-
პოსტები
757 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი _13_
-
რა მაინტერესებს იცი და არ მექნება საშუალება გარკვეული მიზეზების გამო მთელ ქართველ ერს ვკითხო: რატომ არ გვყოფნის მოთმინება ხალხის არჩეულ პრეზიდენტებზე? რატომ ვერ მოვითმინეთ ზვიადის შემთხვევაში სამ თვეზე მეტი და მიშას შემთხვევაში სამ წელზე მეტი და რატომ ვითმენდით მართლა საზიზღარ შევარდნაძეს თან მთელი ცხოვრება და განსაკუთრებით ბოლო 15 წელი? 15 წლის მანძილზე რატომ ვდუმდით რა ყველა მუშაობდა? გაიხსენეთ მაშინ შუქიც კი არ იყო, რაზეა ლაპარაკი? გამოფხიზლდით ხალხო
-
გაიმარჯვებს პოზიცია, თან უმრავლესობით, საკონსტიტუციო უმრავლესობით არ მგონი ოღონდ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს გადავირევი და საერთოდ, ხალხის სახელით რომ ლაპარაკობენ, მიშას არავინ აძლევს ხმასო, ძალინ შეურაცხყოფილი ვარ, ჩემს გარშემო ყველა ხელისუფლებას უჭერს მხარს ოპოზიციაზე რაღა დაგიმალოთ და მეც მერევა გული, ამათ დამპალ და სახიფათო იდეოლოგიაზე
-
მეც ასე მგონია "მძღ... უდუღთ და სისხლი ჰგონიათო"
-
თვენ ბიჭების ამბავზე სწუხხართ, ფულის გამო რომ გეკონტაქტებათ ზოგიი გოგო მაგრამ ის ბიჭი არაა ვიგოდნიკი სექსის გულისთვის რომ ჰყავს გოგო, რომელსაც თავბრუს ახვევს (ახლა არ მითხრათ არაო?!) და უკეთესი ვარიანტის გამოჩენისთანავე მიაგდებენ გოგოს, რომელიც ალბათ ვეღარც გათხოვდება ქართველი კაცების კომპლექსების გადამკიდე.
-
არ მომწონს ეგ ამბავი!!! არ მივესალმები არანაირად!!! ჩამომიშორებია დაქალი, რომელიც შეყვარებულის დახევას ტექნიკურად მიპირებდა, თუმცა ჩემი შეყვარებულის სასახელოდ უნდა ითქვას არ გამოუვიდა, შეყვარებული ქმარი გახდა, დაქალი - სანაგვეზე!!!
-
ხო ოცს ზევით ვარ :hi: მაგრამ სტუდენტი ვიყავი და მაგისტრანტიც თსუ-ში და ვიცი დაახლოებით შიდა სამზარეულო
-
რესპუბლიკელები ოპოზიციურ ფლანგზე შედარებით ჭკვიან ხალხად ჩანდნენ. დიახ, დიახ, ჩანდენენ, აღარ ჩანან! აბა ჭკვიანი გრეჩიხას გაპრეზიდენტებას დაუჭერდა მხარს?! ეგენი საპარლამენტო სიაზე ვერ შეთანხმდნენ და ქვეყნის მოწყობის გადაკეთება უნდოდათ სამ თვეში, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. რას გადავრჩით?
-
არ დაგვავიწყდეს რა ვითარებაში უხდებოდა ზვიადს მოღვაწეობა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა! მეტის თქმა ზედმეტია, ერთს დავამატებ მხოლოდ მაშინ კრემლის სცენარით მოხდა ყველაფერი, ცხინვალის ამბებიც და ბევრი სხვა ახლაც კრემლის სცენარით ხდება, და თან ადამიანების შეცვლაც კი არ დასჭირდა, იგივე ხაინდრავები, ბეძენიშვილები, მოლაშვილები ამღვრევენ წყალს. ცოტა ამაზეც ვიფიქროთ
-
სტუდენტი უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი მგონია. რას ჰქვია უპირისპირებენ სტუდენტებს? თვითონ ტვინი არ აქვთ? ახლა რომ უსაქმურები არიან ოპოზოციას აყოლილები მაგას ლაპარაკი არ უნდა
-
მე ასე მგონია. რომ გოგო რომელმაც ერთხელ აუხსნა ბიჭს სიყვარული მეორედ ამას აღარ იზამს, ან ძალიან გაუმართლებს და იმიტომ, ან ძალიან აწყენინებენ და იმიტომ
-
სილამაზის ჩამოყალიბებული ჩარჩოების არ მწამს! შეიძლება ბევრს მოსწონს ქერა და ცისპერთვალება და ეს ორი რაღაცა აპრიორი სილამაზის გარანტიაა, ჩემთვის ასე არ არის. მე გოგოც და ბიჭიც შავგვრემანი უფრო მომწონს. თუმცა ჩემი აზრი ამ შემთხვევაში ძალიან სუბიექტურია. (მე შავგვრემანი ვარ)
-
ეჭვიანობა ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს მაგრამ მოდი და ნუ იეჭვიანებ, როცა იცი, რომ ძალიან მაგარი ვინმე გყავს გვერდში და რომ შენი ყველას შურს.
-
სიყვარული არის, როცა გსიამოვნებს ადამიანი (მასთან საუბარი, მისი ყურება) + მონატრება, როცა გაკლია და სულ მას ეძებ + კომფორტი მასთან სიახლოვისას, თუ გიყვარს არ უნდა იბოჭებოდე. + და ყველაზე მთავარი ნდობა.
-
ღალატი მე ცოტა სხვა რაღაცა მგონია და არა უშუალოდ განხორციელება ვინმესთან კოცნით ან სექსით.
-
მე მივესალმები რომ კაცი იყოს წინ, იყოს "პირველი სკრიპკა"! ქალს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს ცხადია, კაცის წინ წასვლა ქალიც ჩაგვრას არ უნდა ნიშნავდეს! ამიტომ არ ვეთანხმები არც ერთ ფემინისტურ მოძრაობას და ცარიელ საუბარს გენდერულ თანასწორობაზე.
-
მთავარია ურთიერთობაში გულწრფელობა. ზნედაცემულ ქალს წესით არ უნდა გაუმართლოს, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ საწყალ გოგოს გათხოვებიდან ერთ თვეში გარდაეცვალა ქმარი, ის ვეღარ უნდა გათხოვდეს რაკიღა ქალიშვილი არაა?
-
აქ ძალიან მრავალშრიანი მსჯელობაა წარმოჩენილი. :papa: რამდენიმე საკითხია საკმაოდ მწვავედ დაყენებული, იმდენად მწვავედ რომ რაღაც მომენტში განწყობაც კი გამიფუჭდა, საოცარი სევდითაა აღსავსე მოცემული მსჯელობა. :ndzreva: სევდა, ადამიანთა სევდა, ძნელი ასატანია, გაუმარჯოს კარგ განწყობას. :rocker: პ.ს. მაინტერესებს ვინმემ წაიკითხა ეს ბოდვა ჩემს გარდა? :puke:
-
არაფრის ყოლას ეგეთების ყოლა სჯობია
-
ცოლი და ქმარი ორი სრულუფლებიანი ნაწილია და ერთმანეთს უნდა ავსებდნენ გარკვეულწილად. თუ მამაკაცი ატყობს რომ მისი ცოლი ვერ არის იმ სიმაღლეზე, რაც მოეთხოვება ამას ცემით ნაღდად ვერ მოაგვარებს, ან რაღად უნდა ის ქალი რომელსაც ძაღლივით სცემს თუ რაღაც არ მოეწონება? ცოლს შენს ნაწილად არ მიიჩნევ და მას მხოლოდ მორჩილება და კუდის ქიცინი მოეთხოვება? სხათა შორის ძაღლის სიყვარულს და სითბოსაც კი ვერ მიიღებ ცემით.
-
წყვილი უნდა განქორწინდეს, როცა ატყობენ რომ საერთო ინტერესები, შეხების წერტილები და ა.შ. გაუქრათ. არ ვამართლებ შვილის გულისთვის რომ არ ეყრებიან და უშლიან ნერვებს ერთმანეთს და იმ შვილსაც, ისეთ სცენებს აყურებინებენ. ასეთ ერთად ყოფნას სჯობია ცივილურად დაშორდნენ, ამასაც თავისი კულტურა სჭირდება.
-
ვირტუალური ნაცნობობა დამთავრდა სრულუ კრახით. ანუ ბიჭს მობეზრდა ასე შორეული ტრფობა და წავიდა. გოგოს დეპრესია მოეძალა და საპირისპირო სქესის მუხანათურ ხასიათზე მოუმატა საუბარს. :baby2:
-
ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეგიყვარდეს ინტერნეტში? ან ტელეფონით? მაგრამ ტელეფონით ხმა მაინც გესმის და შეიძლება ტემბრი მოგეწონოს. ახლა გამახსენდა ფილმი "ტქვენს სახელზე წერილია". ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი რომ თამაშობენ, იქ ხომ ვირტუალურად დაიწყო ყველაფერი. სასაცილოა
-
სიყვარულის ახსნა ცოტა ბანალური პონტი გახდა, შეიძლება არ აუხსნა მაგრამ ისე მიახვედრო, რომ მიხვდეს. გოგომაც შეიძლება მიახვედროს გამოხედვით, ან შეხებით, ან სიტყვით, ან კიდევ ბევრი სხვა რამით. ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ღირდეს თუ ურთიერთობა აწყობილია და გოგო იტყვის პირველად რამეს რა მოხდა მერე? მაგრამ თუ საერთოდ ვერ გამჩნევს და სადმე გამოიჭერ და დაუწყებ იმის ახსნას რას გრძXნობ, როცა ხედავ, ცოტა ცუდი რაღაც გამოვა საბოლოოდ.
-
ვირტუალური სიყვარული რეალობისგან გაქცევა მგონია, თუ გაიცანი და გაარეალურე ეგ უკვე სხვა ამბავია. მე მყავდა დაქალი რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდა ინტერნეტში ვიღაც და არ დააყენა საშველი მის გაცნობას, ამ გოგოს არასდროს ჰყოლია შეყვარებული არც თაყვანისმცემელი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მახინჯი იყო, უბრალოდ ურთიერთობის პრობლემა ჰქონდა. ვერ შედიოდა პირისპირ კონტაქტში, ინტერნეტით ეს უადვილდებოდა, ამიტომ ჩემთვის ვირტუალური სიყვარული გარკვეულ კომპლექსთან ასოცირდება.
-
ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, თავს რატომღაც არ მაბეზრებდნენ, მეც რაღა დაგიმალოთ და ყურადღება მსიამოვნებდა. ასე მგონია, ვინც ამბობს, შევწუხდიო, იმასაც კი სადღაც მაინც სიამოვნებს ასე რომ არის და არა სხვაგვარად, მაგალითად ყურადღებას რომ არ გაქცევენ.