უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება.
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს და ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ.
ავტორი - სალომე თორაძე
- Read more...
- 0 comments
- 106 views