მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი.
„ლადიჟინში სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტექნოგენურ-ეკოლოგიური უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების საკითხებში მომუშავე საოლქო კომისიამ. ლადიჟინის თბოელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმამ ქალაქის თბომომარაგების ქსელებში ავარია გამოიწვია“, – განაცხადა ბორზოვმა.
მისი ცნობით, ლადიჟის მერის მიმართვის გათვალისწინებ, ქალაქში ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი იმუშავებს.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
- Read more...
- 0 comments
- 111 views