Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. რეალური დემოკრატია, სოციალური სახელმწიფო, ფაქტიური ნეიტრალიტეტი და ევროპასთან მაქსიმალური დაახლოება .. როგორი ალტერნატივაა?
  2. Lo Janko რუსეთთან მიმართებაში რასაც წერ ვფიქრობ მართალია და არაფერი პრინციპულად საკამათო ... პრინციპულად საკამათო თორე მოსკოვი რომ ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიური ინტერესების რეალიზებაში ეხმარება ეს პრინციპში ფაქტია და განსაკუთრებულ ახსნა განმარტებას არც საჭიროებს .. ვაშინგტონს კი მოსკოვი ზუსტად იმიტომ ეხმარება რაზეც შენ ისაუბრე .. ანუ თუ რუსეთი ვაშინგტონს ენერგომომარაგების თემატიკაში (ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში სწორედ ეს არის აშშ-ის ძირითადი ინტერესი და არა დემოკრატიების თესვა) არ დაეხმარება, ეკონომიკურად და შესაბამისად სამხედრო პოლიტიკურად დასუსტებული ვაშინგტონი 2030 წლისთვის მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას ჩინეთს ოპონირებას (მსოფლიო წესრიგის დაცვა) ვერე გაუწევს და შედეგად არ ვიცი რა დაემართერბა ამერიკას მაგრამ რუსეთს რომ ჩინეთი მოდღნავს ეს ფაქტია .. ასე და ამრიგად მოსკოვს სხვა გზა არ აქვს თუ არა ვაშინგტონის რბილად რომ ვთქვა რეკომენდაციების გათვალისწინება თუ ჩინურ სტანოკზე ოცნებებში არ გადავარდა პუტინის ნაშა ... მედვედევი ტობიშ ... აშშ არის საქართველოს მტერი და ეს შენც კარგად იცი ... რუსეთის ხელით რომ აკეთებენ ხშირად სიბინძურეს ეს მათ კაი ტიპობაზე არ მიუთითებს მაინც და მაინც ...
  3. kisa როგორც წესი ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობ ხოლმე .. ხოდა გადავამოწმე ... ეგ არის რომ ნებისმიერ ნაწერში ყველა სათავისოს ეძებს და შინაარსს და საერთოდ ობიექტურ რეალობას გაურბის ..
  4. შეიძლება ჩემგან მცირეოდენ გაგიკვირდეთ ეს განცხადება მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ დღეის მდგომარეობით რუსეთის ფედერაცია ნამდვილად არის საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის მტერი! რატომ? იმიტომ რომ ჩემს მიერ ბოლო სამი თვის მანძილზე ჩატარებული მიკრო გამოკვლევისა თუ დაკვირვების შედეგად (ხელისშეშლას მართალია ცდილობდა და ცდილობს ფსბ თუმცა ინფორმაციის მოპოვება გადამუშავება ასე თუ ისე მოვახერხე) შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ფაქტობრივად ვაშინგტონის დიქტატის შესაბამისად მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში არსებული კორუმპირებული-კონტროლირებადი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ვითარდებოდეს ... მარტივად რომ ვთქვა მოსკოვი ისევე როგორც ვაშინგტონი დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებაში (მინიმუმ უახლოეს მომავალში) მიხეილ სააკაშვილის შენარჩუნებით და აგრეთვე დაინტერესებულია ქვეყანაში არსებული ნაბოზვარი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მიერ პოზიციების შენარჩუნებაში, რაც ნიშნავს ზუსტად იმას რომ მოსკოვი დაინტერესებულია სახელისუფლებო გადათამაშებები უმაღლეს და ყველა სხვა დონეზე, არსებული კონტროლირებადი-პუტანკა პოლიტიკოსების საფუძველზე ხდებოდეს. შესაბამისად მოსკოვი და ვაშინგტონი ანუ რუსეთის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის მტერი! რატომ? იმიტომ რომ საქართველოში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ნამდვილად არის საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის მტერი (ბოლო 20 წელი დედა მოუდღნეს ხალხს და ქვეყანას) და ყველა მათი მხარდამჭერი ავტომატურად საქართველოა მტერია და არაფერი სხვა! თუ გაინტერესებთ რატომ არის მოსკოვი და ვაშინგტონი პარტნიორი და არა ერთმანეთის ოპონენტი სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში ეს წაიკითხეთ --->>> საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა დღეს გადავხედე ამ პუბლიკაციას და ვფიქრობ ზუსტად იმაზე ვსაუბრობდი თვეების წინ რაც რეალურად ხდება ... მოსკოვი ვაშინგტონს რეალურად ეხმარება ენერგოპრობლემების მოგვარებაში ანუ სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კრემლი და თეთრი სახლი გეოპოლიტიკური პარტნიორები არიან! უფრო მეტიც .. მოსკოვი ვაშინგტონს და ბრიუსელს გამოძახებისთანავე უწვება გრუპენსექსის ამბავში რადგან როგორც ჩანს მოსკოველი სტრატეგები ფიქრობენ რომ რუსეთი ვერანაირად ვერ გაუმკლავდება ჩინეთის ექსპანსიას შორეულ აღმოსავლეთში დამოუკიდებლად :yes2: ასე და ამრიგად ... რა უნდა გააკეთოს პატარა ქვეყანამ და ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობამ როცა მის განადგურებას "საკუთარი" (ვაშინგტონის ძუკნა) ხელისუფლების გარდა მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფო ცდილობს?
  5. dariala სამწუხაროდ სადღაც დაახლოებით მასეა საქმე ოღონდ 110% თავის დადება ჯერ არ ღირს ვგონებ ... იქნებ რამე შეიცვვალოს ... რა იცი ...
  6. newstudio არაფერს და არავის არ გამოვრციცხავ მაგრამ ვხედავ რომ სამხრეთ კავკასიას აფეთქებისთვის და გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის ამზადებენ და გული მწყდება რომ არავინ ან თითქმის არავის საქართველოში ამ საკითხებზე არ მუშაობს ... საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობ მე პირადად როცა ასეთ თემებს ვხსნი და როცა სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ვცდილობ ... სამწუხაროდ მარტო ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ არის ალბათ ... ცვარი ცვახრია მაგრამ თუ გაცხარდა ცხარეაო მართალს ამბობენ მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამ ცხვარს ისე შეიძლება გამოჭრან ყელი აზრზე მოსვლის შესაძლებლობაც არ მისცენ და ვშიშობ რომ ეგ ემართება საქართველოს მოსახლეობას ზუსტად ... Nukriko არ მოგატყუებ და ლაითად გადავხედე თემას მხოლოდ თუმცა ვფიქრობ ურიგო არ იქებოდა თუ სადმე რომელიმე თემაში აზრის გაცვლა გამოცვლისა და ერთმანეთის მოსაზრებების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გვექნებოდა ... რევოლუციონერობას რომ აწვები ამას მივესალმები ... მხოლოდ რევოლუციონერები ქმნიან მომავალს და იმიტომ
  7. ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი მოკლედ დავწერ რას და როგორ ვფიქრობ და სხვა დროს თუ ამის შესაძლებლობა მექნება დეტალურად მიმოვიხილავ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და გეოპოლიტიკურ ძვრებს .. იმედია თქვენც დააფიქსირებთ მოსაზრებებს .. ვფიქრობ კი იმას რომ თუ საქართველოში უახლოეს მომავალში არ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიალური რეჟიმის (არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა) დემონტაჟი, საქართველო (როგორსაც ჩვენ ვიცნობთ მას) როგორც სახელმწიფო დეზინტეგრაციის+სომალიზაციის გზას დაადგება და არსებობას შეწყვიტავს. უფრო კონკრეტულად ვიტყვი რომ უახლოეს მომავალში (1-5 წელი) სომხეთი დაიკავებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარას, რუსეთი დაიკავებს სამეგრელოსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რიგ ხეობებს და დანარჩენი საქართველო პერმანენტული სამოქალაქო დაპირისპირების წიაღში აღმოჩნდება .. ეხლა მოგახსენებთ იმას თუ რატომ ვფიქრობ ასე ... (ვინაიდან მოკლედ ვწერ და ვინაიდან მინდა რომ უფრო ფართოდ შეხედოთ საკითხს ამ პუბლიკაციებს გადახედეთ ... --- > 1. ) საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა ---> 2. ) ვაშინგტონი – მოსკოვი და ახალი მსოფლიო წესრიგი --- > 3. ) საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა (ნაწილი მეორე) ) ასე ვიქრობ კი იმიტომ რომ ჩემი აზრით მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფოები აშშ-ი და ჩინეთი 2030 წლისთვის მოსალოდნელი ნავთობდეფიციტისთვის აქტიურად ემზადებიან და შესაბამისად უკვე აცხადებენ პრეტენზიებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რიგ ენერგომარშრუტებზე ... ჩინეთი აქტიურად მუშაობს დღეისთვის ინდოეთის ოკეანეზე გამავალი ნავთობის ტრანსპორტორების მარშრუტებზე კონტროლის დასაწესებლად .. მიმდინარეობს ჩინეთის სახალხო არმიის ინტენსიური გადაიაღაღების პროცესი .. პეკინი 2017 წლისთვის შეიარაღებაზე მიიღებს საკუთარი წარმოების პირველ ავიამზიდებს და დარწმუნებული ვარ 2025 წლისთვის შეიარაღებაზე 100 000-იანი და მეტი წყალწყვის (სუპერ ავიამზიდი, გემბანზე 70-90 საფრენი აპარატი) მინიმუმ 5-7 ავიამზიდს იქონიებს .... ჩინეთის საოკეანიო ფლოტისთვის აქტიოურად შენდება სამხედრო საზღვაო ბაზები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აკვატორიებში .. ინდოეთის ოკეანეში უმსხვილესი ბაზა იქნება სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე კუნძულ შრი ლანკაზე (ცეილონი) რომლის მთავრობასთან პეკინმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამისს შეთანხმებებს (სწორედ ჩინეთის დახმარებით შეძლო შრი ლანკის მთავრობამ მიმდინარე წელს ტამილი სეპარატისტების (ტამილის ვეფხვები) შეიარაღებული ფორმირებების პრაქტიკულად სრული განადგურება). მოკლედ 2025-2030 წლისთვის შეერთებული შტატები დაკარგავენ ინდოეთის ოკეანეში ეკსკლუზიური დომინანტი ძალის სტატუსს .. უყფრო მეტიც .. ჩინეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ინდოეთის ოკეანე სწორედ ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ჰეგემონიის ქვეშ გადავა. (ინდოეთი ცდილობს არ ჩამორჩეს ჩინეთს და წელს რუსეთისგან ავიამზიდის შეძენის "მრავალტანჯული" 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტიც საბოლოოდ გააფორმა, თუმცა პეკინთან სამხედრო ბალანსის ეფექტურ დაცვას დელი შესაბამისი ეკონომიკური კუნთების არ არსებობის გამო ვფიქრობ ვერ შეძლებს ...) ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად ესმით რომ პეკინის ზესახელმწიფოდ ტრანსფორმირება და ინდოეთის ოკეანის აკვატორიასა და ქვეყნებზე დომინირება სულ უფრო და უფრო თვალშისაცემ კონტურებს იძენს, ვაშინგტონი ცდილობს პოზიციები თუ არ გაიმყაროს შეინარჩუნოს მაინც ინდოეთის ოკეანეში და თითიდან გამოწოვილი სომალელი პირატებისა და სხვა მიკრო თემის მეშვეობით ინდოეთის ოკეანეში (აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპირო) საკუთარი სამხედრო ფლოტის წარმომადგენლობას ზრდის. ვფიქრობ ინფორმირებულ საზოგადოებას ესმის რომ მაქსიმუმი რასაც ვაშინგტონი მიაღწევს წყნარ ოკეანეზე (ნაწილობრივი), ატლანტის ოკეანზე, ხმელთაშუა ზღვაზე და სპარსეთის ყურეზე (პრაქტიკურად აბსოლუტური) კონტროლის შენარჩუნებაა. ასე და ამგვარად ვაშინგტონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს ენერგომატარებლების (ძირითადად ნავთობი) უსაფრთხო (ხმელეთით) ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთიდან და შუააზიიდან (ირანი - ყაზახეთი) საკუთრივ მის პირდაპირ თუ ირიბ დაქვემდებარებაში მყოფ პორტებამდე (მაგალითად თურქეთი - ჯეიჰანი) და საზღვაო სატრანსპორტო დერეფნებამდე .. ზემოთ აღნიშნულიდან ცხადი ხდება რომ ინდოეთის ოკეანეში ახალი ანგარიშგასაწევი ძალის (ჩინეთი) გამოჩენის გამო ვაშინგტონი იძულებული იქნება (უკვე არის) ნავთობის ტრასპორტირებისთვის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტი ირანიდან და ყაზახეთიდან ხმელეთზე გაიყვანოს ანუ სამხრეთ კავკასიაზე და აქ იწყება თავდავვიწყება ზუსტად .. ვიდრე ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში ისე არ დაალაგებს სიტუაციას რომ ენერგოდერეფანს საფრთხე არ შეექმნას მანამდე ირანზე თავდასხმას ვერ ბედავს, არადა მაქსიმუმ 3-5 წელი და ალბათ ვეღარც გაბედავს (ირანს ექნება ბირთვული იარაღი - საშუალო სიშორის (2 000- 2500) ბალისტიკური რაკეტები, თანამედროვე საზენიტო კომპლექსები). ვინაიდან ბოლო დროს ვაშინგტონი ირანის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობას რადიკალურად ზრდის (რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ ავღანეთში დამატებით 30 000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს გადაიყვანენ და ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 120-150 000-სს გაუტოლდება. შეგახსენებთ რომ ავღანეთი ირანის საზღვარი ძირითადად უდაბნოზე გადის და პრაქტიკულად იმ რელიეფის იდენტურია როგორ რელიეფზეც საომარი მოქმედებები პირველი ერაყის ომის დროს განვითარდა.. ანუ აშშ-ის არმიას საკმარისი გამოცდილება აქვს უდაბნოში სწრაფი გადაადგილებისა და საომარი მოქმედებების წარმოებისთვის .. პლუს ამას თუ ვინმეს იკითხავს რატო მაინც და მაინც ავღანეთიდან შეჭრა ირანში, როცა ერაყშიც 60-100 000 ამერიკელი ჯარისკაცია თავმოყრილი? გეტყვით რომ ერაყი ირანის საზღვარი ორ ქვეყანას (ირანი-ერაყი) შორის წარმოებული მრავალწლიანი ომის შემდეგ ფაქტიურად საფორტიფიკაციო ნაგებობად არის ქცეული და ირანის შეიარაღებულ ძალებს კარგად აქვთ გამაგრებული. გარდა ამისა ირანის რევოლუციური გვარდიის 60-70% სწორედ ავღანეთის საზღვართან არის თავმოყრილი რაც სავარაუდოდ იმას მოწმობს რომ თეირანიც სწორედ ავღანეთის ტერიტორიიდან ელოდება ძირითად დარტყმას. --- არც ის არის გამორიცხული რომ ავღანეთის მთელი ოპერაცია თეირანის დეზინფორმირებისთვის ტარდება და რეალურად ერაყიდან შეჭრით დაიწყება ისლამური რესპუბლიკის ოკუპაცია, თუმცა ეს ვერსია ალბათ ნაკლებ სავარაუდოა .. ) შეიძლება ვივარაუდოთ რომ უახლოეს მომავალში გეოპოლიტიკური ხასიათის ძვრები სამხრეთ კავკასიაშიც მოხდება .. რა გეოპოლიტიკური ხასიათის ძვრები შეიძლება მოხდეს სამხრეთ კავკასიაში? ვსაუბრობ იმაზე რომ ერევანმა როგორღაც მოახერხა და ვაშინგტონის ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკის ინტერესში მოექცა .. ვინაიდან საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში არასტაბილურობის მუდმივ კერად რჩება და ვინაიდან ირანს ესაზღვრება სომხეთი და არა საქართველო ვაშინგტონმა როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ ერთი ენერგოდერეფანი ყაზახეთი-ირანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით გაივლის ხოლო მეორე დერეფანი შუააზია-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით .. საქართველო ამ სქემებში არ არის რადგან ვაშინგტონში კარგად ესმით რომ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ძირითადად კრიმინალებისა და მსუბუქი ყოფაქცევის სუბიექტებისგან შედგება და რომ ეს ელიტა ქვეყანას მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისკენ ვერ-არ წაიყვანს .. ანუ ვაშნგტონში ესმით რომ როგორი სამხედრო, ფინანსური, ტექნოლოგიური და PR დახმარებაც არ უნდა გაუწიონ სააკაშვილის რეჟიმს (არსებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტას) შედეგი მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირება და მათთვის მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანის ფუნქციონირებაში დაბრკოლებები იქნება. ვფიქრობ ეს არის ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თეთრმა სახლმა საბოლოო არჩევანი სომხეთზე შეაჩერა და არა საქართველოზე.. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი უმოკლეს ვადებში უნდა დარეგულირდეს .. ანუ ნიშნავს იმას რომ სომხეთმა უნდა დაუთმოს აზრბაიჯანს ან ყველა ოკუპირებული ტერიტორია ან ყველა ოკუპირებული ტერიტორია გარდა მთიანი ყარაბახისა. (სავარაუდოდ გათამაშდება ომის სცენარი (ყველაზე სწრაფად ასე გამოვა) და სომხეთი აზრბაიჯანის ტერიტორიაზე განცდილი "მარცხის" კომპენსირებას (სომხეთს მოუწევს აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტში "გმირულად" დამარცხებულის როლის შესრულება..) საქართველოს ხარჯზე (სამცხე ჯავახეთი - აჭარა) შეეცდება.) ალმოდებულ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მყისიერი დარეგულირებისა და ქვეყნებს შორის (აზრბაიჯანი vs სომხეთი - სომხეთი vs საქართველო - რუსეთი vs საქართველო (რუსეთი დაიკავებს სამეგრელოს და ჩრდილოეთ კავკასიასტან მოსაზღვრე ხეობებს)) შეიარაღებული დაპირისპირების შესაჩერებლად მსოფლიო პრინციპში თვალს დახუჭავს სომხეთის მიერ როგორც სამცხე ჯავახეთის ასევე აჭარის ოკუპირებაზე, შესაძლოა სამშვიდობო-პოლიციური ძალებიც კი ჩააყენონ მხარეებს შორის ან გაერომ ევროკავშირს დააკისროს რეგიონის ქვეყნების მართვა (რუსეთის მოქმედებებს საერთოდ "სამშვიდობო" აქცია შეიძლება ეწოდოს) და აზრბაიჯანთან თითქოს დამარცხებული ერევანი (ვფიქრობ მთიანი ყარაბახი ჯერ შეიძლება სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად დათმონ და მერე ხელახლა დაიკაონ ან მთიან ყარაბაღში "საჩვენებელი წინააღმდეგობა" გაუწიონ აზერბაიჯანის არმიას, საბოლოო ჯამში გამარჯვებულის იმიჯი რომ შეინარჩუნონ) შავ ზღვაზე გასვლის შემდეგ რეგიონის დომინანტი სახელმწიფოს მანტიის მორგებას დაიწყებს .. სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ვაშინგტონს გზა ხსნილი ექნება ირანზე იერიშის დასაწყებად ... მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში ვფიქრობ ძნელი წარმოსადგენი არ არის ის თუ რა ვითარება იქნება საქართველოს იმ ტერიტორიებზე რომელიც ოკუპაციას გადაურჩება ... ანუ უკვე დღეს შეიძლება იმის თქმა რომ თუ დაუყოვნებლივ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის (საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის) ნეიტრალიზების მიზნით, ჰუმანიტარული კატასტროფა საქართველოს გარანტირებული აქვს .. რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველოს მოსახლეობა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლება ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ თამაშებს ამაზე ალბათ მამაზეციერიც ვერ გასცემს პასუხს .. ის კი ნამდვილად შეიძლება ითქვას თუ თქვენ - ქართული საზოგადოება როგორ დაუპირისპირდებით მოვლენების ამგვარ განნვითარებას? ------------------ მოკლედ მინდოდა დამეწერა მაგრამ თემა მაინც ვრცელი გამოდგა .. ასეა თუ ისე ვფიქრობ ძალიან რთულ და სახაფათო ისტორიულ მონაკვეთში შედის საქართველო და ვშიშობ რომ არც ქვეყანა და არც საზოგადოება მოსალოდნელი აპოკალიპტური მასშტაბების ცვლილებებისთვის მზად არ არის ... რას ფიქრობთ? http://s.rimg.info/67aea311a01570555e92b83836b5c439.gif
  8. მადლობა ყურადღებისთვის babuagiorgi და მადლობა ყველა ფორუმელს ყურადღებისთვის მაგრამ ვფიქრობ ვერანაირი დახმარება ამ სიტუაციაში ვერ შედგება ან არ იქონიებს იმ ეფექტს რაზეც გათვლა იქნება .. მორალური მხარდაჭერა რათქმაუნდა მნიშვნელოვანია და ვფიქრობ მაქსიმუმიც არის იმისა რითიც თანაფორუმელები შეიძლება დამეხმარონ თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ბევრი მოქალაქე მე უბრალოდ მოღალატაედ აღმიქვავას (ყველა ადამიანს აქვს უფლება იფიქროს ის რაც უნდა და ისე როგორც უნდა! თუნდაც ცდებოდეს) და შესაბამისია მისი დამოკიდებულებაც ... (ესეც მესმის) მაგასაც თავი გავანებოთ საქართველოში გადმოსვლა იყო უკიდურესი გადაწყვეტილება რომელიც არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღე (სუიციდური ნამდვილად არ ვარ და არც რეანიმაციაში რამდენიმე თვის და არც სააკაშვილის ციხეში რამდენიმე წლის გატარება არ მხიბლავს არადა ეს საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაა საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში) თუმცა როგორც უკვე ვთქვი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განმიმარტა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი წერილობითი განცხადება და ჩემი და ოჯახის წევრების დოკუმენტების (რუსეთის მხარის მიერ გაცემული დროებითი მოწმობა) ქსეროასლები მიღებისთანავე (7 დეკემბერი) გადააგზავნეს საქართველოში საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას თბილისი არ-ვერ იღებს და ვიდრე არ მიიღებს ვერც უკან დაგვაბრუნებენ და ვერც ვერაფერში ვერ დაგვეხმარებიან ... ანუ რაც შეგვეძლო ის ისედაც გავაკეთეთო მითხრეს და ალბათ ასეც არის ... იმის თქმა მინდა რომ თუ თბილისმა 1 კვირაში ვერ-არ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი საქართველოში დაბრუნების შესახებ ესეიგი 1 წელიწადშიც არ მიიღებს (ბაბუგიორგის გამოცდილებაც ამას მოწმობს) ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად თქვენი ნებისმიერი მცდელობა რომ საქართველოში დაბრუნებაში დაგვეხმაროთ ალბათ უშედეგო იქნება ... მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებაც ვფიქრობ არაეფექტური იქნება რადგან სულ რამდენიმე რედაქციაა დარჩენილი საქართველოში რომელთაც შეიძლება რეჟიმის დაუკითხავად რაიმე თემის აქტიური დამუშავება დაიწყონ და არ ვარ დარწმუნებული რომ თუნდაც ეს რედაქციები შეიწუხებენ თავს ჩვენს გამო ... (ის რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების კონსტიტუციურ ვალდებულებებზე და არა ჩემზე ან არა მხოლოდ ჩემზე ამას საერთოდ რამდენი ჩაწვდება ქართულ ჟურნალისტიკაში ეგ ცალკე თემაა ალბათ.) ფინანსურ დახმარებას რაც შეეხება და გულითადი მადლობა მინდა გითხრათ მეგობრებო მაგრამ გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები და გარკვეული საქველმოქმედო აქცია იმ ადამიანებთან მიმართერბაში თუ განხორციელდებოდა ეგ უფრო გამახარებდა უშუალოდ ჩვენ თემასთან დაკავრირებით კი გეტყვით რომ 15 დეკემბერს რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის მიერ ჩვენთვის მოცემული დროებითი საბუთების მოქმედების ვადა გადის და ვფიქრობ იმას მაინც მოვახერხებ (იმედია) რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაგვადეპორტოს რუსეთმა .. ოფიციალურ თბილისს ჩემ თავს არ გადასცემენ ალბათ (ესეც ვარაუდია თორე შეიძლება თბილისშიც გადმოგვიყვანონ არ ვიცი) .. რადგან საქართველოში ვერ დავბრუნდი ესეიგი სხვა რამეს მოვიფიქრებ ... ცხოვრება ხომ გრძელდება? ხოდა ჩვენი ეს ისტორიაც თავის გაგრძელებას ჰპოვებს ალბათ : ))) მეც მაინტერესებს რა და როგორ იქნება სიმართლე გითხრათ : ))))) კინოშო ვცხოვრობ რა მე ამის დედა ვატირე : )) ყველაფერი კარგად იქნება
  9. ამ რევოლუციაურ თემაში მეც დავპოსტავ თქვენის ნებართვით და მოგახსენებთ რომ ......... რევოლუცია გარდაუვალია!
  10. Nukriko ჩამოდის asds-ი საქართველოში და კალაშნიკოვის ლეგენდარული მუსიკალური ინსტრუმენტის დაუვიწყარი ჰანგების ფონზე იწყებს ბარიკადების მშენებლობას :DD :DD :DD
  11. უერთდები პირველი პოსტის პათოსს .. განსაკუთრებით ლიბერალური ღირებულებების ხელშეუხებლობისა და ზე ფარჩაკი ჟოპოზიციის უსაუსურობის ამბებში ... მიშმაკაკას რეჟიმი რომ ზე ფარჩაკულ მდგომარეობასაც გასცდა ესეც პრინციპში ნათელია და საერთოდ მამენტ სადა ვბანაობთ ჟიგარსონებო თუ იცის ვინმემ? .. :DD უზას ბლინ
  12. Saturn სატურნ რაცხა ვერ გცნობ და ხო მშვიდობაა შენს თავს? : ))) მტრობა მტრობად და დაოჯახებას გილოცავ .. იცოცხლე და იბედნიერე ...
  13. Gagi 67 დღეს რომ არც თბილისი არც სოხუმი და არც ცხინვალი კონფედერაციისთვის მზად არ არის ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ხვალისთვის მაინც უნდა მოხერხდეს იმდენი რომ სოხუმი და ცხინვალი რეალური დამოუკიდებლობის გზას დაადგნენ, ანუ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას (კონფედერაცია ამის ყველა შესაძლებლობას აძლევთ - პირობითად გაერთიანებული სამეფოს მოდელი) და თუ ეს მოხერხდა ასეთ შემთხვევაში მერწმუნე მოსკოვის მორჩილებას ცხინვალიც და სოხუმიც თავისუფლებას და სადაო - ფედერალური მნიშვნელობის საკითხების თბილისთან ერთად მოგვარებას ამჯობინებს.. ეს იქნება მათ სასიცოცხლო ინტერესში და თუნდაც ამიტომ ... როგორც უკვე ვთქვი ასეა ეს ამბავი ...
  14. პოლიტ ფორუმზე ერთ ერთმა ფორუმელმა კითხვა დამისვა და პასუხი გავეცი რომელიც ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ აქაც დაიბეჭდება. მით უმეტეს რომ საზოგადოების ერთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ქვეყნის ღალატად თვლის და სრულიად აბსურდული ბრალდებებით გამოდის ... vitamin C ეხლა გამოჩნდება როგორ ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე .. ჩემ სააკაშვილის ბოზ ბანდაზე დამოკიდებულებაზე ხო არ არის აქ საუბარი? საუბარია ჩემი ოჯახის წევრებზე რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ ჩემ საქმიანობასთან ხოდა მე ცალკე რუსეთის თავზე გავიარე ასე არაადეკვატურად რომ მოიქცნენ და იმ მდგომარეობაში ჩამაყენეს რომ საქართველოს ფაქტიური ხელისუფლებისთვის დახმარება მეთხოვა და მაგ საქართველოს ხელისუფლების თავზეც გავიარე აგვისტოს ომისთვის და ყველაფერი დანარჩენისთვის რომ ისეთ მდგომნარეობაში ავღმოჩნდი მანდ აღარ დამედგომებოდა ... თუ სააკაშვილის რეჟიმი ნომინალურად მაინც თვლის თავს ვალდებულად მოსახლეობის წინაშე მაშინ უკან დაბრუნებას შევძლებთ და ამდენი ხმაურის შემდეგ ვფიქრობ ოჯახს მართლა არაფერი დაუშავდება მე კიდე რომ გამსროკონ კიდევ უნდა დამიმტკიცონ რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე ... ცხინვალის ტერიტორიაზე გადასვლა საქართველოს კანონმდებლობით მგონი არ ისჯება, რუსეთშI რომ ავღმოჩნდით ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული და მაინც და მაინც სამხრეთ ოსეთში რომ გადავედი და არა სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში ან აფხაზეთში ბოლო ბოლო ეს უკვე ჩემი პირადი საქმეა და მე ჩემი მოტოვები მქონდა და მაქვს .. ადრეც დამიწერია სხვადასხვა პუბლიკაციაში და ამ ფორუმზეც და ეხლაც გავიმეორებ რომ ქართულ ოსური და ქართულ აფხაზური კონფლიქტების დარეგულირება და საერთოდ საქართველოს მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ თუ ოფიციალური თბილისი ქვეყნის კონფედერაციული მოწყობის პრინციპზე დაფიქრდება და ანალოგიურ საკითხზე ცხინვალთან და სოხუმთან გამართავს მოლაპარაკებებს .. კონფედერაცია ნიშნავს რას? თანაბარუფლებიანი სუბიექტების კავშირს ხო? ანუ თუ კონფედერაციაზე წავალთ თბილისმა უნდა აღიაროს აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც ამ კონფედერაციის შექმნის მიზნით ... ეხლა თუ ახლიდან დაფიქრდები იმაზე თუ რატომ გადავედი ცხინვალში ალბათ პასუხსაც იპოვი ... თუ მომეცემოდა ცხინვალში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა რისი იმედიც ნამდვილად მქონდა როგორც შერეული ქართულ ოსური ოჯახის წარმომადგენელს, აუცილებლად ვიმუშავებდი კონფედერაციის თემაზე სხვა საკითხებთან ერთად რადგან ვფიქრობ ეს იყო და არის ქართველი და ოსი ხალხის ინტერესში! თან ასე თუ ისე ოჯახიც დაცული იქნებოდა რადგან ცხინვალში ჩვენზე თავდასხმა ავტომატურად დაბრალდებოდა სააკაშვილის რეჟიმს და ამაზე ოფიციალური თბილისი არ წავიდოდა .. ისედაც საკმარისი პრობლემები აქვს სააკაშვილს გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა ქვეყნის გარეთ ... ასეა ძმაო ... ზოგი ახლოს ხედავს ზოგი შორს და ზოგიც საერთოდ ვერ ან არ ხედავს მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ კონფედერაციის თემაზე ფიქრი და მუშაობა აუცილებელია და დარწმუნებული ვარ რომ ხვალ იქნება თუ ზეგ საქართველოც მივა ამ აზრამდე ... ეხლა თუ ვინმე იტყვის რომ ეთნოკომფლიქტების დასრულებაზე, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე და კონფედერაციაზე ფიქრიც ქვეყნის ღალატია და ბოდიში მაგრამ ეგ ვინმე უბრალოდ იდიოტია ... ესეა ეს ამბავი ... რაც თავი მახსოვს აქტიური მოქალაქე ვარ და არავისგან ნებართვებს არ ვიღებ რომ ჩემ ხალხს ვემსახურო .. ჩემი ხალხი კი ისევე არიან ოსები როგორც ქართველები ... ორივეს შემოევლოს ჩემი თავი ... ებრაელებსაც, აფხაზებსაც, სომხებსაც და ყველას მოკლედ მაგრამ მიხვდი ალბათ რისი თქმაც მინდოდა ... გამგები აქამდეც გაიგებდა ამ ყველაფერს მაგრამ თუ საჭიროა ესეთი დეტალური საუბარი ამ ყველაფერზე და ვისაუბრებ რა პრობლემაა ...
  15. lasha_alo გადავხედე და სისხლის სამართლის საქმე თუ არ არის აღძრული ჩვენი საქმეაო და შვეიცარიის საელჩოს მიმართოსო ანუ პრინციპშI მასეც ვფიქრობდი და მასეც ვიზავ ალბათ .. იმედია სისხლის სამართლის საქმე თუ აღძრეს ჩემზე მარტო აღძრეს და არა ოჯახის წევრებზე ... მაგათგან არაფერი გამიკვირდება .. ისე კი თუ მართლა იმის გაგება უნდა ვინ ვარ და თუ ამ ფორუმზეც შემოდის და მაშინ იქნებ ინტერპრესნიუსის დირექტორს კითხოს ...... არააა ..... არც ეგ ეცოდინება ვინ არის და ვერ კითხავს : )))) აი თომა ჩაგელიშვილი ხო იცის? გაგებული ექნება : ))) მაგას კითხოს : ))) არა მგონია არ ვახსოვდე დრო იყო ერთად ვლოთობდით ახალგაზრდობაში : ))) რია-ნოვოსტის თბილისის წარმომადგენლობის შეფებს კითხოს .. BGI-ის ან მეილექსპრესის ან თუნდაც ჩემი პირველი საინფორმაციო სააგენტო GMS-ის ნებისმიერ ძველ თანამშრომელს ITN Exclusive-ზე აღარაფერს ვამბობ... (ისე დღეში რამდენჯერმე ურეკავდნენ ჩემი ჟურნალისტები მაგ ფენომენს როცა რაღაცა ხდებიოდა მაგის განხრით მაგრამ არც ვიციო იტყვის რომ კითხოს კაცმა ალბათ : ))))) ოღონდ თუ მართლა აინტერესებს თორე სატელევიზიო სახეებს თუ ეკითხება ჯერ მე მაგათი ჟურნალისტობა რა ვთქვი და მერე მაგათი ცოდნა განათლება : ))) გინდა ჩემზე და გინდა ნელსონ მანდელაზე :DD ახრინეტ მოჟნა ბლიად 17 წლიდან ჟურნალისტიკასთან მაქვს საქმე და გამოხტება აგერ ვიღაცა ვინც მინისტრი სანამ არ გახდა საქართველოს მოსახლეობის 99%-მა არ იცოდა და ჩემზე დაიწყებს ლაპარაკს : ))) არადა რა გინდა რომ ქნა .... პირდაპირ გადასარევად მიდის საქართველოს საქმეები ... ხთფუ
  16. შეგიძლიათ იაკობაშვილის პასუხების ლინკი დამიგდოთ? სად არის ეგ თემა რომელ განყოფილებაშI? lasha_alo მადლობა ვხედავ რომ ვი-აი-პი მემბერობაც არ გამიუქმეთ ..
  17. რამეთუ და ვინაიდან და რადგანაც ცოცხლები ვართ და სიცოცხლეს ვაპირებთ ესეიგი ბრძოლაც ყოველთვის ღირს! მაშასადამე კი აგერ თქვენ და უსმინეთ ...
  18. lasha1997 ისე უდანაშაულობის პრეზუმციას ნუ დაივიწყებ ბრალდებების აქეთ იქით სროლისას : )) რატომღაც რომ გულზე ეხატებოდნენ : ))) თუ ხელისუფლება ქვიათ მაშინ მოვალეობები შეასრულონ საკუთარი მოქალაქეების წინაშე .. კუდის აგენტობაზე ლაპარაკი არ დაიწყო თორე მანდამდე მიხვალ ბოლო ბოლო : )))))) აქ ერთი ორი უკვე მივიდა მანდამდე : )))) არადა ადამიანის ფანტაზია ნამდვილად უსაზღვროა ისე კი ფიქრობენ ალბათ თუ მოვახერხე და უკან გადმოვედით რეანიმაციაში მარტო გამიშვან თუ ერთი 20 წლით მაინც გამსროკონ სააკაშვილის თავზე გასეირნებისთვის : )))) ვნახოთ რას გადაწყვიტავენ ...
  19. lasha1997 კარგათ ვიცი რა როგორ შეიძლება მაგრამ თავს ვერ გამოიდებენ ბოლო ბოლო იციან რომ მე პირადად სააკაშვილისადმი დამოკიდებულება არ შემიცვლია და არც შევიცვლი თან მამენტ საკუთარ ემოციებზე გადაბიჯება უჭირთ .. მაგათთვის ხო სამშობლოს (რატომღაც საკუთარ თავს და საკუტარ ინტერესებს აიგივებენ საქართველოსთან და საქართველოს ინტერესებთან) მოღალატე და მტერი ვარ ...
  20. ლაშა-ალო გამარჯობა და ფორუმ გეზე იქნებ სათაური ცაუსწორო იმ თემას ... asds-ია ხო ჩემი ნიკი : )) თუ ლაშა ლო აქ არ არის და იქაურ რომელიმე მოდერს იქნებ თხოვოთ თემის სათაურის ჩასწორება .. სააკაშვილის ხალხი ხო შედის და იცოდნენ მაინც რას და როგორ ვგეგმავ რომ არ შეიცხადონ არ გაგვიგია ეგეთი ვინმე და მაგ ვინმეს სიტუაციაო .. ოჯახის წევრების დაბრუნებაზეა ლაპარაკი რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან თორე მე ადრეც მეხატა სააკაშვილი თავის ბოზ ბანდით და ეხლაც მახატია ...
  21. შენ რა გგონია რომ ყველა მოქალაქეს ფსბ-ს აგენტი დასდევს? მართლა ეგრე ფიქრობ? ჩრდილოეთ კავკასია თავზე ემხობათ და ჩემი ნეიტრალიზების გარდა საქმე არარ აქვთ თუ როგორ არის? შეხება ფსბ-სთან მქონდა აგერ რაც რამდენიმე თემა გავხსენი გააქტიურდნენ და ბოლოს გუშინ დარეკეს რაღაც შეხვედრაზე ბაასით მაგრამ ვინ იცის და ყველას ესაუბრებიან ვინც საქართველოდან გადმოდის ან ყველა ჟურნალისტს მაინც ... პროფილაქტიკის მიზნით ასე ვთქვათ ... იმიტომ გითხარი ვიცი რომ კითხულობენ ფორუმებს თქვა სხვათაშორის : )))) ვიცი რასაც გეუბნევი ანუ
  22. lasha1997 ვინ გითხრა რომ შენი შეცოდება ჭირდება ვინმეს ლაშა? მე ის გავაკეთე რას საჭIროდ ჩავთვალე და შენ რომ ეგ არ გესმის ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს ... მეც არ მესმის ბირთვული ფიზიკა მაგრამ ფიზიკოსებს არ ვეხები ...
  23. lasha1997 ეხ ძმაო ჩემო ღმერთმა არ ჩაგაგდოს ასეთ სიტუაციაში თორე ეს კი არა ათასი სხვა აზრიანი და უაზრო ფიქრიც უპრობლემოდ შეგაწუხებს
×
×
  • შექმენი...