რა და... ცოტა ადრე შეხვდი, თუნდაც კინოთეატრის ფოიეში დასხედით და ისაუბრეთ, რას ელით, რა იქნება, როგორი კინო იქნება, მონაწილე მსახიობებზე და ა.შ. კინოს ნახვის შემდეგ პირდაპირ არ დაშორდეთ, ფინჯან ყავაზე დაპატიჯე (ახლა არ დამიწყო, ფულის შესახებ, "აბა, საჭირო არ არისო?!") ხოოოდა, დაწყებული დისკუსია უფრო საინტერესო იქნება, დაიმახსოვრე ის მომენტები, რაც რეაქციებით უფრო მოეწონა... და ესაუბრე მაგ მომენტებზე, მოლოდინზე, რაც ამ ფილმის შესახებ გქონდათ და გამართლდა თუ არა... დანარჩენი შენი ფანტაზიისთვის მომინდვია ასე თუ იზამ ბევრ რამეს გაიგებ მისი აზროვნების და თავად მის შესახებ. საღამოც სასიამოვნოდ დაგამახსოვრდება მაგრამ... აქ არის ერთი მაგრამ, თუ ატყობ რომ ვერ არის ხასიათზე, არ აგყვა და ა.შ. არ შეაწუხო, უყურეთ და წადით თქვენ თქვენს სახლში