ჩემი აზრი ასეთია, აუხსნას მშობლებს რა თვისებები ხიბლავს იმ გოგოში მოაწყოს რამდენიმე შეხვედრა მშობლებისა და იმ გოგოსი, ეცადოს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საუკეთესო მხარეები, თუკი ასეთი გააჩნია იმ გოგოს ყველაფერი ამის შემდეგ დაელაპარაკოს მშობლებს ერთი-ერთზე და მოისმინოს მათი არგუმენტები თუ მშობლებს იმის მეტი არგუმენტი არ ექნებათ, რომ ეს გოგო მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობით არ მოსწონთ, და მეტი არაფერი მაშინ უთხრას, რაც მათ ისედაც იციან "გარეგნობა არ არის მთავარი და უფრო ახლოს თუ გაიცნობენ, მოეწონებათ" რთულია ასე მსჯელობა, კაცმა არ იცის რეალურად მშობლები რის გამო ამბობენ უარს, შეიძლება მიაჩნიათ, რომ მათი შვილი ამ ნაბიჯისთვის მზად არ არის და გოგოს გარეგნობა მხოლოდ და მხოლოდ საბაბია