ამ თემასთან დაკავშირებით ერთ რამეს გავიხსენებ: ერთხელ, როცა მე და ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ შეყვარებულებიც კი არ ვიყავით, შევხვდით ქუჩაში, ვიცნობდი შორიდან... ხოდა, საუბარი გაიწელა, ვატყობ, რომ მოგვწონს ლაპარაკი, მაგრამ ქუჩაში როდემდე ვიდგეთ? ვიფიქრე შეიძლება ამ წამს არა აქვს ფული და კაფის ვარიანტზე იმიტომ ვერ აქტიურობს თქო. ინტუიციამ არ მიღალატა, მართლა არ ჰქონია გზის ფულის მეტი (ნუ როგორც ხდება ხოლმე სტუდენტობის დროს, უკანასკნელი 50 თეთრიანით რომ გიწევს ხშირად ყოფნა) ვუთხარი წამო ყავაზე დაგპატიჟებ-თქო, თავიდან დიდად იუარა, მაგრამ ჩემი ახსნის შემდეგ, წამოვიდა ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა კაფეში, რასაც მოჰყვა სამწლიანი ყოველდღიური კაფეში სხდომა, ასე რომ ერთი ფინჯანი ყავა სამწლიან ფულის ხარჯვად და ოჯახის შექმნად დაუჯდა ამიტომ უნდა დაფიქრდე ბიჭი, როცა გოგო ყავაზე გპატიჟებს, სანამ დათანხმდები. :papa: