უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
ცნობისთვის, კურსკის ოლქში ოპერაციის შესახებ ეს უკრაინის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა.
იპნ
- Read more...
- 0 comments
- 251 views