგო, ლაშა, აჩიკო. ნუკრიკო (სახელები ზოგადია, პიროვნებებს არ ეხება) და ა. შ.? ვინ შეცვლის მაგალითად გრეჩიხას? მე სიამოვნებით დავუდგებოდი გვერდით მაგ. აჩიკოს, მაგრამ ვინ არის აჩიკო? არ ვიცი, ფორუმელია ვიღაც. მას რომ ავატარად საკუთარი სურათი ედოს და სახელი და გვარი ეწეროს, ხალხისთვის გასაგები იქნებოდა მისი პიროვნება და დროთა განმავლობაში ჩემს გარდა შეიძლება ბევრი დადგომოდა გვერდით. თუ დაგებადებათ შეკითხვა, შენ მიტომ წერ საკუთარი სახელითო, გიპასუხებთ: უკვე აღარ, მაგ როლისთვის მე ილუზია არა მაქვს, მაგრამ გვერდით დადგომა შემიძლია და ჩემს სიტყვაზე პასუხსაც ვაგებ. რატომ არ წერენ ფორუმელები საკუთარი სახელით? იმიტომ რომ სამშობლოზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა აღელვებთ, რადგან სახელით წერა გარკვეულ რისკებთანა დაკავშირებული. თავის დროზე გარისკეს და დაისაჯენ ბევრი დღევანდელი ოპოზიციონერები და ამით დაიმსახურეს მათ იმ ადგილზე ყოფნის უფლება. ჩვენ კი მათი კრიტიკოსები, ამდენსაც ვერ ვქაჩავთ. აი ერთ - ერთი მიზეზი, რატომ გვერხევა "მოშნად".
-
ეს პოლიტიკაა, ქართული სულის და ეროვნული იდეოლოგიის გამომხატველი, ამიტომაც არის ასეთი კომენტარი: ვუერთდები სულით და გულით.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეიძინეთ ბილეთები! http://i076.radikal.ru/1002/62/c996e0b03c83.jpg შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულებაც! ნუ დავივიწყებთ. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დღეს იმხიარულეთ. არაფერს არ გეტყვით! პირადად თუ მობრძანდებით ბილეთის საყიდლად ძალიან გამიხარდება. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეიძინეთ ბილეთები! http://i076.radikal.ru/1002/62/c996e0b03c83.jpg შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულებაც! -
ბატონო აჩიკო! სულით და გულით გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ოჯახსაც, რომელთაც აქვთ ბედნიერება იყვნენ ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც თქვენ ბრძანდებით. მრავალი წლის ბედნიერ სიცოცხლეს და ყოველგვარ სიკეთეს გისურვებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვიმეორებ თხოვნას: ბატონებო ეს წერილი დადევით თბილისის ფორუმზე ჩემი სახელით (მე წერის უფლება არ მაქვს). ლელა ვეფხვაძე საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, ასეთივე რიგითი მოქალაქეა ბადრი წიქორაძეც და ამ კონცერტის მიზანი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის, თვითეული ჩვენთაგანის, რომელიც სახელმწიფოს ძვალი და ხორცია, დაფასება და პატივისცემაა. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონებო! ვინც პირველი წაიკითხავთ ამ წერილს გთხოვთ გე-ზე ჩემს მაგივრად დაწეროთ: იქ მეორე თუ მესამე გვერდზე შეკითხვაა: "ვინაა", რომელიც ალბათ ამას გულისხმობს: ეგ ვინღაა? მე არ მწყენია, მოსალოდნელი შეკითხვაა და მგონი თუ ვინმე დაახლოებით ასე უპასუხებს მადლობელი დაგრჩებით: ლელა ვეფხვაძე საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, ასეთივე რიგითი მოქალაქეა ბადრი წიქორაძეც და ამ კონცერტის მიზანი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის, თვითეული ჩვენთაგანის, რომელიც სახელმწიფოს ძვალი და ხორცია, დაფასება და პატივისცემაა. P.S. ასევე გააგრძელეთ ბატონო შარი, არ ჩაძიროთ თემა. სხვებსაც ვთხოვ. -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
liliko მე არ დავიწყებ ხელმეორედ შეკითხვების დასმას, რადგან თქვენ იწყებთ რაღაც უზრდელური თუ მუქარების შემცველი კაიფების (მე თქვენთვის ამის უფლება არ მომიცია, რომ მეშაიროთ) წერას პასუხების ნაცვლად. ეს თქვენი ნებაა, რომ გვერდი აუაროთ პირდაპირ დასმულ შეკითხვებს და დაიწყოთ პიროვნებაზე მსჯელობა, თუმცა არც თუ კარგად აჩენს ამის გამკეთებელს. asds მე კარგად მახსოვს შენი პროვოკაციული მოწოდებები პოლიტფორუმის საიტზე. ჩემს თვალში შენ ხარ ტიპიური კრემლის პროექტი, რომელიც თავისი პატრონების დაკვეთებს ასრულებს და შენისთანა კაცთან მე არ მსურს საუბარის გაგრძელება. ქართველებო და საქართველოს მოქალაქეებო! ისტორიულად ქართველი ერი ჩამოყალიბდა ისე, რომ ჩვენ ქართველებს სხვა სამშობლო არსად გვაქვს. თქვენ ამას კითხულობთ ქართულ ენაზე და სახელმწიფოს, რომელშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ საქართველო ჰქვია. აქ, რომ ნაციონალური პრობლემები გვქონდეს, როგორც ეს ზოგიერთს უნდა წარმოაჩინოს, მაშინ ბევრი თქვენთაგანი აქ არ იცხოვრებდა. ისინი ვინც წავიდნენ და მათ შორის უმრავლესობა ქართველებია,წავიდნენ ძირითადად ეკონომიკური პრობლემების გამო. განა ცოტაა ქართველთ შორის სხვადასხვა დროის პოლიტემიგრანტი? თუ კი ასეთი პრობლემები არსებობს, არსებობს სახელმწიფოებრივი პრობლემების გამო და არა ამა თუ იმ ეროვნებისადმი კუთვნილების გამო. ქართველებს სხვა სამშობლო არსად გვაქვს, ეს არის ჩვენი ერთადერთი საყუდნელი და ყველამ ერთად, ქართველმა, ებრაელმა თუ საქართველში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნული დიასპორების წარმომადგენლებმა ერთად უნდა ვიდგეთ, გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის. ახლა ვინ რას დამაბრალებს მე არ ვიცი და არც იმდენი დრო მაქვს, რომ ”სექსუალური მანიაკობის” გამო თავი ვიმართლო. ალბათ, რომ დამეწერა, კარგი ვაჟკაცის დანახვაზე უკანა ადგილი მიტოკდება-თქო, დემოკრატად ჩავითვლებოდი. ახლა კი თურმე ისეთიც ვყოფილვარ და პროვინციული ფაშიზმის მიმდევარიც. ერთი სიტყვით ჩემთვის თემა ამოწურულია და გემშვიდობებით. თუ ვინმეს ჩემთან დისკუსიის გაგრძელება უნდა მომაკითხეთ ჩოხოსანთა ფორუმზე. asds-ს ეს არ ეხება. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სასიამოვნოა ბატონო დიტო. კი მითხარით ერთხელ მაგრამ ლაშას მიტომ გიწოდებთ, რომ ასეთი ნიკი გაქვთ და ფამილიარობაში არ მინდა ჩამომერთვას. როცა ფსიქოლოგიურ წონასწორობას აღვიდგენ ვცდილობ თავაზიანი ვიყო. შაქარი მარტო ჩაიშია კარგი. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო ლაშა! თქვენ რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა იცოდეთ, ალბათ გაიფიქრებდით მაინც თუ არ იტყოდით: " დეგენერატია ეს კაცი, ამას სხვა საქმე არაფერი აქვსო?". მაგრამ მე ბუნებით ვარ ასეთი. ასეთ პატრიოტად გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და მასწავლებლებმა: მიხეილ შეყრილაძემ, ავთანდილ ჭანკვეტაძემ, ლონდა ფანცხავამ, ზინაიდა ხაზარაძემ და სხვებმა. ნეტავი იცოდეთ რა მაღალზნეობრივი აღმზრდელ-მასწავლებლები გვყავდა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლაში. თავისი დროის ცოდვები (გესმით ალბათ) მათაც ჰქონდათ, მაგრამ ზნეობის სულ სხვა, მაღალ საფეხურზე იდგნენ. მე აღარ მახსოვს სიტყვა სიტყვით მათი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ არც არასდროს დამავიწყდება ის პატრიოტული განწყობა, რომლითაც იჟღენთებოდა არა მარტო მოსწავლეთა გონება, არამედ თვით სკოლის კედლებიც კი. მე არ შემიძლია სამშობლოს ლანძღვის ატანა, მით უმეტეს, თუ ამ სალანძღავი სიტყვების უკან, მისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხე იმალება. ასე რომ გმადლობთ გულისხმიერებისა და კეთილი სიტყვებისათვის, მაგრამ აწი ვეღარ გადავკეთდები და არც ვისურვებდი გადაკეთებას. დამერწმუნეთ, სამშობლოსათვის თავის განწირვა სიკვდილი კი არა უდიდესი ნეტარებაა (ღმერთმა არ ინებოს ამ დღის დადგომა, რა თქმა უნდა სიცოცხლე კარგია). -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დენი არ გვქონდა უბანში და ვერ გამოგეხმაურეთ ამდენ ხანს. ერთი კვირაა შანხაიში დღეში ხუთჯერ გვიქრობენ. საკამათო არაფერია, თუმცა სიჩქარის გამო შეიძლება გასაგებად ვერ დავწერე. იმედია ამ პოსტის დაწერას მოვასწრებ, ორჯერ რომ ვწერ ერთ და იგივეს მუღამი მეკარგება. კონცერტზე რომ შემოსაწირი ყუთები ჩამოვატარო, ხალხი უხერხულ დღეში შეიძლება ჩავარდეს. სცენაზე, რომ დავდგა, ქალბატონ ლელას ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში. ისედაც არა მგონია, რომ რამე სერიოზული თანხა შეიკრიბოს, ამიტომ ყველაზე დიდი საჩუქარი და დაფასება ქალბატონისთვის, თვითონ ეს კონცერტი იქნება. ეს იქნება ჩვენი დაფასების გამოხატვა ამ ქალბატონისა და იმ დროისადმი, როდესაც ყველანი ერთმანეტს ვეხუტებოდით და ქართველი ქართველს ძმად თვლიდა. უფროსს თაობას ახსოვს ალბათ, რომ ასეთი ხანმოკლე პერიოდიც იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა სასურველია, თუ ვისმეს აქვს შესაძლებლობა, შემონაწირი გააკეთოს, მე ვფიქრობ რომ თუ ასეთი ხალხიც იქნება მათ სიას კონცერტზე წავიკითხავ მაგ. ბადრი წიქორაძე - 1 ლარი. მიშკა 2008 - 2 ლარი უცნობი - 3 ლარი. თუ საზოგადოებას ეს აზრი არ მოსწონს, მაშინ ფორუმზე ნებისმიერ ვარიანტში იქნება გამოქვეყნებული დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა. დღეს ცოტათი ფორმაში ვეღარ ვარ, ამიტომ გთხოვთ გული არავის დაგწყდეთ, თუ ჩემი აზრის, სწორად ან კულტურულად გამოთქმა ვერ მოვახერხე. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს ვინც ამ იდეას წაიკითხავს და მოეწონება, კონცერტზე დასწრება თუ ბილეთის ყიდვა არავითვის სავალდებულო არაა, მთავარია ხომ დაინახა, რომ დღევანდელ საქართველოშიც კი შესაძლებელია სხვაზე ფიქრი და სხვისთვის სიკეთის გაკეთება. აი ამ აქციის მთავარი შედეგიც. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეხლა, ვინც სამი კვირის განმავლობაში ყურს არ გაიბერტყავს ის კონცერტის დღეს რამეს გამკეთებელია? მე ამ კონცერტით გამდიდრებას არ ვაპირებ, თითეულ თეთრზე დავდებ ანგარიშს. თითო ბილეთს ვინც შეიძენს, ესც დახმარება იქნება. მოვა თუ არ მოვა, 200 ბილეთი თუ გაიყიდა, მაინც დახმარება და გულისხმიერება იქნება. -
იყოს მოდერი, მეტ - ნაკლებად ობიექტურია.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიდი მადლობელი დაგრჩებით და მერე მე მივხედავ. -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა არის აქ უზრდელური, თქვენი ლექსის და ასევე თქვენი კომენტარის გარდა? რა ფანტაზიები, რის ფანტაზიები. იქნებ ახლა სექსუალური მანიაკობაც დამაბრალოთ, ამას ხომ მაბრალით და მაბრალით: მე მოგიწოდებთ უზრდელობას, მუქარებს და ცილისწამებებს თავი დაანებოთ, ნამდვილად აჯობებს. -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთლად აიშვა ამ დედაკაცმა. ადმინო, რისი თქმა უნდა ჰკითხე? -
გულწრფელად გეუბნებით არავის მიმართ პირადული მტრობა არ გამაჩნია, არა მარტო ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან, არამედ საერთოდ, დედამიწაზე. მე არ ვარ ანგელოზი, განსაკუთრებით არაშინაურ (ფართო მნიშვნელობით) ლამაზ ქალს, რომ დავინახავ, მაგრამ ვცდილობ ისე ვიცხოვრო, როგორც ღმერთს გაუხარდება. ნამდვილად ვცდილობ და მგონი საკმაოდ კარგად გამომდის. ღმერთო მაპატიე! ვერ და არასდროს ვაპატიებ ჩემი ქვეყნის მტრებს, დანარჩენებთან, ბოდიში თუ ვისმეს რამე ვაწყენიე, ჩემი მხრიდან ყველას ვპატიობ.
-
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ დატოვონ უპასუხოდ იდეოლოგიური დივერსიის არც ერთი შემთხვევა. როგორც წამდეთ, ისე გამოთქვან, მონიტორს და კლავიატურას თავში ნუ დაირტყამენ. იდეოლოგიური დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნამდვილად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას, ნებით თუ უნებლიეთ ქართველებიც ღებულობენ. -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეხლა ყველა მარგალიტს ვერ ამოვკრებ მაგრამ ზოგიერთს შევეცდები: შენ შემოევლე ჩემს ოჯახს, შე სამშობლოს მოღალატევ და მოღალატევ არა მარტო იმით, რომ ჩვენს მტრებთან გაიქეცი, არამედ იმითაც, რომ ამას წერ: ხოდა ამის დამწერი, რომ გეტყვის მიყვარხარო და თქვენზე სიყვარულში ვაღამებ და ვათენებო, როგორი დასაჯერებელია? პატივცემულო ადმინებო! ერთ ადგილს თუ ვერ მოძებნის, ნებისმიერი ფორუმიდან, სადაც მეთქვას ქართველები სხვას ვჯობივართო, მოვითხოვ მის დაბანვას. ასეთი დემაგოგიით აწარმოებს ის საქართველოს წინააღმდეგ იდეოლოგიურ ბრძოლას. ქართველებო და საქართველოს ნამდვილო მოქალაქეებო! ფრთხილად იყავით, სამშობლოს საფრთხე ემუქრება. ვინც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგია სიტყვით თუ საქმით, ისინი რანი არიან, მეგობრები? აქ ეროვნება არავითარ შუაში არაა, მტერი მტერია, ქართველიც, ოსიც და რუსიც. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქნებ ვინმემ გახსნათ და დააწეროთ თუ საჭიროა, რომ ჩემი თხოვნითაა? -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პატივცემულო ადმინო! მე არა მაქვს ფიქრადაც კი, რომ თუნდაც გაურკვეველი სქესის, ან სხვა რამე ნიშნით შეზღუდოთ ვისმეს სუვერენული უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი. მე სხვა რამეს გამოვთქვამ: რატომ არ გამოხატავენ ამ საიტის აქტიური მომხმარებლები თავიანთ პატრიოტულ პოზიციას? თუ მათთვის პატრიოტიზმი ისაა, რომ ქართველებს ბოდიშის მოხდას, თრუსოს ხეობას, ყაზბეგს და ა.შ. მოსთხოვენ და ეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ნიშნულია, რომლითაც ისინი თავიანთ პატრიოტულ სიხარულს გამოხატავენ, რომ თურმე დემოკრატია გვაქვს? ნუთუ ძნელი მისახვედრია ასეთი ადამიანებისათვის, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგ და ყოველი, უპასუხოდ დატოვებული საქართველოს დაკნინების მცდელობა, ეს ჩვენი მტრების ის პატარა გამარჯვებაა, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება უფრო დიდში? აჩიკოს და ბადრის გარდა ეს არავის უნდა აწუხებდეს? როდესაც სვამ კულტურულად შეკითხვას და პასუხად ღებულობ "შენ ვინა ხარ", "რატომ უნდა გიპასუხო", ამაზე თვალის დახუჭვა დემოკრატია არ არის, ამაზე უნდა უპასუხოს საზოგადოებამ და მათ შორის ვისაც მოეთხოვება. დასჯა არაა პასუხი, დაე ილაპარაკოს, თავისი თავის და აზრების ლუსტრაცია გააკეთოს, ჩვენ კი პასუხი გავცეთ. აი ამას ვუწუნებ საზოგადოებას. ნათქვამია: მტერი უნდა გყავდეს ახლოს, "მეგობარი" უფრო ახლოსო". -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სხვას რას აბრალებთ ბატონებო როდესაც, თქვენს საიტზე, გვერდით თემაში, ოსები თუ ნახევრადოსები ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ახალგორელი, კოჯორთან 1921 წელს დაღუპული, 22 წლის შალვა ერისთავის სურათი ორჯერ წაშალეს? იცავთ თქვენ საქართველოს იმ ადგილზე, სადაც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? არა მგონია. სამშობლოს ყველგან სჭირდება დაცვა, მათ შორის იდეოლოგიურ ფრონტზე. ყველანი ისე ახალგაზრდები ხომ არა ხართ, რომ დემოკრატია და იდეოლოგიური დივერსია ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიოთ? პოსტი ჩასწორებულია შემდგომში კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სამწუხაროდ გუშინ დავრეგისტრირდი და ასე დამიწერა კომპიუტერმა თემის გახსნის უფლება არა გაქვსო. ხომ არ იცით რამდენი პოსტის მერე ეძლევა ასეთი უფლება? ან დაწერეთ: ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდა დასის საიტის raindebi.ge -ს ადმინის, ბადრი წიქორაძის პირადი თხოვნით ვხსნი-თქო, რადგან მას, როგორც ახალდარეგისტრირებულს, თემის გახსნის უფლება არა აქვს-თქო.