-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
ფეხებზე მკიდია სახელმწიფო და 17 წლის ბიიჭის სიკვდილი
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არატრადიციული ორიენტაციის ... პოლიტიკურად რათქმაუნდა ... -
გიორგი68 Saturn თვალები თუ კარგად გაახილე დაინახავ, რომ საქართველო უკვე დაშლილია სატურნ და უარესი დაშლა ემუქრება .. ჩვენ აქ ქვეყნის სამომავლო გამთლიანებაზე ვსაუბრობთ! მაგრამ ვერც ამას ხედავ მამენტ ..
-
Siknadmo რათქმაუნდა გეთანხმები .. დრო ჭირდება ყველაფერს და თუნდაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შერიგების პროცესის დაწყება .. ამით პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაც გაადვილდება სამომავლოდ და რუსეთის პოზიციების შესუსტებასაც შეუწყობს ხელს როგორც ცხინვალში ასევე სოხუმში .. როგორც უკვე ვთქვი კონფედერაცია სამომავლო თემაა .. დღეს უმნიშვნელოვანეს-პრიორიტეტულ საკითხად საქართველოს წინაშე არსებული მომაკვდინებელი საფრთხეების ნეიტრალიზებას მივიჩნევ ... არ ვიცი როგორ მაგრამ ხალხმა უნდა გამოიღვიძოს ვიდრე დროა .. თუ არის ეს დრო საერთოდ დარჩენილი ...
-
Saturn ბარემ დააყოლე რომ მე რუსეთის სპეც სამსახურებზე ვმუშაობ და ხალხმა არ მომისმინოს : )))) უფრო პათოსურად და (ფსევდო) პატრიოტულად გამოგივა : )))) არადა არ გეწყინოს და არც პოლიტიკის გაგებაში ხარ და არც გეოპოლიტიკის .. სადღეგრძელოები გეცოდინება შენ კაი : ))) არა?
-
Siknadmo დათანხმდებიან! რადგან კონფედერაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერესების რეალიზების და მარტივად რომ ვთქვა უსაფრთხოების,თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხის შენარჩუნების შესაძებლობას იძლევა .. რათქმაუნდა ყოველმხრივი და ფართომასშტაბიანი მუშაობა ჭირდება ამ თემას (ძალიან კომპლექსური საკითხია) და დღეს და ხვალ რომ კონფედერაციის შექმნა არ გამოვა ფაქტია. თუმცა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისა და სახელმწიფოს (საერთო სახელმწიფოს) მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ უფრო ოპტიმალურ შესაძლებლობას-პროექტს მე ვერ ვხედავ ..
-
irene მე მაპატიე თუ რამე ცუდათ ვთქვი და დავწერე : ) პოლიტკაში ემოციების ადგილი არ არის .. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთი და იგივე სტატუსის მატარებლები არიან დღეის მდგომარებით და ამ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ .. თუ არა კონფედერაცია, ცხინვალში შეიძლება იქით ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება გადაწყვიტონ (ან გადააწყვეტინონ მოსკოველმა მრჩევლებმა) და არ ვფიქრობ რომ ეგ ის არის რაც ან მე მინდა და ან საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესშია ..
-
Siknadmo რათქმაუნდა .. ურთიერთ ხელსაყრელ პირობებზე მეთქი ხო დავწერე .. კონფედერაციის დატოვებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს (ანუ სუბიექტი ქვეყნების კონსტიტუციის დონეზე უნდა აიკრძალოს) მინიმუმ 15-25 წლის ვადით .. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ კონფედერაციის დატოვებას გადაწყვიტავენ ესეიგი ასეთი ყოფილა განგების ნება და აქ ვეღარაფერს შეცვლი .. არადა ჩემი აზრით არავინ დატოვებს კონფედერაციას თუ საერთო სახელმწიფო მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, რის გარანტიასაც მათ შორის კონფედერაციაც იძლევა ... შოტლანდიელებს და უელშელებს კონსტიტუციურად აქვთ გაერთიანებული სამეფოს დატოვების უფლება მაგრამ ტოვებენ?
-
იტოგში არ გინდათ გაიგოთ ... კონფედერაციაზე სხვა დროს ვისაუბროთ .. დღეს ვიმეორებ, რომ რუსეთთან და სომხეთთან ომის ზღვარზეა ქვეყანა და ეს საფრთხეებია გასააზრებელი და პრიორიტეტული .. ღმერთმა არ ქნას და თუ ჩემი პროგნოზები გამართლდა ჰუმანიტარული და პოლიტიკური კატასტროფის წიაღშI აღმოჩნდება საქართველო .. იმიტომ ვამბობ იქნებ ვინმემ რამე შეასმინოს სააკაშვილს და ქვეყნისა და ხალხისკენ მოაბრუნოს თქვა თორე მიშისტი რომ არასდროს ვყოფილვარ და მაგის ხელისუფლებას შეძლებისდაგვარად უპირისპირდებოდი ეგ მაინც ხო იცით : ))
-
asesino_141 სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან ცნობილი და დღეის მდგომარეობით საერთაშორისო სამართლის ენაზე რომ ვთქვათ არაღიარებულ მაგრამ სახელმწიფოებს განეკუთვნებიან .. ასეთია მოცემულობა და ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს .. პლუს ადამიანმა აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე რომ შორ პერსპექტივაშI და საქართველოს კონფედერაციის წარმატებული განვითარების პირობებში ჩრდილოეთ ოსეთმაც შეიძლება გამოთქვას სამხრეთ ოსეთთან და შესაბამისად კონფედერაციასთან მოერთების სურვილი რაც არაფრით იქნება ურიგო .. რუსეთი რომ ჩრდილეთ კავკასიაში ეტაპობრივად დათმობს პოზიციებს ეს ვგონებ ცალსახად შეიძლება ითქვას და შესაბამისად ის რაზეც მე ვსაუბრობ სრულიად რეალიზებადი პროექტი შეიძლება გახდეს... ცოტა უფრო შორს გაიხედეთ ვიდრე ხვალ და ზეგ ..
-
irene მთავარია თქვენ იცნობდეთ .. და მესიური მოლოდინებისგან თავი გაითავისუფლოთ .. იქნებ შენ ხარ ეგეთი ადამიანი? რატომაც არა? გარშემო მიმოვიხედოთ და ურთიერთდაპირისპირების ნაცვლად ერთმანეთის მოსმენა და მოსმენილის გააზრება ვცადოთ .. მეტი არც არაფერი ჭირდება ამ ამბავს ... არ მითხრა რომ ბრბოდან მოაზროვნე ადამიანის გამორჩევას ვერ შეძლებ ან შენ და ან სხვა მოქალაქე თუ ამის სურვილი იქნება .. asesino_141 ასეთი დონის არგუმენტები ღუპავს ქვეყანას ზუსტად ... თორე ტაშიიის არ გაიძახით ბოლო 20 წელი? შორს წახვედით?
-
Siknadmo რას ვგულისხმობ და საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის როგორც თანაბარუფლებიანი სუბიექტების მიერ, ურთიერთ ხელსაყრელ პირობებზე საერთო სახელმწიფოს შექმნას .. გაერთიანებული სამეფოს მაგალითის ჩვენი რეალობისთვის ადაპტირებულ ვარიანტს მოკლედ ..
-
irene რას და საზოგადოების გონზე მოსვლას .. საზოგადოების გააქტიურებას ოღონდ არა ფსევდო პოლიტიკსების მიტინგებზე სიარულით, არამედ საზოგადოების რიგითი აქტიური და საკმარისად პროგრესული წარმომადგენლების მხარდამხარ .. ვიცი რომ ამის განხორციელება რთულია რადგან საზოგადოება ინერტულია და არც საკუთარ თავს ენდობა და არც სხვა ვინმეს მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს .. Saturn მე როგორც სახელმწიფოს კონფედერაციული მოწყობის მოდელის მომხრე ავტომატურად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების მომხრე ვარ, თუმცა ეს აღიარება კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის კონტექსტში წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად უნდა მოხდეს და არა დაუფიქრებლად და სპონტანურად ... კონფედერაცია აწყობს თბილისს, აწყობს ცხინვალს და აწყობს სოხუმს, ეგ არის რომ სერიოზულ მომზადებას საჭიროებს თემა რასაც მინიმუმ ალბათ 5-7 წელი დაჭIრდება .. თუ არ გესმის რაზე ვსაუბრობ ნუღარ კამათობ რადგან კონფედერაციამ საქართველო შემდგომი დეზინტეგრაციისგან შეიძლება დაიცვას .. თუ ხელისუფლება რუსეთისა და სომხეთის პრობლემის მოგვარებას შეძლებს თორე ერევანსა და მოსკოვს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაშინგტონს, რომ დღევანდელ დღეს არანაირი საქართველოს კონფედერაციისთვის არ ცხელა ეს ფაქტია .. ეს საერთოდ სხვა თემაა .. ამ თემაშI მოსალოდნელი ომის საფრთხეზე ვსაუბრობთ ვგონებ ...
-
Siknadmo თუ ხელისუფლებაშI ადეკვატურ ადამიანებს მოვიყვანთ ყველა შანსი გვაქვს დამოუკიდებლობა რომ შევინარჩუნოთ .. თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს .. ვიღაც პრაშმადოვკამ მოსკოვიდან რატო უნდა აძლიოს საქართველოს ბრძანებები? ზედმეტი ტრაკის თამაშI რომ არ უნდა დაეწყოთ პოლიტიკოსებს და რუსოფობიას და ამერიკული დოლარის სიყვარულს არ გადაეყოლებინათ ქვეყნის ინტერესი კი ბატონო მარტივი ჭეშმარიტებაა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს არ ვიფიქროთ გინდა მდგომარეობის გამოსწორებაზე და გინდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე .. ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონფედერაციის თემა ამოვწიოთ და აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყება ვცადოთ, ამით საქართველოს პოზიციებიც გავამყაროთ და მოსალოდნელი საფრთხეების თუნდაც ნაწილიც თავიდან ავიცილოთ .. მაგრამ არც ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტაა გამოწვევების ადეკვატური, არც ხელისუფლება და არც თავად ათასგზის გადაგდებულ დაბოლილი საზოგადოება. იმიტომ არის რომ ვაშონგტონი და მეზობელი სახელმწიფოები საქართველოს ხარჯზე ახორციელებენ საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს .. იტოგშI ხალხი უნდა მოვიდეს აზრზე რომ სხვა დანარჩენებსაც გონზე მოსვლა მოუხდეთ .. თუ არა და .... ....
-
irene დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სხვა ტერიტორიების სრული ან ნაწილობრივი ოკუპირება (ქვეყნის სრულ ანექსიას გამოვრიცხავ) პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, რადგან თანამედროვე საქართველო ორ ფრონტზე (რუსეთი-სომხეთი) ომს ვერ მოახერხებს, უფრო სწორედ არ მოახერხებს. თორე ბოლო ბოლო თუ გული გულობს და რა ჩემი ფეხები რუსეთია ან სომხეთი, რომ საკუთარი ქვეყნის ეფექტური დაცვა ვერ შევძლოთ ..
-
აშშ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს
asds replied to McLaren's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სტროგა დიპლომატიური შემადგენელი ასეთია ზუსტად ვგონებ ...ეგ არის რომ როგორც წესი დოპლომატიურ შემადგენლამდე ვიდრე მივა საქმე, ლენგლი მუშაობს და ერთობ არადიპლომატიურად ქმნის ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას .. -
აშშ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს
asds replied to McLaren's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პრინციპში რატო არ მიესალმება : ))) ყველაფერი ისე ვითარდება როგორც ვაშIნგტონს აწყობს : ))) მსგავსი განცხადებები ვაშინგტონის გეოპოლიტიკის მხარდაჭერას ნიშნავს და სხვას არაფერს ... სააკაშვილსაც თითქოს პოზიციებს უმყარებს მაგრამ რატომ არ უნდა გაუმყაროს? როდის აქეთ აღარ არის "მიშა მაგარი" ვაშინგტონის პროექტი? სააკაშვილის გამოყენება არ დაუსრულებია თეთრ სახლს .. ბოლომდე რომ ამოწურავს ამ თემას სააკაშვილსაც დაასვენებს ვგონებ რომ სამუდამოდ და საქართველოსაც თუ რამე დარჩა იმ დროისთვის ამ ქვეყნისგან .... -
Siknadmo სიმართლე ვთქვა ტრაქტატის პირობები რომ არ დაერღვია რუსეთს როგორმე თავადაც მოვახერხებდით დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ რუსეთი არც მაშIნ და არც დღეს არ არის განვითარების იმ დონემდე მისული რომ პატარა ქვეყნებთან თანასწორობის პრინციპზე აგებული პარტნიორული ურთიერთობების წარმოება შეძლოს .. რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე დიდი ხანია ვასუბრობ. აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც ამ პოზიციას ვინარჩუნებ, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი კონფედერაციული საქართველოს იდეის მომხრე კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმას თუ ვინ-რა პოლიტიკური ძალა აწარმოებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს და რა სასტარტო პირობებშI იქნება საქართველო მოლაპარაკებების დაწყებამდე .. დღევანდელ საქართველოში, ანუ ქვეყანაში სადაც პოლიტიკური ძალები მორალურ ზნეობრივი და ინტელექტუალური მონაცემების უკიდურესი სისუსტით გამოირჩევიან, ვერ ვხედავ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ან საქართველოს ფუნდამენტალური პრობლემების გადაწყვეტას შეძლებდა ან და რუსეთთან ისეთ ურთიერთობებს დაამყარებდა როგორსაც მე ვთვლი საჭიროდ .. რუსეთი ამერიკის პარტნიორია (ყმადნაფიცის დონის პარტნიორი) და ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი რაც ქართულ რუსული ურთიერთობების ფარგლებში ხდება მეტ წილად ვაშინგტონის გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზებას ემსახურება და არა თვისობრივ რუსეთის ინტერესებს, ან მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ... ამის გააზრება მნიშვნელოვნად გააადვილებს საქარველოსთვის საგარეო პოლიტიკური კურსისა და იგივე საშინაო პოლიტიკის მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელი რეფორმების შემუშავებას .. იტოგში გინდა გაწიე გინდა გამოწიე საზოგადოების გამოღვიძება ჭირდება საქართველოს, მაგრამ არავინ არ ჩქარობს ამ გამოღვიძებას .. ----- და კიდო .. კამათი გეზარებათ ხალხო თუ მოსალოდნელი ომის თემა მხოლოდ მე მაფიქრებს? იმას მაინც თუ აფიქსირებთ, რომ გადაყევით კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის მიერ შემოთავაზებულ თამაშსს და თქვენივე ნებით შორდებით ობიექტურ რეალობას ...?
-
არვიცი რამდენად აცნობიერებს სააკაშვილი რომ სამარეს ითხრის მაგრამ ნებით თუ უნებლიედ საზოგადოების ფსიქოლოგიურად გატეხვასა და საკუთარი ხალხის მორალურ განადგურებაში რომ იღებს მონაწილეობას ეს ფაქტია ... მომავალი კატაკლიზმებისთვის ამზადებენ საქართველოს მოსახლეობას ხალხო რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოხერხდეს და ანგლოსაქსებმა საქართველოსთან მიმართებაში არსებული გეგმების განხორციელება შეძლონ იგივე რუსეთისა და სომხეთის, აგრეთვე ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური "ელიტის" მეშვეობით.. ეს არის და გორის ციხე ...
-
ფეხებზე მკიდია სახელმწიფო და 17 წლის ბიიჭის სიკვდილი
asds replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio რა მაინტერესებს იცი დეპრეს .. სააკაშვილის ხელისუფლება რომ დიდიად თავს არ შეიწუხებს აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ეს პრინციპში პროგნოზირებადი რამ არის სამწუხაროდ, მაგრამ ქართულმა მოსახლეობამ შეიწუხა თავი ისე როგორც ეს ცივილიზებულ საზოგადოებას ეკადრება? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში განსაკუთრებული ორგანიზების გარეშე და მეტ წილად სტიქიურად მოყვებოდა ასეთ ფაქტს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, რადგან ადამიანები პატარ პატარა ჯგუფებით მიადგებოდნენ "აგრესორი" ქვეყნის საელჩოს და "მწვავე" ფორმაში დააფიქსირებდნენ სამოქალაქო პოზიციას .. გამოვიდა თბილისი ქუჩაში თანამოქალაქის მკვლელობის გამო? შეაწუხა ვინმემ თუნდაც აგრესიული სკანდირებით აზერბაიჯანის ელჩი? საქართველოში მოხდა ეგ? -
ვეფხვი თურქეთის ქურთებით დასახლებული რეგიონი ჯერ ერთი რომ არასტაბილურია და მეორეც ის რომ სხვა მიზნებისთვის ჭირდება აშშ-ს. პლუს გამოუდეგარი რელიეფი და ჰაერში გასაჭIმად გამზადებული ტრუბები : )))))) სომხეთი კი ამ მხრივ უპრობლემოა .. მაგრამ, რადგან გინდა თუ არა არ მჯერაო მაი ამბავისო ამბობ და მაშვინ რაღა აზრი აქვს დამატებითი არგუმენტების მოყვანას .. ხოდა იმედზე ხო არ დავრეკო მამენტ სამსახურის ამბავში მოსკოვის ბიუროს შეფის კანდიდატურა შემომთავაზოს და ვიფიქრებ .. 5 წუთი და მაგარი ვიკაიფებ სამ მხიარულ ასოზე რომ გაუშვებ მაგ სირბანჯოებს : )))) უკაცრავად ლირიკული გადახვევისთვის და მამენტ თემას რომ დაუბრუნდეთ ვიტყვი, რომ კარგი იქნება თუ ჩემი თეორია მცდარია და ყველაფერი უფრო კარგად იქნება ვიდრე ახლო მომავალზე გათვლილ ჩემ პროგნოზებშია .. იტოგში მოვკალათდეთ სავარძლებში, დავითრიოთ პოპკორნი და კოლა და უყუროთ გეოპოლიტიკურ თრილერს პო კლიჩკე "მე ვიცი რა გააკეთა ჰუსეინოვიჩმა 2010-2012 წლბში" ..
-
ვეფხვი როგორ? პრობლემა რელიეფია და ქურთთა მუშათა პარტია : ))) სხვაზე რომ არაფერი ვთქვა .. რუქას დახედე მაინც რამე რომ იყოს : ))) შენ თუ ფიქრობ რომ ვაშინგტონს ავღანეთში 120 000 ჯარისკაცი მზის აბაზანების მისაღებად და ყაყაჩოს ყანების სადარაჯოდ ყავთ გაგზავნილი მაშინ რავიცი რავიცი : ))) თუ არა და ავღანეთი ირანის საზღვარს დახედე .. თალიბები და ალ ქაიდა არ ახსენო კიდო : ))) მაგ სასტავს-ლეგენდას, თვალის ჩინივით უფრთხილდება დასავლეთი-ვაშინგტონი-ნატო, მაყუთსაც კი აძლევენ (იტალიური კონტინგენტის მაგალითი), რომ შემთხვევით ძალიან ბევრი არ მოუვიდეთ და მუჯაჰედებზე სროლაში ვარჯიშმა, ირნის საზღვრებთან მრავალათასიანი კონტინგენტის არსებობის მიზეზი არ დააკარგინოს თეთრ სახლს : ))) ისე კი ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხე რაც დავწერე? თუ დაგეზარა ეგ არაფერი.. მთავარია რომ ბევრი ისეთი წვრილმანი დაიდოს!
-
babuagiorgi რაც ჩვენ გვიჩხუბია გვიკამათია ბაბუგიორგი რავიცი მამენტ მაგრამ ნერვი არ შეგიტოკია და ეხლა რაცხა ნერვებს აყევი ვგონებ ... მესმის რომ უიმედობა და პესიმისტური ნოტები არ განებებენ თავს, მაგრამ რას იზავ, ყველა მასე ვართ ან ბევრი მაინც .. უკეთესი საქართველო გვინდა და მე და შენ მაინც ამ უკეთეს საქართველოში დაბრუნება, მაგრამ რეალობა ისეთია როგორიც არის .. ფესვები გამახსენდა კინო ... რაღაც ხანდახან გამკრავს ხოლმე, რომ ასე ემიგრანტობაში მომიწევს ცხოვრება აწ და უკანასკნელ გზაზე წასვლამდე, მაგრამ იმედის დაკარგვა არ ღირს მაინც .. ცხოვრებამ რომ ხიბლი არ დაკარგოს .. ვეჩნი ტასკაში ჩემმა მტერმა იცხოვროს მაგის დედაც ... ღმერთი შენსკენ და მაგრათ .. ფორუმებს კიდო ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებ .. თავისუფალი დროის მოსაკლავი და საჩათაო ინსტრუმენტია მე რომ მკითხო და მეტი განსაკუთრებული არც არაფერი ...
-
ანალგინ შენს მიერ დასმულ კითხვებსაც გავცემ აგერ პასუხს ... kisa რატომ იქნება ომი კისა და იმიტომ რომ ვაშინგტონს ჰაერივით ჭირდება სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა რომ ირანის ოკუპირების შემდეგ მილსადენებმა ირანიდან სომხეთის და სომხეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიებზე გაიაროს .. სხვა გზა აშშ-ს არ აქვს რადგან დღეის მდგომარეობით აშშ-ის ნავთობითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მომარაგება ინდოეთის ოკეანის გავლით ხდება ძირითადად რაც 15-20 წელიწადში შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი გახდება. რატომ? იმიტომ, რომ მაგ დროისთვის ჩინეთს ავიამზიდების ფლოტი ეყოლება და შრილანკაზე და ინდეოთის ოკეანის სხვა რეგიონებში განთავსებული სამხედრო საზღვაო ბაზების მეშვეობით პეკინი ინდოეთის ოკეანეზე დომინირებას შეძლებს .. გასაგებია რომ ვაშინგტონს არ აწყობს ჩინეთის კონტროლს ქვეშ მყოფი რეგიონიდან მარაგდებოდეს და ამდენად სხვა გზებს ეძებს .. ერთ ერთი ასეთი გზა ირანი-სომხეთი-სომხეთის მიერ ოკუპირებული სამცხე ჯავახეთი-ჯეიჰანი (თურქეთი) იქნება ... რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მიზეზის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მილსადენების ირანიდან პირდაპირ თურქეთში შეყვანა ... შეიძლება იკითხო რატომ მაინც და მაინც მილსადენით უნდა მოხდეს ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება როცა სპარსეთის ყურითაც თითქოს შეიძლება სუპერტანკერებით ენერგორესურსების სუეცის არხის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის გავლით ანდა აფრიკის კონტინენტის შემოვლითა და ათლანტიკაში გადასვლით ტრანსპორტირება და გეტყვი რომ ორივე გზა იქნება გამოყენებული და მაინც აუცილებელი გახდება მილსადენები, რადგან ირანის ჩრდილოეთით, კონტინენტალურ ნაწილში და კასპიის ზღვის შელფზე მდებარე საბადოების დამუშავებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება დაჭირდება ყველა ვარიანტში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე "ტრუბებსაც" აუცილებლად გაატარებენ ... მით უმეტეს რომ აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არა სპარსული წარმოშობის ხალხები ცხოვრობენ კომპაქტურად და შესაბამისად ირანის ოკუპირების შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება საკონტროლოდ ვიდრე ისლამური რესპუბლიკის დანარჩენი ტერტორია .. მოკლედ რთული თემაა და ერთ პოსტში არ დაიწერება, მაგრამ აუცილებლად პასუხგასაცემია კიდევ ერთი და ალბათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კითხვა თუ რატომ უნდა მოხდეს სომხეთის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია როცა საქართველოსაც შეუძლია ენერგოპროექტებში მონაწილეობის მიღება? პასუხი კი იმაში მდგომარეობს რომ სომხეთის ჩართვას ენერგოპროექტებში ეწინააღმდეგება ანკარა და ბაქო, რადგან ღრმა ისტორიულ წიაღსვლებს რომ თავი გავანებოთ, სომხეთს დღემდე აქვს ოკუპირებული, როგორც მთიანი ყარაბახი, აგრეთვე აზერბაიჯანის 6 სხვა რაიონი ... ანუ სომხეთს მოუწევს ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება რადგან დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისთვის ანკარა და ბაქო სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორები არიან. რატომ? იმიტომ, რომ ვაშინგტონს საკუთარ გეოპლიტიკურ კალათაში ჭირდება როგორც თურქეთი ასევე აზერბაიჯანი და არა მარტო იმის გამო, რომ თურქეთი რეგიონის ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა, არამედ იმიტომაც, რომ ზემოთ ხსენებულ ირანის ჩრდილოეთით ძირითადად სწორედ რომ თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ კომპაკტურად ... ამერიკელებს კი ბაქოსა და ანკარას "პროცესში" ჩართვით მნიშვნელოვნად გაუადვილდება აღნიშნულ ენერგორესურსებით უკიდურესად მდიდარ რეგიონზე კონტროლის დაწესება .. მოკლედ სომხეთი ტერიტორიებს დაუბრუნებს აზერბაიჯანს. როგორ გააკეთებენ ამას, ეს ტექნიკის ამბავია, ან ომს გაითამაშებენ ან პოლიტიკური გზით ან კიდევ რამეს მოიფიქრებენ. სამაგიეროთ სომხეთი რას იღებს? ანუ რატო უნდა დათანხმდეს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას? ერთადერთი რამ რაც ერევანს ამის გაკეთებაზე დააფიქრებს შავ ზღვაზე გასასვლელია .. ანუ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების სანაცვლოდ სამცხე ჯავახეთის და აჭარის ოკუპირება .. როგორ განახორციეებს ერევანი ამას? სცენარი ბევრი შეიძლება შემუშავდეს, მაგრამ მაგალითისთვის ერთს მოვიყვან ... --- სიტყვაზე ვთქვათ და ცხინვალის რეგიონში მოულოდნელად იძაბება ვითარება .. კლავენ კოკოითს ან ვინმე მაგდაგვარს ან მხარეებს შორის ცეცხლი ინტენსიურად იხსნება, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს საქართველოს და რუსეთის არმია შედის ე.წ. ბუფერულ ზონაში, სამეგრელოში და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონში, ყაზბეგი და ახმეტა მაგალითად ... შესაბამისად მოვლენების ამგვარი განვითარეის პირობებში რუსეთი ავტომატურად იკავებს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალებს, ფოთის პორტს .. ამ პროცესში მთლიანად ან მნიშვნელოვნად მიზანმიმართულად განადგურდება სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რაც საქართველოზე სატრანზიტო ტვირთების გავლას ხანგრძლივი დროის მანძილზე გახდის შეუძლებელს .. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციიდან რამდენიმე დღეში ოფიციალური ერევანი გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამო ის იძულებულია შევიდეს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში რათა გაჭრას ე.წ. "სიცოცხლის გზა" და გადაარჩინოს სომხეთის მოსახლეობა ბლოკადისგან .. სომხეთის საჯარისო ფორმირებები სავარაუდოთ რუსეთის 58-ე არმიის დახმარებით შედიიან სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში სადაც სიტყვაზე ამ დროისთვის, დრო კი სავარაუდოდ ზაფხული იქნება, ათიათასობით სომეხი დამსვენებელი იქნება თავმოყრილი და მათი დაცვა, "სიცოცხლის გზასთან" ერთად სომხეთის აგრესიის გამართლების ერთ ერთი მიზეზი გახდება ... ამასობაში რუსეთის სპეც სამსახურების სპეც-დანიშნულების რაზმები მიაგნებენ და გაანადგურებენ სააკაშვილს და საქართველოში იწყება იმენნოი აპოკალიპსი ... აპოკალიფსი ქართულად ოღონდ .. რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა ალასანია დასვან ახალ ბელადად იანკებმა და მანაც, როგორც "უცოდველმა კრავმა" იმის შენარჩუნება განვითარებაზე დაიწყოს საუბარი რაც იმ დროისთვის იქნება დარჩენილი საქართველოსგან. და ამით და ასე დასრულდება ბატონებო იმ საქართველოს ისტორია რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ ... შეიძლება დაისვას კითხვა თუ როდისთვის შეიძლება ველოდეთ ვითარების ესკალაციას? როდისთვის და დღეიდან 2012 წლის ჩათვით ... სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ანუ .. პლუს ამას ვაშინგტონსაც ეჩქარება, რადგან ერაყსა და ავღანეთში მრავალათასიანი კონტინგენტების დისლოცირება, როგორც ხარჯდათ არის დაკავშირებული ასევე არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებასთან რადგან მუდმივი როტაციების მიუხედავად აშშ-ის არმია გადაღლილია და გადატვირთული, ომის მუდმივი მოლოდინი კი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაზე მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებს .. ესეც არ იყოს და ირანიც ემზადება და პირდაპირი გაგებით დღითიდღე აძლიერებს საკუთარ თავდაცვისუნარიონობას, რაც არა მომაკვდინებელი მაგრამ უკიდურესად სერიოზული პრობლემაა აშშ-ისთვის ... ეგ არის რომ ირანზე იერიშსს ვაშინგტონი ბირთვული იარაღით მიიტანს, რადგან მანამდე CIA 3-5 კილოტონიან ე.წ. ჭუჭყიან ბომბს (შედარებით მცირე სიძლიერის ატომური ბომბი) ააფეთქებს საკუთარ ტერიტორიაზე, ნიუ-იორკში სადმე მანჰეტენზე მაგალითად და დასავლეთის სამყაროსაც პრაქტიკულად მყისიერად შეამზადებს, როგორც საკუთარი სამხედრო შენაერთების მოსალოდნელი მრავარიცხოვანი დანაკარგებისთვის ("ვიეტნამის პონტი" რომ არ დაემართოთ ), ასევე რადიკალურ ისლამთან ხანგრძლივი ომისთვის. ეს კი პრინციპში სპარსეთის როგორც ისტორიული ფენომენის დასასრულის დასაწყისიც გახდება ... ნაუცბათევად ასე დავწერე მოკლედ .. ვისაც დეტალები გაინტერესებთ შედით ჩემ ბლოგზე და ანალიტიკურ მასალებს გადახედეთ ... ისე კი დავიღალე ამ ყველაფერზე წერითა და ლაპარაკით .. მაინც არავის უნდა საფრთხის დანახვა ...
-
აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ქართველი მოზარდი მოკლა
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საზოგადოების მიერ პროტესტის გამოთქმა და საპროტესტო აქციის გამართვა როდის აქეთ გახდა ისტერია? იმან იძიოს საქმე ვისაც გამოძიება ეხება, საზოგადოებამ კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააფიქსიროს აღშფოთება თუ მართლა აღშფოთებლია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და ისიც მაქსიმალურად მწვავე ფორმით .. Saturn პრინციპში დავაზუსტე მაგრამ მეეჭვება ადამიანი იქ საელჩოს შენობის ან პერსონალის გასანადგურებლად მივიდეს .. თუ საერთოდ მივიდა ვინმე ... რაზეა ბურდღუნი, კორექულობას ორივე ხელით მივესალმები მამენტ : )) ისე კი ძალიანაც არ გაგიტაცოს ეჭვებმა : )))