„ალიანსის წევრები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას წევენ“, - თქვა სტოლტენბერგმა და ისაუბრა საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის, საქარე აღჭურვილობისა და დრონების საწინააღმდეგო ჩამხშობი მოწყობილობების შესახებ.
ჩამხშობების ამოცანაა, უკრაინას დაეხმაროს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშებისგან თავის დაცვაში. დრონებისგან თავდაცვა არის ნაწილი საჰაერო თავდაცვის უფრო ფართო სისტემებისა, რომლებიც ნატომ უკრაინას გადასცა.
რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც.
RADIO TAVISUPLEBA
- Read more...
- 0 comments
- 150 views