-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
ერთი რა მკვირას და ფორუმ ჯიზე ან პრესა ჯიზე რამ გაახსენათ ჩემი თავი ხო არ იცით ვინმემ? ახრინეტ მაგის დედა ვატირე .. არადა ნიკი დამიბანეს რომ რამე მივწერო მაგ სირბანჯოებს ... ლიჟბი ვინმე ლანძღონ და კიდიათ ყველაფერი მაგ ფარჩაკებს ...
-
kisa ამ დროს ტყეში თუ ვინმე იჯდა ეს რუსეთის სპეც-სამსახურების წარმომაგენელი იქნებოდა .. ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს ... და დააბრალებენ ყველაფერს ქართულ სპეც-სამსახურებს ... ნოკლედ შეიძლება ვერ უშვებთ ესეთ რამეს მაგრამ უარესები გაუკეთებიათ დამიჯერე ... თან ეს ოპერაცია თუ მართლა ასეთთან გვაქვს საქმე აშშ-ის ბრიტანეთისა და რუსეთის სპეც სამსახურების მიერ განხორციელდა რაც ნიშნავს იმას რომ დაგეგმილის ბოლომდე მიყვანას 99% გარანტირებულად შეძლებენ ... იმედია საქართველოს არ ახსენებენ მოკლედ ... თვითმფრინავის უბედურ შემთხვევაში დაღუპვის უბრალოდ არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ ...
-
lasha_alo ღმერთმა ქნას ვაზვიადებდე .. ერთი ეგ არის რომ მოსკოვის ტერაქტების დროს ერთ-ერთ მოსაუბრეს რომელიც ამ ტერაქტებში ფსბ-ს მონაწილეობაზე საუბრბდა უთხარი რომ თუ რუსეთის სპეც-სამსახურების ხელი რამენაირად ურევია ამ ფაქტში და მაშინ სადმე ვინმე აუცილებლად საქართველოს ახსენებს მეთქი და 48 საათში რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ტერაქტებთან დაკავშირებით შესაძლო ქართული კვალი ახსენა .. იტოგში ერთხელ შეიძლება გაარტყა ადამიანმა, ორჯერ, 5-ჯერ მაგრამ არ შეიძლება 70% შემთხვევით გაარტყა ხოოლმე ასეთ თემებში ... ხოდა ხანდახან მეც საკუთარი ფიქრები მაშინებს პონტში ... სულ ეგ არის ...
-
Marta1 ეხლა როგორც ამბობენ მეორე წრეზე ჩამოვარდაო მაგრამ ოთხი წრეც რომ გაეკეთებინა ერთადერთი ახსნა სწორედ ეგ არის რომ რთული მეტეოპირობების გამო სტრელით დამიზნება ვერ შეძლეს .. მე ეგ ვიფიქრე ყოველ შემთხვევაში ... გაუმარჯოს მარტას ... გიორგი68 ვშიშობ რომ სადღაც დაახლოებით ეგეთი სიტუაცია არ გამოვიდეს ... ჭიქით ხელში რომ ყველა პატრიოტია ეგ მაშინებს ზუსტად ... გაუმარჯოს
-
Lo Janko მადლობა მოკითხვისთვის, ჩვენსკენ მშვიდობაა .. არალეგალები ვართ მამენტ და საკაიფოდ ვართ თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველა კარგად მყავს ... მთავარი ეგ არის ... ამ დღეებში თუ მოხერხდა ღია წერილს გამოვაქვეყნებ მედვედევის სახელზე და გარტყმა თუ არა გაკაწვრა მაინც გამოვიდეს იქნებ ამ უგზო უკვლოდ "ჰუმანური" ქვეყნის ხელმძღვანელობის .. ისე კი ასე ზღაპრები ეგონათ აგვისტოშიც ომის დაწყებას და რუსების მიერ გორის დაკავებაზე რომ ვსაუბრობდი მაგრამ როგორი ზღაპარი გამოვიდა დღეს უკვე ყველამ ვიცით ... იტოგში არ ვიცი მამენტ ... თუ რაცხას ვაზვიადებ ხო კარგი თუ არა და რაღაცა უნდა გაკეთდეს აუცილებლად ..
-
lasha_alo არ ვხუმრობ ლაშა ... მართლა ვშიშობ რომ ეს ნაგიჟრები საქართველოს შემოუბრუნებენ ამ თემას .. რუსეთთან და სომხეთთან ომში პრაქტიკულად დარწმუნებლი ვარ ... ეგ არის ამ ომის ზუსტი თარიღი არ ვიცი მხლოდ ... იმედია ქართული სპეც სამსახურები დრო და დრო მაინც აანალიზებენ ინტერნეტში გასულ ინფორმაციას და პრევენციის მიზნით მაინც შეეცდებიან ჩემი მოსაზრებების გადამოწმებას ... სიტყვაზე დამიჯერონ მაგ ჩემისებმა და გადაამოწმონ თუ ამის რესურსი აქვთ ... რავიცი მამენტ ... ქვეყანამ გამტისკა მაგრამ სამშობლო ხო მაინც ჩემია და მენანება ტო ამ ბოზისგაზრდილების საჯიჯგნად ...
-
maka როგორ ხარ მაკა? ღმერთი თქვენსკენ ხალხო .. მენატრება ხოლმე დრო და დრო ძველი პოლიტფორუმული ჭორაობები : ))))) ეხლა რაცხა ვეღარც პოლიტფორუმს ვცნობ და ვეღარც იქაურ სიტუაციას ...
-
kisa კაი გამარჯობა კისა .. რადგან კითხვა გეუცხოა და ფორუმ გეზე დაპოსტილს გადმოვპოსტავ ახლიდან რომ არ ვწერო ... რაღაც არ მომწონს ეგ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი ... ძალიან არ მომწონს და მაგიტომ არის რომ კითხვებს ვსვავ .. --------------------- პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი რომ გაუმართაობის გამო არ ჩამოვარდებოდა ხო არ არის საკამათო? გინდა ტუ-154 იყოს და გინდა ან-2 ასე რომ ცოტა უფრო სერიოზუად შევხედოთ სიტუაციას ... პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს პრეზიდენტის ავიაჯგუფის პილოტები მართავდნენ, დიდი ალბათობით სამხედრო მფრინაევბი, რაც მათ კვალიფიკაციას ეჭვ ქვეშ ვეაფრით ვერ დააყენებს და შესაბამისად ფაქტიურად გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს .. აქვე უნდა ითქვას რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სამხედრო აეროდრომზე უნდა დამჯდარიყო რაც ნიშნავს იმასაც, რომ რადიოლოკაციური სადგურებით გადატენილ ტერიტორიაზე ნისლი კი არა არმაგედონი რომ დაწყებულიყო მფრინავები მაინც დასვავდნენ აპარატს, ამისთვის დისპიჩერის მიერ მიცემული კოორდინატებიც საკმარისი იქნებოდა ... არ არის აუცილებელი მფრინავი ვიზუალად ხდავდეს ასაფრენ დასაფრენ ბილიკს, 21 საუკუნეა ბოლო ბოლო ... ასე და ამგვარად და ბევრი რომ არ გავატრაკო, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ნაუცბათევზე გაჟღერებული ვერსიები 1. ადამიანური ფაქტორი, 2. ტექნიკური გაუმართაობა, 3. მეტეო პირობები, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს .. ანუ რჩება რა? დიახ .. თვითმფრინავის ჩამოგდება ... იტოგში კიდევ ერთხელ მომისმინეთ ... რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მეტროში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით გაკეტებულ განცხადებაში, რუსეთი უშიშროების სამჭოს წარმომადგენელმა (ხელმძღვანელა თუ სწორედ მახსოვს) საქართველოს კვალზე ისაუბრა, ეს ინფორმაცია რუსულ მედიაში დიდად არ გახმაუდა თუმცა ევრონიუსით და სხვა საერთაშორისო არხებით 24-საათის განმავლობაში ტრიალებდა ... მოსკოვი და ვაშინგტონი მეგობრებო (და არა მარტო) საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს სრულ დისკრიდიტირებას და ტერორისტული ქვეყნის (ტერორიზმის ხელშეწყობა და სხვა ათასი სიბინძურე) მანტიაში გახვევას ცდილობს ... რატომ? ვგონებ გასაგები უნდა იყოს პასუხი ბევრისთვის და მაინც ვიტყვი რომ მიზეზი მარტივია ... ვაშინგტონს ირანზე თავდასხმის დაწყებამდე ჭირდება სომხეთის "გაბედნიერება" რათა ირანული ენერგომატარებლების დასავლეთისკენ ტრანსპორტირება სომხეთის და კონკრეტულად ერევნის (იგივე მოსკოვი და ვაშინგტონი) მიერ ოკუპირებული-კონტროლირებული (საუბარია სამცხე-ჯავახეთზე და აჭარაზე ) ტერიტორიებით მოხდეს .. სომხეთის "გაბედნიერებას" აზერბაიჯანის უბედურების ხარჯზე თეთრი სახლი ვერ ახერხებს, რადგან მას (თეთრ სახლს) კასპიის ზღვის ფსკერიც ჭირდება (აზერბაიჯანული ენერგომატარებლები და პოლიტიკური ბერკეტები მთლანად კასპიის ზღვის რეგიონში) ასე რომ უახლოეს მომავალში იმიტაციური ომით აზერბაიანი დაიბრუნეს სომხეთის მიერ ოკპირებლ ტერიტორიებს, სომხეთი კი სანაცვლოდ მიიღებს შავ ზღვაზე გასასვლეს, საქართველოს ხარჯზე ... ასე ფიქრობენ და გეგმავენ ვაშინგტონში და ვაშინგტონის მარიონეტ მოსკოვში .. პრინციპში ამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ კიდეც ... მაგრამ თემამ შორს რომ არ წაგვიყვანოს კაჩინსკის და თვითმფრინავს დაუბრუნდები, რამეთუ არ გამოვრიცხავ კი არა და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ რომ უახლოესი დღეების განმავლობაში რუსეთის სპეც სამსახურები კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდებაში ქართულ სპეც სამსახურებს დაადანაშაულებენ ... თვითმფრინავის კატასტროის მიდამოებში აღმოაჩენენ პორტატიულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს სტრელა-ს ან იგლას-ს და ვინ იცის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფიც აჩვენონ ყველა ტელეარხით, რომელთაც არ გაუჭირდებათ საქართველოს სპეც-სამსახურების თანამშრომლებად საკუთარი თავის დამაჯერებლად გასაღება ... იტოგში კაჩინსკის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ვფიქრობ დიდია ალბათობა იმისა რომ გამოძიებამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მის განხორციელებაშI საქართველოს სპეც-სამსახურები დაადანაშაულოს ... ანუ დიდია ალბათობა იმისა რომ ან მიმდინარე წლის გაზაფხული საფხულის პერიოდში ან მომდევნო წლის ანალოგიურ მნაკვეთშI საქართველოს დეზინტეგრაციის მორიგ ეტაპზე გადავიდეს ვაშინგტონი და მისი მარიონეტი პუტინ-მედვედევის რეჟიმი ... ტერორიზმში ბრალდებულ-მხილებულ ქვეყანაზე თავდასხმა და მისი დაშლა დაქუცმაცება რომ დასავლეთში და საერთოდ მსოფლიო თანამეგობრობაში ადვილად გასასაღებელი თემაა ალბათ მეთანხმებით ... და მეთანხმებით იმაშIც რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩემს მიერ გაკეთებული პატარა მიმოხილვა თავად ვერ უძლებს კრიტიკას და მამენტ შორს ვარ რეალობისგან, მაგრამ თუ რასაც ვფიქრობ, სადღაც დაახლოებით მაინც არის სიმართლის მიდამოებში თავად განსაზღვრეთ რა მასშტაბის კატასტროფა ემუქრება საქართველოს მოსახლეობას და თავად საქართველოს როგორც სახელმწიფოს ... P.S. აღნიშნული ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაციის გაგონების თანავე მეხსიერებაში სააკაშვილი-კაჩინსკის ცხინვალის რეგიონთან დატრიალებული ინცინდენტი ამოტივტივდა ... ეს ისე, როგორც დეტალი ... ----------------- სიმართლე ვთქვა ვშიშობ რომ საქართველოს შემოუბრუნებენ ამ თემას რადგან სხვა ვერსიას იმისა თუ რაში შეიძლება დასჭირვებოდათ დასავლეთისა და რუსეთის ძირითად სპეც-სამსახურებს ასეთი დონის სპეც ოპერაციის განხორციელება ვერ ვხედავ ...
-
კაი გამარჯობათ პლანეტელებო ... და ერთი ასეთი კითხვა მაქვს ... რამე რომ იყოს და პოლონეთის ბორტი ნომერი ერთის ჩამოგდებაში რუსეთისა და პოლონეთის საგამოძიებო კომისიებმა საქართველო დაადანაშაულონ მზად ხართ იმ შედეგებისთვის რაც მოვლენების ამგვარ განვითაებას შეიძლება მოყვეს? ანუ მზად ხართ ტოტალური ომისთვის? სიმართლე გითხრათ დავიღალე იმაზე წერით რომ საქართველოს ორ ფრონტზე (რუსეთი-სომხეთი) მოუწევს ომი მაგრამ "გაფრთხილებული ხარ მომზადებული ხარ" პრინციპის ამბავში კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ომის თემით .... ან იქნებ მე ვაზვიადებ რამეს და არანაირი ომი არანაირ რუსეთთან და სომხეთთან არ იქნება ... თუ მასე ფიქრობთ ეგეც თქვით ბატონო ... ისე კი მხნეობას უხმეთ ... ვგონებ ძალიან რთული დროები უდგება საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას ....
-
კონფედერაცია სამოქალაქო ომის დასრულებისა და ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის ვფიქრობ ყველაზე რეალური შესაძლებლობაა, მაგრამ არც აფხაზეთი, არც ოსეთი და არც დანარჩენი საქართველო კონფედერაციისთვის მზად არ არის .. სამწუხაროდ ამ თემაზე არავინ ან თითქმის არავინ არ მუშაობს ..
-
************************* ქართული საზოგადოება რომ ღრმა მენტალურ კრიზისშია ამის მაგალითია ის რაც დღეს მთაწმინდის პანთეონში ხდება ... იქნებ იმაზე ღირდეს დაფიქრება ამ კრიზისში რატომ აღმოჩნდა და რა ღირებულებები დომინირებს საზოგადოებაში მინიმუმ ბოლო 20 წელი ...
-
............ საქართველო აღარ არსებობს მგონი ...
-
რამ გამოაშტერა ეგ ხალხი?
-
მიზეზი ის არის რომ ქართული საზოგადოება ძალიან შორს არის სამოქალაქო საზოგადოებისგან, ანუ "человек человеку волк" პრონციპით მოქმედებს პრაქტიკულად ყველა და სხვა ადამიანის პრობლემა არავის, ან თითქმის არავის არ ადარდებს. ეს კი თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების შესაძლებლობას არ აძლევს საზოგადოებას და შესაბამისად საზოგადოება ვერც იმაში ყალიბდება თუ რა არის კარგი, რა ცუდი, რომელი გზა არის მისაღები, რომელი არა და ასე შემდეგ მოკლედ .. ამ ყველაფრის გამო ხდება ის რაც ხდება და ასე გაგრძელდება ვიდრე ადამიანები სიტყვაზე მარტო არ იქნებიან ადამიანები და საქმითაც გაამყარებენ ამ ბუნებით ბოძებულ განაცხადს .. ისე კი ლიბერალურ მემარცხენეობას ალტერნატივა არ აქვს მე რომ მკითხოს ადამიანმა .. ეგ არის ქართული საზოგადოება არანაირი იდეოლოგიისთვის არ არის დღეს მზად და ვერც იქნება ვიდრე ზემოთ აღნიშნულ საკითხებში არ მოხდება გარღვევა..
-
ფაქტია რუსეთი თეთრი სახლის საქმეს აკეთებს თან როგორც წესი ბინძურს .. ავღანეთშიც მალე გააგზავნის მოსკოვი სამხედრო კონტინგენტს და სახმელეთო ოპერაციებშიც დაიწყებს მონაწილეპობას (ამ ეტაპზე მხოლოდ რუსი მფრინავები იღებენ ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას), ირანის წინააღმდეგ სანქციებსაც დაუჭერს მხარს და სამხრეთ კავკასიასაც ააფეთქებს რომ აშშ-ისთვის მისაღები (ირანი-სომხეთი-თურქეთი, შუა აზზია-ირანი-სომხეთი-თურქეთი, აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი, შუა აზია-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი) ენერგო მარშრუტები შექიმნას და ამოქმედდეს .. ჩემი აზრით რუსეთი ვაშინგტონიდან იმართება .. სხვა შემთხვევაში მაგალითისთვის საზენიტო კომლექსებით და სხვა სამხედრო ტექნიკით გატენიდა ირანს მაგრამ ამას არ აკეთებს .. აშშ-ის მიერ თაივანის იარაღით მომარაგებას დაგმობდა, ავღანეთში სამხედრო ტვირთების რუსეთის ტერიტორიის გავლით გადაზიდვის უფლებას არ მისცემდა თეთრ სახლს და ასე შემდეგ ... რას გაიგებ მოკლედ ..
-
newstudio ერთი თუ რამეს ვხვდები დეპრეს იმას, რომ რაც მე ვიცი ან რაც შეიძლება გავიგო ზღვაში წვეთიც არ არის ინფორმაციის იმ მოცულობასთან რომლის ცოდნაც საჭიროა თუ გინდა რომ მართლა იცოდე რამე .. ამ ყველაფრში თუ რამე ასწორებს ალბათ ის რომ საკუთარ თავზე სიცილის უნარი და შესაბამისად ცხოვრების ხალისი არ დავკარგე თორე მართლა მაგარი ტასკა იქნებოდა წუთისოფელი : ))) ტყვილა არ უთქვავთ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო ..
-
ჭანო ჯერ ჯერობით ვერ გავცდი დიად ღრუსეთს
-
http://itngeorgia.wordpress.com/2010/02/16...83%9D%E1%83%A0/ ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია აქტიურად ცდილობს რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის რამდენიმე სეგმენტის (რადიოლოკაციური სადგური, გზაგადამჭრელი რაკეტები) განთავსების შესახებ ინფორმაციის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას .. როგორც ჩანს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მითოლოგიურ დაპირისპირებას საწვავი შემოაკლდა და კრემლმა და თეთრმა სახლმა რეაგირება არ დააყოვნეს .. ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ანუ არ არსებობს რეალური კონფლიქტი ორ “ზესახელმწიფოს” შორის და არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის .. თუ რამე ნამდვილად არსებობს, ეს მხოლოდ დასავლეთის (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მასთან დაახლოებული ქვეყნების) მიერ საკუთარ ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე) გათვლილი გეოპოლიტიკური “თამაშია” (ინტერესი), რომლის წესებსაც ემორჩილება პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი, მათ შორის რუსეთიც .. სიტყვა პრაქტიკულის ხაზგასმა შემთხვევითი არ არის, რადგან თანამედროვე სამყაროში არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები, პირობითად რომ ვთქვა “აბსოლიტური” სუვერენიტეტის ოაზისები, რომელთა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს პირველ რიგში სწორედ დასავლეთი უქმნის საფრთხეს და რომელთა ნეიტრალიზებაც დასავლეთის ძირითადი ამოცანა იქნება მომდევნო 15-25 წელი .. რათქმაუნდა ვსაუბრობ თანამედროვე “აზიურ ვეფხვზე” (ჩინეთი), რომელიც უკვე დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და ექსპერტული გათვლებით 2025-2035 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება. ჩინეთის თემას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, ამ ეტაპზე კი ვგონებ უმჯობესია რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირებას დაუბრუნდე და ის არგუმენტები წარმოვადგინო, რომელთა მეშვეობითაც ამ ორ ქვეყანას (და მათ მოკავშირეებს) გლობალურ აფიორაში ვადანაშაულებ … არგუმენტები კი მრავლად დაგროვდა .. დაწყებული რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის გერმანიაში მუშაობის პერიოდით (ვლადიმერ პუტინი კგბ-ს საკმაოდ “წარუმატებელი” ოფიცერი გახლდათ, 1985-90 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სავარაუდოდ სწორედ იქ მოხდა მისი “ვერბოვკა” დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ, რასაც თავის მხრივ მოყვა ამ სპეც-სამსახურების (CIA-MI-6 ) ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით პუტინის ეტაპობრივი დაწინაურება რუსეთის პოლიტიკურ იერარქიაში, პრეზიდენტის თანამდებობამდე) და დამთავრებული რუსეთ ამერიკას შორის ირანის წინააღმდეგ გადადგმული ბოლო დროინდელი ერთობლივი ნაბიჯებით .. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად .. მოკლედ რაც თავი მახსოვს მუდმივად რუსეთსა (დასავლეთში საბჭოთა კავშირსაც რუსეთად მოიხსენიებდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზეა საუბრი, გნებავთ საზოგადოებაში, გნებავთ მედიასივრცეში და გნებავთ პოლიტიკურ წრეებში.. ეს საუბრები იმდენად მომაბეზრებელია, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიას, შინაარსსა და რაობას გადავხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაპირისპირების იმიტაცია, რომელიც პერიოდულად საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს თუმცა არასდროს გადადის დასავლეთისთვის, კერძოდ კი ვაშინგტონისთვისა და ლონდინისთვის სახიფათო ფაზაში .. როგორ ან რატომ? მოგახსენებთ ……….. მოდი 90-იანი წლებით დავწყოთ, ანუ რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდით .. ალბათ არავისთვის საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ელცინის დროინდელი რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაპსს აშშ-ის (დასავლეთის) დახმარებით გადაურჩა .. ვაშინგტონმა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი და ირიბი ფინანსური დახმარებებისა და ინვესტიციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკას რეანიმირების შესაძლებლობა მისცა, ხოლო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის შანსი .. საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე, რომელიც რუსეთმა 90-იანი წლებიდან დღემდე მიიღო და ალბათ კიდევ მიირებს.. თითქოს ძნელია იმის დაშვება, რომ დასავლეთმა რუსეთი დაშლას გადაარჩინა, მით უმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღემდე აღიქვავს დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ დამოუკიდებელ “პოლუსად” .. ჩემი დაკვირვებით იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების მინიმუმ ერთი ნაწილი თვლის, რომ ჩეჩნეთისა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკლასიის ტერიტორიაზე მიმდინარე სეპარატისტული მოძრაობა დასავლეთის მიერ იყო იმთავითვე ინსპირირებული და ჩეჩნეთის ომის დროს მეამბოხე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსური ნაკადებისა და ცოცხალი ძალის “იმპორტიც” დასავლეთის სპეც-სამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდებოდა. გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში რათქმაუნდა არის, თუმცა ეს სიმართლე დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია და დასავლეთის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმართებაში ინსტალირებული გეოპოლიტიკური მოზაიკის წყობას არანაირად ეწინააღმდეგება … ვგულისმობ იმას, რომ …….. 1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ფაქტიურად პირწმინდათ გაძარცვა რუსეთი (სხვა და სხვა მონაცემებით 90-იან წლებში რუსეთიდან დასავლეთის ბაკნებში მინიმუმ 300-500 მილიარდი დოლარი შევიდა), შემდეგ კი ისევ რუსეთიდან მიღებული ფულით მოახდინა ამ ქვეყნის (რუსეთის) ეკონომიკის რეანიმირება, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მოსყიდვა და წამყვან პოზიციებზე საკუთარი გავლენისა და შტატიანი აგენტების ანუ საკუთარი კადრებისა და ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე გათვლილი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი იმპლემენტაცია .. (მაგალითისთვის ალბათ ისიც კმარა რომ დასავლეთმა ელცინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება, პარლამენტის სრული იგნორირება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლის (თეთრი სახლი) ტანკებით დაცხრილვის ფაქტი დემოკრატიის ზეიმად შერაცფხა. (თავად მართავდა ელცინს დასავლეთი და სხვაგვარ შეფასებას ამ მოვლენებს ალბათ ვერც მისცემდა)) 2. ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის კოლონიზირებით და ამ კოლოონიის ერთიანობის შენარჩუნებით, მინიმუმ დროში 30-50 წლით გადადო ჩინეთის მიერ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესაძლო მცოცავი ან პირდაპირი ანექსია .. პლუს ამას დასავლეთმა შეინარჩუნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბუნბრივ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, მადნეული, ქვანახშირი, ხე-ტყე, მტკნარი წყალი და სხვა .. ) ირიბი კონტროლი .. 3. ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის წახალისებითა და ფარული მხარდაჭერით “დაასაქმა” ფაქტიურად დაშლის ზღვარზე მყოფი რუსეთის არმია და “ცივი ომის” წაგების ფაქტთან ვერ შეგუებული რუსული გენერალიტეტი, რომელიც რომ არა ჩეჩნეთის ომი ღმერთმა იცის სად და რა ვითარებაში გამოიყენებდა სამხედრო ძალას .. 4. 5. 6. 7. 8. 2008 წლის აგვისტოს ომი. აშშ-ის მიერ მართულმა სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და კონფლიქტის ზონაში (რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში პასპორტების უკანონოდ გაცემის შედეგად) მცხოვრებ და დისლოცირებულ რუსეთის მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესაძლებლობა მისცა .. როგორც კი სააკაშვილმა დასმული ამოცანა შეასრულა და რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები საქართველოს ტეირტორიაზე შემოვიდნენ, ქართულმა არმიამ უწესრიგო უკან დახევა დაიწყო და რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად გადააბარა ქვეყნის მეოთხედი .. ოფიციალური თბილისი დღემდე აცხადებს, რომ ომი მოიგო და სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც მართალიც არის, რადგან ვაშინგტონის მიერ მიცემული “საინაო დავალება”, რაც რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევაში გამოიხატებოდა ხუთიანზე შეასრულა .. ეგ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა არც აგვისტოს დღეებში იცოდა და არც დღეს იცის ვგონებ, რომ ვაშინგტონმა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა და კიდევ არაერთხელ გამოიყენებს .. ვგულისხმობ იმას, რომ თეთრ სახლს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგოდერეფნის მარშრუტის შეცვლა და საქართველოს თამაშიდან გამოთიშვა, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას ითხოვს და პირველი ეტაპიც აგვისტოს დღეებში განხორციელდა .. ის თუ რაში აწყობს ვაშინგტონს საქართველოს დეზინტეგრაცია სხვა პუბლიკაციებში განვიხილე და დღეს ამ თემას აღარ მიუბრუნდები … ერთს დავამატებ, რომ დღეს არსებული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით 2010-2011 წლის გაზაფხული- ზაფხულის თვეებში საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.. 9. 10. 11. გაგრძელება დიდხანს შეიძლება და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ გამგები ვფიქრობ ისედაც გაიგებს და დაინახავს სურათს რომელსაც მე ვხედავ. ისე კი თუ მსოფლიო საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა არ გააცნობიერა, რომ ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მთელი პლანეტის ეტაპობრივ კოლონიზირებას ახდენს და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს წირავს, ვერც წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს და ვერც გლობალურ მასშტაბში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შეაფერხებს. დასავლეთის ქვეყნებში უკვე აქვს ადგილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასიურ შეზღუდვებს, სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი უნივერსალური “ტერორისტული საფრთხის ლეგენდის” მეოხებით, დანარჩენ სამყაროზე რომ არაფერი ვთქვა … ფაქტია დღეს დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა, ჰუმანიტარული იდეების სამსახურის ნაცვლად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებას და საკუთარი ინტერესების უხეში ძალით დაცვას ცდილობს. მიზეზი მარტივია, დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა ვერც იმას ახერხებს, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს და ამბიციები დათმოს და ვერც იმას, რომ ჩინეთთან ენერგომატარებლების გამო დაწყებულ “ცივ ომში” თუ არ გაიმარჯვოს, პოზიციები მაინც შეინარჩუნოს .. არადა ყველას ესმის რომ ამ ომში (აშშ-დასავლეთი VS ჩინეთი-აღმოსავლეთი) ყაიმი არ იქნება … იტოგში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ან დაიწეროს, მაგრამ ამ თემით რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ .. რუსეთი და ამერიკა მტრები არ არიან და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე აგებული ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია მცდარია და ასე იქნება ვიდრე დასავლეთი და რუსეთი “ჩინეთის საფრთხეს” არ გაანეიტრალებს.. უფრო მეტიც, მინიმუმ ბოლო 20 წელი მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტებით იმართება და ანგლოსაქსების ფაქტობრივ კოლონიას წარმოადგენს .. საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე, თეთრი სახლისა და კრემლის მესვეურებმა უპრობლემოდ მოირგეს ჟანდარმის მანტია და Good cop/bad cop (joint questioning and friend and foe[1], is a psychological tactic used for interrogation.) სტილში მოქმედებით, ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს .. ვნახოთ ჩინეთი რა თამაშსს შესთავაზებს მსოფლიოს .. დასავლეთის ჰეგემონიას რომ არ შეურიგდება და დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირებაში აღმოსავლეთის უდაო ლიდერი რომ გახდება ეს მგონი ხვალინდელი ფაქტია .. ან უკვე დრევანდელიც … აბა ჰე და აბა ჰო და სუუუუულ კარგად იყავით …
-
ერთს ვიტყვი თქვენის ნებართვით .. ამ განყოფილებაში თავიდან მეც ვიყავი მოდერი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც კარგად მოგეხსენებათ ჩემდამი საზოგადოების "სიყვარულის" შესახებ და მოგეხსენებათ თუ რაოდენ არაადეკვატურად აღიქვავდა ბევრი უზერი ჩემ მოდერობას, ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე თავად დავტოვე მოდერის პოზიცია და ვფიქრობ კარგიც გავაკეთე .. იგივე რომ გააკეთოს სატურნმა ვფიქრობ ურიგო არ იქნება .. თუმცა შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს იცავს ფორუმზე და საერთოდ ვირტ სივრცეში და მაშვინ ხო .. მაშვინ ხო .. ხელს ნუ უშლით
-
გამსახურდიას მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ და ამდენად ალბათ მიუკერძოებელი ვიქნები თუ ვიტყვი რომ გამსახურდია მოკლეს. მოკლეს ამერიკელებმა, რუსეთისა და შევარდნაძის გამოყენებით, რადგან ერთადერთი რაც გამსახურდიას პოლიტიკიდან როდისმე ღირებულად მიმაჩნდა რეალურად დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა იყო და სწორედ ეს გახდა ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელი გამსახურდიას პრეზიდენტობაში ... როცა ვწერ ამერიკელებმა მოკლეს რუსეთისა და "შევარდნაძის საქართველოს" სპეც-სამსახურების გამოყენებით მეთქი ზუსტად ვიცი რასაც ვგულისხმობ .. იმ დროინდელი რუსეთი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ გაბედავდა რომ თეთრი სახლისგან დაუკითხავად გაეწია შევარდნაძისთვის სამხედრო დახმარება და ვერც შევარდნაძე გაბედავდა ზვიადის ძებნაში სამეგრელოს აწიოკებას რომ არა თეთრი სახლის მხარდაჭერა .. ეგეც არ იყოს და თბილისის ომი ამერიკელების გავლენისა და შტატიანი აგენტების ინსპირირებული გახლდათ და რუსეთიც მიერ მათი მხარდაჭერა და ის ფაქტი რომ კიტოვანი და თბილისისა და საქართველოს გამანადგურებელი სხვა მრავალი ბოზისგაზრდილი დღეს მოსკოვში იმალება ამას ადასტურებს. ადასრტურებს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ვაშინგტონის დიქტატის ქვეშ იმყოფება და ამ დიქტატისგან თავის დაღწევის არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგლოსაქსების ისეთივე კოლონიაა როგორც საქართველო ... რუსეთი რეგიონში ვაშინგტონის ბინძურ საქმეებს აკეთებს ანუ ... ის რომ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა თავისთავად დანაშაულია ხო ფაქტია მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ მოკლეს გამსახურდია, რადგან არა მგონია საკუთარი თავის მოკვლა გაებედეა ..
-
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
asds replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მედვედევის და პუტინის ცალკე დედას ****** იმ თქვენი მერაბიშვილ სააკაშვილის ტანდემის პარალელურად ... არააეკვატურ პოსტებს წერ და რატო არ ვიცი? მართლა მოხალისე ხო არ ხარ თორე არა მგონია ასეთი დავალება გქონდეს მართლა .. ? კარგად იცი როგორი შანსები გაქვს ჩემთან კამათში : ))))))) დიდი ბიჭი გაიზარდე შენც და ისა კიდო რა ქვიოდა და ცხინვალში გადავედი მგონი ოჯახთან ერთად და არა რუსეთში ... : )))) რუსეთი პობოჩნი ეფექტად გამოვიდა .. და სუუულ ცალ ფეხზე მკიდია მოგწონთ ეს ვინმეს თუ არა ... -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
asds replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბადრი_წიქორაძე დიდი ბიჭი გაიზარდე ... სხვა რა უნდა გელაპარაკო მამენტ ..... ? ხოდა ეგრე .. -
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
asds replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ფანტაზიის დაუშრეტელი უნარი გაქვს .. ასდს-ს ფორუმზე ემუქრებოდნენ და იმიტომ გაიქცაო შსს-ს ახალი ოფიციალური პოზიციაა თუ თავად მოიფიქრე? ჩემთან რომ იყვნენ სახლში მოსული და რაღაც იდიოტობას მთავაზობდნენ ან კუდში რომ დამსდევდნენ პერიოდულად ეგ შემთხვევით გამოუვიდათ თუ როგორ არის? რაზე უნდა გელაპარაკოს ადამიანს .. საერთოდ ვინმეზე ზეწოლას ახორციელებენ ქართული სპეც სამსახურები? სააკაშვილი ღმერთის შვილი არის თუ არა სატურნ? იქნებ მერაბიშვილია შენი აზრით რმერთის შვილი? ყველა გძულს ვინც ინცესტის მქადაგებელი ვანო მერაბიშვილის ოჯახის ძვლებზე გავლაზე საუბრობს? -
ოსმა ნაციონალისტებმა შეიძლება მიწები მოითხოვონ
asds replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბადრი_წიქორაძე ოსები ჩემი მტრები არ არიან, არც საქართველოს მტრები არიან და არა მგონია პირადად შენ გემტერებოდნენ მაგ არაადეკვატური პოზიციისდა მიუხედავავდ .. ეს ისე ცნობისთვის .. მე რომ მკითხო სამშობლოს მოღალატე შენ და შენისთანა ფსევდო პატრიოტები მაგრამ მე მაპატიე და ყოველ წამს ვერ შევიწუხებ თქვენზე საუბრით თავს .. ძალიან ბევრი ხართ და თუნდაც მაგიტო ... თუ სხვას არაფრით ჯობიხარ (თ) ამ სხვის ლანძღვა გინებას შეეშვი თორე როგორც მინიმუმ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ რაზეც ხელის მოწერას ერიდები ... ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს რომ ასხვავებ ერთმანეთისგან იმიტომ ხართ შორს წასულები ... ამის დამწერი წერს კიდევ რამეს ... რაც მართალია მართალია და დანარჩენი ტექსტისგან განსხვავებით ეს ფრაზა რეალურად შეიცავს სიმართლეს ... ია ტაკ დუმაიუ ...