
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
რატომ არ ვადასტურებთ იჩქერიის დამოუკიდებლობას?
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რადიკალურად რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის გზით. შემდეგ დადგება ყაზბეგის და ჯავახეთის ჯერი, შემდეგ აჭარის და სამეგრელოს. რა ვქნათ ვათბოთ რუსეთთან ურთიერთობა სანამ თბილისელებს ქუთაიშში ჩასასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ? -
რა ზუსტად თქვი.
-
რატომ არ ვადასტურებთ იჩქერიის დამოუკიდებლობას?
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სრულიად გეთანხმებით ბატონო ლაშა! პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს 5. 10, 20 წლიანი განვითარების პერსპექტიული გეგმა, სადაც ჩამოყალიბებული უნდა იყვეს, მათ შორის საგარეო ურთიერთობის კონკრეტული პრინციპები კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში. გათვალისწინებული და გაანალიზირებული უნდა იყვეს ასეთი ნაბიჯის შედეგები, მისგან გამოწვეული კონტრმოქმედებების ნეიტრალიზაციის საშუალებები. ამის გამკეთებელია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისტორია ისტორიაა, სკეპტიკური სახით წარსულის დამნახავი ამ საქმეში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს. ეს დროშა ისეთივე ისტორიაა, როგორც ბაბუაჩემის დაბადება და სიკვდილი (სკეპტიკოსებმა ამ თვალით შეხედონ). ჩემს საიტზე თუ საჭირო იქნება მთელ გვერდზე განვათავსებ, მაგრამ აქ რომ დავდოთ, მისაღები ზომის უნდა იყოს. ზუსტად ეს მქონდა მხედველობაში. -
http://www.kvirispalitra.ge/images/stories...ati1-copy-2.jpghttp://http//www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/4/xati1-copy-2.jpg 27 იანვარი ქართველთა დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი ულოცავს საიტის მომხმარებლებს და მათი სახით მთელ ქრისტიანულ სამყაროს, ქართველთა დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, უსურვებს ყოველგვარ სიკეთეს და ბედნიერებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. 25-01-2010 გაზეთი ”კვირის პალიტრა” 27 იანვარი ქართველთა დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა მასთან უზომო ვალში ვართ ივერიელნი, რომელიც მხოლოდ მისნაირი წმინდა ღვთისმოშიში ცხოვრებით შეგვიძლია გადავიხადოთ. ვულოცავთ ჩვენს მკითხველს წმინდა დღესასწაულს და ძღვნად ვთავაზობთ ამბებს იმ ქართველი დედაკაცებისა, რომლებიც წმინდა ნინოს მაგალითით და თავიანთი არსებობით მხნეობას მატებდნენ ქართველი მამაკაცის წუთისოფელს. თამარულ ჭინჭარაული: ლეკები დასხმიან თავს ხევსურეთს. თამარულ ჭინჭარაული თავის სახლში კარს უკან დამალულა. მტერი სოფელს აწიოკებდა, სახლიდან სახლში გადადიოდა. მიაღწიეს თამარულის ეზო-კარსაც. რამდენიც შევიდოდა სახლში, თამარული ხმლით კლავდა. ერთბაშად შეიჭრნენ ლეკები სახლში, ბრძოლა გაჭირდა, თამარული გარეთ გამოვიდა, შეება მომხდურს და 32 კაციც გაისტუმრა საიქიოს, მხოლოდ სამი გაექცა. მერე მამაკაცებთან ერთად დაედევნა მტერს. ბრძოლა რომ დამთავრდა, ხალხმა ჰკითხა თამარულს: - რა გინდა, რა გაგიკეთოთო. - მე არაფერი მინდა, - უპასუხა თამარულმა, - ოღონდ გუდანის ხატში ყოველ დღესასწაულზე, ჩემს მოსაგონრად ერთი ქვაბი ლუდი დაიდგასო. მართლაც, ხევსურეთში, გუდანის ხატში, ყოველ დღესასწაულზე დგამენ ხოლმე დიდი ქვაბით ლუდს და იტყვიან: "თამარულსაო, კარებ უკან დამალულსაო, შაუნდას ღმერთმაო!" დედაბერი ქრისტინე: 1794 წელს ხუნძახის ბატონმა ნურსალ ბეგმა ძარცვა-გლეჯით გადმოიარა კახეთი, ქართლში შემოვიდა და მჭადიჯვრის ციხეს შემოადგა. მეფე ერეკლე მცირე ჯარით შეება მტერს. საქმე რომ გაჭირდა, ერეკლე ცხენიდან ჩამოვიდა, სხვებსაც ჩამოქვეითება უბრძანა. ეს არის დღე ვაჟკაცობისა და სიყვარული სჯულისაო, - შესძახა ქართველთ და გაუძღვა წინ. შეიქმნა თოფის სროლა. ქართველებმა მტერი გააქციეს, ხმალდახმალ არაგვამდე მიჰყვნენ. ამ ომში უმარჯვია მჭადიჯვრელ ქრისტინეს. როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი ბრძანებს, ამ დედაკაცმა მტერს დაუწვა ციხეზე მიტანილი შვიდი საფარი, მერვის დაწვისას მოუკლავთ ლეკებს. ერთ ხალხურ ლექსში ხუნძახელი სარდალი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე: "მჭადიჯვარს რომ მივატანეთ, საქმე მაშინ გაჭირდება, იქ რომ ბებერმა საქმე ქნა, ის არ უქნია სხვასაო, ორი ბელადი მოგვიკლა მთელ შეყრილ დაღესტანსაო. მესამე რომ გამოვიდა, დახე, იმ ჭკუამჯდარსაო, ესროლა თოფის მაჟარი, მოარტყა შუა ძვალსაო". ქართველი ქალი: მრისხანე აღა-მაჰმად ხანს ძღვნად მიჰგვარეს მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი. მას მეუღლე ბრძოლაში დაეღუპა, ძუძუთა ბავშვი მტრებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვას. თვითონ კი სილამაზემ გადაარჩინა. "რად მინდა ქალი, ვინ არის მყიდველიო", - იკითხა საჭურისმა შაჰმა. ქალი მდიდარმა ჯაფარ ბეგმა იყიდა და ნარიყალის ციხეში მიიყვანა. უბრძანა, მაჰმადიანობა მიეღო და მისი გამხდარიყო. ქალმა არაფერი უპასუხა, ჩაფიქრდა, მერე ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: - შენი ხელისგულის ხაზები მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო. მერე ბეგს ხანჯალი მოსთხოვა, - შევულოცავ და უვნებელი გახდებიო. მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმა ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა: - ვადას დაჰკარი და დარწმუნდები, რომ ვერას მავნებსო. ჯაფარ-ბეგმა თხოვნა შეუსრულა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერხთით. მზექალა: პარიზში გამომავალ გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" 1932 წელს დაიბეჭდა შალვა ამირეჯიბის სტატია "მზექალა", სადაც ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონათხრობს იხსენებს: აჯანყების მარცხის მერე ქაქუცა ხევსურეთში გადავიდა. ხევსურებმა სიხარულით მიიღეს და შეჰფიცეს, - რუსებთან შესაბმელად ქუდზე კაცი გამოვალთო. გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. ქაქუცამ ოცი კაცი ორწყალში გაგზავნა - სწორედ იქიდან ელოდნენ რუსებს. აჯანყებულებს სამასი ხევსურიც შეუერთდა. შემოსასვლელები გაამაგრეს. ქაქუცას ამ დროს ციება დაემართა და სიცხიანი ნაბადში გახვეული ბორგავდა. უცებ ერთმა ხევსურმა ცხენი მოაგდო და დაიძახა, - რომელია ჩოლოყაშვილიო. ქაქუცაზე მიუთითეს. მან დახედა და წამოიძახა: "რა დროს წოლაა, ვაჟაო!.. არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?!" შეხედა ჩოლოყაშვილმა, უბელო ცხენზე ახალგაზრდა ქალი იჯდა, ხელში თოფი ეჭირა. უცნაური სტუმრის მოსვლამ გამოარკვია სნეული, თავი უხერხულად იგრძნო. "ავად ვარო", - ჩაილაპარაკა. - განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლია? ორწყალში ომია! - უპასუხა ქალმა. - ვინა ხარ, დისავ? - მზექალას მეძახიან, არაბულის ქალი ვარ! ნეტაი თუ შენც ჩოლოყაშვილი ხარ? - გახლავარ, რას მიბრძანებ? - ბრძანება შენი იყოს, მე ორწყალში მინდა მიგაცილო, ხევსურნი გელოდებიან, - მიუგო და თვალებში ჩააშტერდა. ქაქუცა მიხვდა, - წაუსვლელობა არ იქნებოდა... მზექალა წინ მიუძღვის, უბილიკო დაღმართებით მიჰყავს ქვემოთ ჩოლოყაშვილი. ტყვიები ზუზუნებენ, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ვინ გამოგზავნა? არავინ! როგორ მოაგნო, არც ეს იცის ქაქუცამ. ერთ სოფელს რომ გაუსწორდა, ქალმა ცხენი შემოაბრუნა და შინ დარჩენილებს გასძახა. მხოლოდ ძაღლი გამოეხმაურა. - უკაცოდ, მარტო, ძაღლიც ცოდოა. ჩანს, ყველანი წასულან, - ჩაილაპარაკა მან. ახლაღა გაარჩია მისი სახე ქაქუცამ. 18 წლის იქნებოდა, სახეკუშტი და ეშხიანი. მკერდმოღეღილს მხრებზე შავი თმა ეყარა. როცა შეფიცულთა სანგრებს მიუახლოვდა, მოვიდა ჩოლოყაშვილიო, დაიძახა ხეობის გასაგონად და თოფი დაცალა. ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა. ხევსურები მამაცურად იბრძოდნენ, თითქოს სჯობნიდნენ კიდეც, მაგრამ რუსებმა ქართულ სოფლებს არტილერია დაუშინეს. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩაიქროლა ჩოლოყაშვილის წინ უბელო ცხენით, ხან სანგარში იჯდა და მტერს ესროდა, ხან კარგა ხნით გაქრებოდა და მოჰყავდა ახალი ხალხი. რუსებმა გადაწვეს ხევსურეთა სოფლები, ხალხიც დახოცეს, მათ შორის ხუთი ქალი იყო. მზექალა მათში არ არის. მისი სიკვდილის ამბავი შემდგომში შეიტყო ქაქუცამ: უკან დახევის დროს ხევსურებმა მთებს მიაშურეს. რუსები შევიდნენ ხალხისგან დაცლილ მზექალას სოფელში და ძარცვა-გლეჯას მიჰყვეს ხელი. ერთი სახლიდან გამოვარდნილმა ორმა ტყვიამ ორი ჯარისკაცი მოინელა. რუსებმა სროლით უპასუხეს. სახლში შეჭრილ მტერს იატაკზე ახალგაზრდა ქალის გვამი დახვდათ. მზექალა იყო! სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კერაზე რუსს არ გავატარებო, - დაუფიცია და შეასრულა სიტყვა. კახაბერ კენკიშვილი P.S. მიხვდით რა არის ეროვნული იდეოლოგია და ქართული სული, ვისაც გინდოდათ ამის გაგება?
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა, ხუთ ლარიან ბილეთს იყიდით? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+100% წინააღმდეგი რატომ უნდა იყვეს? ბრმაა, თორემ გიჟი კი არაა. კონცერტს გაგიკეთებ და ფულს მოგცემ-თქო და რატომ უნდა იყვეს წინააღმდეგი? ისე თემის გახსნაში ჩავწერე არაა შეთანხმებული-თქო და პასუხებმა დამარწმუნეს, რომ შეიძლებოდა ნებართვის გარეშე აქ რაღაც საქმეების ორგანიზების დაწყება, რასაც ახლა მგონი წარმატებით ვაკეთებთ. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნება მომეცთ ერთხელ ასე გიწოდოთ: ჩემო ახალგაზრდა მეგობარო! თუ ჩვენი დასის ხელმძღვანელი ბატონი გოგი დოლიძე შეასრულებს თავის სიტყვას და დარწმუნებული ვარ შეასრულებს, იმ ანსამბლების სახით ვინც ამ კონცერტში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას, მაყურებელთა პრობლემა თავის თავად იქნება გადაჭრილი. რაც შეეხება თვითონ კონცერტს მას ისეთი იდეური დატვირთვა აქვს, რომ მისი მხატვრული ღირებულება რა თქმა უნდა სახსენებელიც არაა. რაც უფრო მეტი ხალხი იქნება და მის იდეას ჩაწვდებიან, მით უფრო მისასალმებელი იქნება. ამ კონცერტს სხვა იდეური დატვირთვაც აქვს არა მარტო მხატვრული ან საქველმოქმედო. რაშია მართალი ტატი. მათხოვრობით ის ქალბატონი ისედაც მათხოვრობს და ამ მხრივ ჩვენი დახმარება, მას მარტო კონკურენციას გაუწევს. ეხლა, რაც შეეხება ბანერს, ბრწყინვალეა. მხოლოდ უნდა დავაპატარავოთ და მივცეთ მისამართი, როგორც ჩემს ესკიზზეა. აქვე ვპასუხობ რატომ ჩემს მისამართზე: ბილეთების გაყიდვის დროს ხალხი ფულს ქუჩაში შემხვედრ კაცს არ მისცემს. მე შემიძლია მივუთითო ჩემი მისამართი და ტელეფონები და ბილეთები ჩემთან ან ბატონ გოგისთან შეიძინონ. კიდევ ორი შენიშვნა ბანერთან დაკავშირებით: 1. ხუთჯვარიანი დროშის მაგივრად უნდა იყვეს ისეთი დროშა, როგორიც ჩემს ესკიზზეა, ისეთი დროშის ქვეშ მღეროდა ეს ქალბატონი. 2. ბანერის გვერდებზე მარცხნივ სასურველია ეწეროს - "გავიხსენოთ" მარჯვნივ კი - "საქართველო" ძალიან გთხოვთ, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში გააკეთოთ ეს ბანერი. სანამ თონე ცხელია... ქალბატონი ლელას სანახავად დღეს ვიყავი და ვერ ვნახე. მითხრეს გასულია თბილისიდანო. ხვალაც წავალ, ვიდრე არ ვნახავ. -
რატომღაც გვეტაძის "ვირების მესია" გამახსენდა
ბადრი_წიქორაძე replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ორიოდე" კაცზე არაა ლაპარაკი, ბატონო ლიცი. ვინც ცეკვავს, საკმაოზედ ბევრნი არიან. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი "კეთილმოსურნეც" გამოჩნდა, ჭკუას რა თქმა უნდა დაგვარიგებს, მაგრამ ხუთ ლარიან ბილეთს არ იყიდის. აბა ქართულ კონცერტზე როგორ მოვა, მით უმეტეს ბავშვით. ბავშვს რომ ეს ძველის ძველი ცეკვები და სიმღერები ("წარსულის გადმონაშთი", ზოგიერთები კომუნისტების დროინდელია) მოეწონოს, მერე როგორ ჩაუნერგოს მამათმავალთა დაცვის თანამედროვე იდეები, როგორ აზიაროს მათ "კულტურას"? ფული არა გვაქვს და შესაბამისად არაფერში არ დაიხარჯება. კეთილ საქმეს ღმერთი მფარველობს და ყველაფერი გამოგვივა. ცხოვრებაში უფრო ძნელი საქმეებისთვისაც მომიბია თავი. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თბილისის მეტროების, ასევე ცენტრალური ქუჩების ხალხმრავალ ადგილების დასაფარავად, ჩემი აზრით ასამდე A4 ფორმატის აფიშა უნდა ვიკმაროთ ან უფრო დიდი ზომის, თუ შესაძლებლობა იქნება. ბუკლეტების რაოდენობაც ასევე ბანკებში და ხალხმრავალ დაწესებულებებში ხელმძღვანელებთან მისატანად, რომ თითეულმა დაწესებულებამ ერთი -ორი ბილეთიც რომ გაასაღოს მაინც სარგებელი იქნება. ქუჩაში დარიგება მგონი არ ღირს, სარგებლიანობის დონე ძალიან დაბალი იქნება. მერე სად ვიშოვით ათამდე ახალგაზრდას? ფასი მაინც გაიგეთ, რამდენს იტყვიან თუ უფასოდ არ გააკეთებენ. -
რატომღაც გვეტაძის "ვირების მესია" გამახსენდა
ბადრი_წიქორაძე replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაშინ ჩვენ გავუფრთხილდეთ და მათ დაკრულზე ნუ ვიცეკვებთ. -
რატომღაც გვეტაძის "ვირების მესია" გამახსენდა
ბადრი_წიქორაძე replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
24 წელი ვიცხოვრე რუსეთში და 4 წლის წინ ჩამოვედი. გამგები გაიგებს რასაც ვიტყვი, და ვისთვისაც სულ ერთია ვის მიყიდის ჩემს სამშობლოს პირადი სარგებლობის მიზნით, ამერიკას თუ რუსეთს, თურქეთს თუ ჩინეთს და ა. შ. მატ მაინც ვერ გადავარწმუნებ, მაგრამ პირად გამოცდილებზე დაყრდნობით, სიმართლე ასეთია: დღევანდელი რუსეთი საბჭოეთის რუსეთი აღარაა. ვინც იმ დროზე ოცნებობს, ერთ ბოთლი ჭაჭით დიდ საქმეებს რომ აკეთებდა და ერთი ბოთლი შამპანურით ნახევარი რუსეთის ქალებს რომ ხმარობდა, ჭკუით იყვნენ, თორემ ახლა რუსები ჭაჭასაც დაულევენ და მათ ქალებსაც ისე იხმარენ, მადლობასაც არ იტყვიან. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რუსეთი ძველ შეცდომას აღარ გაიმეორებს და საქართველოს რამოდენიმე ნაწილად ისე დაშლის არამც თუ აღდგენას ვერასოდეს ვერ მოახერხებს, არამედ ზღვაზე გასასვლელსაც არ დაუტოვებს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მართალი გამოვდგე, მაგრამ გაფრთხილდნენ რუსეთუმეები, გაუფრთხილდით სამშობლოს -საქართველოს. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ ქართველთა ბუნებას, მათი, სამწუხაროდ, ზოგიერთი ხასიათის შემადგენელი ნაწილიდან გამომდინარე და კიდევ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ხალხი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას საქმეში, იგრძნობს რომ ეს მისი პირადი საქმეა, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. ეს უკვე ვიცი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე. ზემოთ თქმულიდან: 1. ვის შეუძლია სპონსორული დახმარების სახით დაგვიმზადოს პატარა აფიშები და მოსაწვევი ბუკლეტები, რომელთა ღირებულება ჩაითვლება ისევე, როგორც ფულადი დახმარება. 2. რამდენი ბუკლეტი და აფიშა იქნება საჭირო, როგორ ფიქრობთ? 3. ვის შეუძლია დაგვეხმაროს ბუკლეტების გავრცელებაში და აფიშების გაკვრაში? აფიშისა და ბუკლეტის ესკიზი შეგიძლიათ წარმოადგინოთ, როგორც აქვე, ასევე ჩოხოსანთა ფორუმის შესაბამის თემაში. -
ნიკები და ექსპერტები - წერილი პირველი
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამან ზოგიერთი ფორუმელი გამახსენა. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი ყოჩაღ! გამიხარდება. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიდი მადლობა ბატონო ადმინო! იმედი მაქვს ბატონი ცეპელინი გააკეთილშობილებს ამ ბანერს. ასევე ვთხოვ ნებისმიერ მსურველს დადოს თავისი ვარიანტი და ამოვირჩიოთ უკეთესი. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე არ ვიქნები წინააღმდეგი, თქვენ გააკეთეთ უკეთესი წრფელი გულით გამიხარდება. თუ შეგიძლიათ სურათი გააკეთეთ მოციმციმე. ბატონო 'zeppelina'! ახალგაზრდა ბრძანდებით და ჩქარობთ. რბილად რომ ვთქვა, ალბათ ნებით თუ უნებლიეთ, თქვენც აყენებთ სხვას შეურაცხყოფას. მე ბოდიში, არავის წყენინება არ მინდოდა. კიდევ ვიმეორებ: თუ გააკეთილშობილებთ ან უკეთესს შექმნით, გამიხარდება. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პატივცემულო ფორუმის ადმინისტრაცია! გთხოვთ განათავსოთ ეს ბანერი თქვენს საიტზე მაქსიმუმ ერთი თვის ვადით. ზომები შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი სურვილისამებრ. http://s42.radikal.ru/i098/1001/bb/f29b3dcf2da0.jpg პატივცემულო მომხმარებლებო! ვისაც გული შეგტკივათ ამ საქველმოქმედო საქმეზე გთხოვთ გვიშუამდგომლოთ ფორუმის ადმინისტრაციასთან ბანერის განთავსებაზე. -
ნიკები და ექსპერტები - წერილი პირველი
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა საჭიროა ნიკი? ტექნიკურად ძალიან ადვილია მომხმარებლის მისამართის დადგენა, ასე რომ თუ მოინდომა, ვანოს ვერავინ დაემალება. დანარჩენი კი მგონი სწორად თქვა კაციტაძემ. მაგ მარაქაში რომ არ გავრეულიყავი, ამიტომ ვწერ საკუთარი სახელით. პატივს ვცემ პირველ რიგში ჩემს თავს და მერე სხვას, თუმცა ნიკით წერა პიროვნების ნებაა და თუ ამის გამო კაციტაძე არც თუ სწორ აზრებს გამოთქვამს, უპასუხეთ. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ გეკადრებათ ბატონო! დღეს მხოლოდ ორშაბათია და ასეთი ტემპებით მე შეიძლება ვერც მოვესწრო. რუკა ჩემი ბანერიდან აიღეთ, დროშას გუგლში მოძებნით, ერთი საათის საქმეა მაქსიმუმ ფოტოშოპით. დღეს ბანერი, ხვალ მე შევეცდები ქალბატონი ვნახო, რომ უპატარძლო ქორწილი არ გამოგვივიდეს, თქვენ კი პლანეტის ხელმძღვანელობას სთხოვეთ ბანერის განთავსება. ვის შეუძლია უფასოდ ან სიმბოლურ ფასად დაგვეხმაროს დარბაზის დაქირავებაში? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვფიქრობ შემდეგნაირად: სურათის თავზე დავაწეროთ - "გავიხსენოთ საქართველო - საქველმოქმედო კონცერტი". ძირში მივცეთ ჩოხოსანთა საიტზე გახსნილი თემის მისამართი (თქვენ გეცოდინებათ როგორ უნდა raindebi.ge/forum...) სურათის მარცხნივ საქართველოს ძველი დროშა. მარჯვნივ რუკა. ყველაფერი ეს იმდენად პატარა უნდა იყვეს, რამდენადაც წაკითხვა იქნება შესაძლებელი. დაახლოებით იმხელა რამოდენაცაა ჩვენი ბანერი, ფორუმის განყოფილებაში - "საზოგადოება". შეიძლება სხვა და სხვა ვარიაციებით. მე ეს ფოტო ძალიან მომწონს. სხვები როგორ ფიქრობთ? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არც მასეთი გვაქვს რამე და არც ფული. ამიტომ ბანერი დაამზადეთ და ჩოხოსანთა საიტის ფორუმზე გახსნილი შესაბამის თემა მიეცით მისამართად. ყველა ინფორმაციას იქ დავდებ (ჩოხოსანთა საიტია და ვერავინ მეტყვის ჩვენს საიტს იყენებო. თავს ვიზღვევ). ბატონო ანალგინ! აქციაში მონაწილეობის მსურველებო! გამოგვეხმაურეთ. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბრწყინვალე ახალგაზრდა ბრძანდებით (ტყუილად კი არა ხართ ქუთაისელი დაამზადეთ და სთხოვეთ პლანეტის ადმინებს თუ დააყენებენ, მათი პასუხი გავიგოთ. ჩემს საიტზე დავაყენებ, სხვასაც ვთხოვ. ასე რომ საიტს ველოდებით. ბატონო ანალგინ! "ტახტს" გართმევენ თუ არ გამოჩნდით. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არჩევნები დამთავრებულია. ხმების უმეტესობით გაიმარჯვა ანალგინმა. კეთილი გულით ვულოცავ. ხელმძღვანელი რა საჭიროაო. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას აქ შევხვდეთ, ამ დროს შევხდეთ. შენ ამის გაკეთება შეგიძლია? კარგია ძალიან, ამ დროში იმედი მაქვს ჩაეტევით, კოორდინაციის გარეშე გაკეთებული საქმე არ მჯერა და თუ არავინ არაფერზე და არავისთან არ შეათანხმებს თავის მოქმედებებს, აბა საქმეს გვირგვინი როგორ დაედგმება? ავიღოთ შექმნილი მდგომარეობა: პირველი დღის შემდეგ ანალგინი აღარ გამოჩენილა, მე რომ ვთქვა ვისაც შეგიძლიათ შევხვდეთო, ხომ გაგიგონიათ: "არამკითხე მოამბეო..". რა პრეზიდენტის არჩევნები კი ჩვენ გვქონდა, რომ არჩევა, არ არჩევა სალაპარაკო იყოს. ხომ ამბობთ არ გვჭირდებაო, აბა გააგრელეთ ეს თემა და შეეცადეთ შეკრიბოთ ხალხი, ხომ უნდა დავილაპარაკოთ კონკრეტულად. ეს თემა პოლიტიკაა, ამ აქციით მინდა ქართველი პატრიოტებს გავახსენო ჩვენი წარსული და ამ ფორუმელებს კი ის, რომ მამათმავლების გარდა, თვითონ საქართველოა დასაცავი. (ყველას არ ეხება) მე მოხარული ვარ თქვენი გულისხმიერებით, ღმერთმა გაგიმარჯოთ. თუ აქ არ გამოვა, ჩვენი დასის ხელმძღვანელს, ბატონ გოგი დოლიძეს ვთხოვ, რომ მან აიღოს საკუთარ თავზე ამ საქმის ორგანიზატორობა. ასეთ შემთხვევაში მე თქვენ აუცილებლად შეგატყობინებთ და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო პირადად, არამედ თქვენი მეგობრებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ საქველმოქმედო საქმეში. ორი პრობლემა გვექნება: როგორ გავაგებინოთ ხალხს და ბილეთების გასაღების პრობლემა. ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდება ან აქ, ან ჩვენს საიტზე იმის და მიხედვით თუ ვინ გააკეთებს საქმეს. სპონსორების სია წაკითხული იქნება კონცერტზეც. იმედი მაქვს, რომ ბატონი ანალგინი შესძლებს გამოძებნოს დრო, ამ საქმის კოორდინაციისთვის.