IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 27 ოქტომბერს. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით - დასძენს გროსი.
რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის ასეთი იარაღის გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარაღი უკვე დამზადების ბოლო ფაზაშია. კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები გადაჭრით უარყოფენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ რუსეთი ამ თემაზე შესაძლოა ალაპარაკდა იმიტომ, რომ თავად ემზადება ასეთი იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ ამის უკრაინისთვის დასაბრალებლად. ეს მოსკოვს მისცემს საფუძველს გაამართლოს კონვენციური ბირთვული იარაღის გამოყენება.
"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები.
რადიო თავისუფლება
- Read more...
- 0 comments
- 130 views