ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს.
ამავე განცხადებაში OCCRP აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოჯახის მიერ ახალი ქონების შესყიდვის დამადასტურებელი საბუთები მოიპოვა უძრავი ქონების რეესტრიდან და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე.
განცხადებაში ნახსენები საბუთი, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, 2024 წლის 19 აპრილიდან არის იზმალკოვოში [მოსკოვის ოლქი] მდებარე ნაკვეთის თანამესაკუთრე – უჩა მამაცაშვილთან ერთად.
ნეტგაზეთი
- Read more...
- 0 comments
- 247 views