„ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ამბობს სტანო და აღნიშნავს, რომ პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრების პროცესის ცენტრალური საყრდენია“.
მანვე აღნიშნა, რომ გაწევრიანების კარი „ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს მოერგოს და ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს“.
0 აგვისტოს, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია და „როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს”.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.
კობახიძემ ჩამოთვალა, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, „ლოგიკური გაგრძელება სწორედ მანდატების შეწყვეტა იქნება”.
პუბლიკა
- Read more...
- 0 comments
- 150 views