პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 30 აგვისტოს ამოიწურა.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენას მოიცავს, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.
netgazeti
- Read more...
- 0 comments
- 146 views