-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
რავიცი, კარგი იქნება ესტაკადებს მაინც თუ გააკეთებენ კარგად და მემორიალს გადაიტანენ სადმე სხვაგან. ფორუმს რა ჭირს ძლივს შემოვედი
-
კიდო სად არის სურათები? რაც მეტი მით უკეთესი .. მოედნის სურათები არ გაქვს კისა? და ქვემოდან გადაღებული ვიდუხა ამ ეტაკადის?
-
ვეფხვი 26 მაისამდეც არაერთხელ გააცურეს ხალხი. ნოემბრის აქციების დროს როგორ გამოიჩინეს თავი მაგ "ლიდერებმა"? ბოლო ბოლო შევარდნაძის გამოზრდილია თითქმის ყველა მათგანი, სააკაშვილით დაწყებული წიწიბურ მესიით დამთავრებული და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც.. ყველა დროის, ყველა ხელისუფლებას ერგებოდნენ და მოერგებიან თუ საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის გადახალისება არ მოხდება და ეს რომ ბუნებრივი გზით მომდევნო 10-15 წელი არ მოხდება ვიცი, ფორსიერებული გზით ელიტისა და შესაბამისად ქვეყნის შინაარსისა და რაობის შეცვლას კი რევოლუცია მარტო ახერხებს, რევოლუცია, რომელიც იმდენად სისხლიანი და დაუნდობელი იქნება რამდენადაც რევოლუცია შეიძლება იყოს სისხლიანი და დაუნდობელი და რომლისთვისაც საზოგადოება ისევე არ არის მზად, როგორც სწორი არჩევანის გასაკეთებლად.. ასე რომ ქართული საზოგადოება რევოლუციას არ იმსახურებს და შესაბამისად საქართველოში რევოლუცია არ იქნება. კარდინალურად არც არაფერი შეიცვლება. იმის ილუზია, რომ ნამდვილი რევოლუცია (სამწუხაროა, რომ ხავერდოვანი ფსევდო რევოლუციების გამო რევოლუციას ნამდვილის მიწერა დაჭირდა) ვარდების, ტიტებისა და ყაყაჩოების სროლით შეიძლება შემოიფარგლოს, მხოლოდ არაადეკვატურ საზოგადოებას შეიძლება ქონდეს, ან უგზო უკვლოდ ოპტიმისტს.. წინასწარ უნდა ცოდნოდათ, რომ ეგ ფსევდო ოპო ლიდერები რეჟიმთან დაპირისპირებას კი არა საზოგადოებაში ნიჰილიზის გაღრმავებასა და პარალელურად ხელისუფლების პოზიციების გამყარებას ისახავდნენ მიზნად, რაც გააკეთეს კიდეც. კიბატონო, შენ და შენი ახლობლები უმცირესობა ხართ, ისევე როგორც მე, ანუ საზოგადების ის ნაწილი რომელსაც საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება და რომელთა გამო არც არავინ იწუხებს თავს.. შესაძლოა ყველაზე შემსრულებელი და ბრძოლისუნარიაენები ჩვენ ვიყოთ და რეჟიმისთვის ყველაზე რეალური საფრთხეც, მაგრამ ამას გაერთიანება და ორგანიზება ჭირდბა, რაც ისეთი რთულია რომა დღეს ფიქრადაც არ ღირს.. ეს თემა ისტორიის გარკვეული მონაკვეთის ინდივიდალური ინტერპრეტაციის ჰამბავია.. მე ვფიქრობ საქართველოს შანსი 20-იან წლებშიც ქონდა და ეხლაც აქვს. შანსის გამოყენებას რამდენად შეძლებს საზოგადოება ეგ მამაზეციერმა თუ იცის მხოლოდ.. სააკაშვილის რეჟიმთან ჩემი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია, ასე რომა მიკერძოებულობაში არ ჩამომართმევთ იმედია თუ ვიტყვი, რომ საქართველოს იმაზე უკეთესი ხელისუფლება ყავს ვიდრე ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს.. ბევრად უკეთესი. ანუ ხელისუფლება ისეთივეა როგორიც საზოგადოება, არც მეტი არც ნაკლები, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებისგან განსხვავებით, სააკაშვილის რეჟიმს აშშ-იდან და ევროპიდან მიღებული საშიანო დავალებების შესრულება და პატაკების პერმანენტული ჩაბარებაც უწევს, რეჟიმი იძულებულია ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმები განახორციელოს, რასაც დასავლეთი კი ითხოვს, მაგრამ საზოგადება ნაკლებად იმსახურებს და შესაბამისად არც აფასებს.. არ ჩამქოლოთ მიშისტი არ ვარ ) ierofant პარტიას როდის აყალიბებ იერო?
-
დაიკიდეთ ხალხო, იქნებ რაიმე საქმიანი შეხვედრები გამართოს, სააკაშვილის პიროვნებაზე ხომ არ არის საქმე? მაგისგან განსაკუთრებულს უკვე აღარავინ ელის, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსი აქვს და ეს არის მნიშვნელოვანი. ევროპის ყურადღება ჰაერივით ჭირდება დღეს ქვეყანას.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
ვეფხვი არაფერი კითხვის ნიშნები მანდ არ არის, რომ არა საბჭოთა რუსეთის აგრესია 20-იან წლებში საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა და დღეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იქნებოდა. ის მომენტი, რომ პოლონეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და სხვა ქვეყნების სპეც სამსახურები აქტიურად იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, იმის სამართლებლივ საფუძველს არ იძლეოდა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში შეეთრიათ.. ან რა სამართებლივი საფუძველი შეიძლება ქონდეს ოკუპაციას.. კომუნისტები იყვნენ არანორმალური შიზკები (ძირითადში) ტო, რომელთაც მემარცხენე იდეოლოგია და საერთოდ მარქსის იდეეები ბოლო დონეზე გაათახსირეს ათწლეულების მანძილზე, საკუთარი არსებობითა და საბჭოთა კავშირის სახით "აბსოლიტური ბოროტების" იმპერიის შექმნით.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
ვეფხვი მართალს ამბობ, მაგრამ ყოველი მომდევნო თაბა წინამორბედზე უკეთესია. ეს უკვე ბუნების ლოგიკაა და ამ ლიგიკის იმედი მაქვს, დღევანდელი საზოგადოების კი ნამდვილად არა. ვეფხვო ერთი პოლიტიკოსი მითხარი, რომელმაც რამე პირობა მისცა ხალხს და პირობის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობას არ გაექცა და ან თანამდებობა დატოვა ან აქტიურ საზოგადოებრივ ცხვრებას გაერიდა? არის ასეთი ვინმე? ერთი მაინც? წიწიბურამ (ლევან გაჩეჩილაძე და ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები პოლიტ ლიდერებითურთ) ათეულობით ათასი ადამიანი რამდენჯერმე შეკრიბა, რამდენჯერმე ასეირნა რუსთაველზე, ტელევიზიისკენ გმირთა მოედნის გავლით, სამებისკენ და სხვა ტურისტული მიმართულებებით, მაგრამ ხალხი მაინც მიყვება და ეხლა წინასწარმეტყველობა უნდა იმის დადგენას, რომ ლევან გაჩეჩილაძე (ლევან გაჩეჩილაძე და ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები პოლიტ ლიდერებითურთ) აფერისტი და გადამგდებია? იგივე შეიძლება ითქვას პრაქტიკულად ყველა პოლიტიკანზე, რომელიც დღეს აქტიურია საქართველოში.. წინასწარმეტყველობა კი არა ლოგიკური აზროვნება და საკუთარი თვალით დანახულის ადეკვატური აღქმაა საჭირო.. შენ შეიძლება არ ბოლდები, მაგრამ ის 70 000 ადამიანი დაბოლდა. აბა ვერ გავიგე სტადიონზე იმიტომ შეიკრიბა ხალხი, რომ სამებისკენ ჯგუფურად გაესეირნათ ტო? უშლის ვინმე ამ ხალხს ქალაქის ქუჩებში სიარულს? :018: იმენნა მაგარი საზოგადოების დამცველი ოპტიმისტი ხარ რა
-
მომეჩვენა თუ პლსი მიუწერე ჩემ პოსტს? ) რა არ ხდება ამ ცხვრებაში პლუსი ჩემზეა :018:
-
ierofant გაუმარჯოს იერო. რაფრა ხარ რა ჰამბებია შენსკენ? შემოგვიერთდი მესტნი ანარხისტებ/რევოლუციონერებს! :018:
-
როლან გაროსიდან ხომ არ მოგწერა ვინმემ? :018:
-
ვეფხვი რა სტალინი და რევოლუციონერები კაცო.. საქართველოს რომ 20-იან წლებში დამოუკიდებლობა არ დაეკარგა დღეს ეს მრავალწლინი ბოდიალი უდაბნოსა შინა დასრულებული იქნებოდა და ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით.. რაც ბოლო 20 წელი ხდება საქართველოში ისტორიული ლოგიკის ფარგლებს გარეთ არ გადის.. ანუ ანალოგიური ან თითქმის ანალოგიური გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირება მოინდომა და გამონაკლისი საქართველო ნანდვილად არ/ვერ იქნება.. ადამიანის თვისებაა რომ ყველაფერი სწრაფად, დღესვე უნდა ქონდეს.. ცხოვრებას სხვა ლოგიკა აქვს..
-
გთავაზობდით მორფიკა მიაწერეთ თქვა ბიულეტენს, მაგრამ ალასანია ჯობიაო და ჰა
-
ვეფხვი ვეფხვო აფერისტი რომ გაბოლებს და შენგან ფულის ან სხვა რამის დათრევას ცდილობს, როგორ ფიქრობ მორალი და ზნეობა აწუხებს მაშინ, ან შენდამი რაიმე ვალდებულების გრძნობა? ეგრეა დღევანდელი ქართული პოლიტიკაც.. გაბოლებენ და შენ/საზოგადოება ბოლდები, ასე რომ პრეტენზიები პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა ქგონდეს.. შენ არა, მაგრამ ბევრს ქონდა და აქვს მაგათი იმედი.. მაგათი რა პოლიტიკანების მთლიანობაში. აქ ცალკე ჯგუფებად არ ვყოფ მაგათ. ერთი ნაგავია ყველა.. საზოგადოება არ ირჩევს კაცო ლიდერებს? ხოდა არასწორ ლიდერებს რომ ირჩევს 20 წელი ეგ იმ ლიდერების (აფერისტების) ბრალია, რომელთაც საკუთარი თუ პატრონის ინტერესებიდან გამომდინარე ხალხის რაზვოდი მოინდომეს თუ საზოგადოების, რომელმაც ერთი და იგივე შეცდომა 10-ჯერ დაუშვა და მაინც ვერ ხვდება ამას?
-
kisa ხოდა აგაშენა ღმერთმა. მეც მაგას ვუბნობ, რომა მინიმუმ 2-3 თაობა უნდა შეიცვალოს ქართული საზოგადოება რომ აზრზე მოვიდეს და ამდენად დღეს რაღაც წიოკი და პანიკები უადგილოდ მეჩვენება.. როგორიც საზოგადოებაა ეგეთია ქვეყანაც და იმდენი მაინც თუ მოახერხა ამ საზოგადოებამ, რომ საქართველო სომალიდ არ იქცა და სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ნომინალურად მაინც შენარჩუნდა უკვე არაუშავს რა კი არა და "კარგი" შედეგი იქნება. ცივილიზებული, ევროპული დონის საზოგადოებაზე საუბარი დღეს ნაადრევი კი არა სრული ნონსენსია. 2-3 თაობის მერე კიდევ შეიძლება უღირსობისა და არაადამიანობის ჭაობიდან ამოძვრეს მოსახლეობა, მაგრამ მომდევნო 10-15-20 წელი რომ კარდინალურად არაფერი შეიცვლება ეს ფაქტია..
-
კარგია ერთადერთი ევროპამ შეიძლება დაიცვას საქართველო შემდგომი დეზინტეგრაცისგან. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც.. ასე რომ იშვილონ კი არა სულ დაიტოვონ მიშმაკა თუ საქართველოში ევროპული ინტერესის გაძლიერება მოხდება..
-
Siknadmo 90-იანი წლებიდან შორს არსად წავსულვართ.. მენტალურად.. პატარა შანსი და ჩემი კაი ტო დღეს "კარგმა" მეზობლებმა ხვალ ერთმანეთის სისხლში თუ არ იბანაონ.. ============ ხანდახან ვფიქრობ, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მორალურ/ზნეობრივი, ინტელექტუალური ზრდა შეუძლებელია, იმდენად არის დეგრადირებული და ამას როცა ვფიქრობ სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ხალხისადმი ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებისა და მმრთველობის რადიკალური/აგრესიული მეთოდიკის უკან ლოგიკას ვხედავ.. ============ როგორც მემარცხენე ლიბერალს, პოლიტკური თვალსაზრისით მიჭირს ხალხზე წინ რაიმე სხვა ღირებულების დაყენება, მაგრამ შეიძლება ვცდები კიდეც.. შეიძლება, რადგან კითხვა "იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა უკეთეს დამოკიდებულებას?" მოსვენებას არ მაძლევს. არადა თუ იმსახურებს, ლოგიკურია ხომ კითხვა რატომ? რით დაიმსახურა საერთოდ რამე უკეთესი ქართულმა საზოგადოებამ ვიდრე აქვს? ქსენოფობი, ცრუ, ყალბი, ქედმაღალი და ამპარტავანი, დაუნახავი და აგრესიული ადამიანი რას იმსახურებს? ასეთი საზოგადოება? ============ ფილოსოფიური ჰამბავია თითქოს, მაგრამ ქართულ რეალობაში უფრო მიწიერი ვიდრე თვით მიწა ვგონებ ..
-
Siknadmo მაშინ ქვეყანაც უნდა გევასებოდეს და რას აპროტესტებთ, რას ცვლით ან რის შეცვლას აპირებთ? მარტო სააკაშვილის პიროვნებაა პრობლემა? სარკის ხარისხი შეამოწმე, თორემა როგორიც საზოგადოებაა (ხალხი ანუ) ისეთივეა ყველგან და ყოველთვის ქვეყანა და საზოგადოებრივ პოლიტკური ელიტა :018:
-
კარგია.. ევროპისკენ ნებისმიერი ნაბიჯი კარგია თუ საგულაოდ არ არის ჩასული რათქმაუნდა ..
-
ვეფხვი არაფერი მარტივი არ არის ვეფხვო. საზოგადოება საკუთარი თავის გარდა ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს წარუმატებლობეში და ეს არის ძირითადი პრობლემა.. ბოლო ბოლო ქართულმა საზოგადოებამ სარკეში უნდა ჩაახედოს..
-
ვეფხვი სათავისოდ მოქმედებენ აბა საშენოდ რატომ უნდა იმოქმედონ? რაიმე საფუძველი არსებობს საიმისო, რომ დღევანდელი ქართველი "პოლიტკოსები" ხალხისა და ქვეყნის მსახურებად ჩათვალო? არა ხომ? აბა რა მოლოდინებს უკავშირებს საზოგადოება პალიტიკანებს?
-
Pompiero ვფიქრობდი ჩემ პოსტებს არ კითხულობდი
-
ეგ დიდს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ აზრი მისასალმბებია.. ოღონდ პრეზიდენტის ნაცვლად სიტყვა საქართველო უნდა იყოს ვგონებ..
-
საზოგადოებას რა უნდა ან არ უნდა იმისდა მიხედვით არ გადაწყდება ეგ საკითხი. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად იქნება. სააკაშვილის ნეიტრალიზება უბრალოდ გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ის არის როდის და რა მიზეზით შეიფუთება ეს არჩევნები, როგორი იქნება სოციალური ფონი, მძიმე თუ ძალიან მძიმე (ჰუმანიტარლი კატასტროფა) და ოფიციალური თბილისის იურისდიქციაში რა ტერიტორიები იქნება მაგ დროისთვის დარჩენილი.. ია ტაკ დუმაიუ
-
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება და ამ არჩევნებში ირაკლი ალასანია "გაიმარჯვებს". როგორ შეფუთავენ ვადამდელი არჩევნების დაიშნვას ეგ სხვა თემაა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება გაიმართოს.. არა მგონია ერთად დაინიშნოს ორივე არჩევნები. სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით ხვალვე რომ გადადგეს სააკაშვილი და ბელადობა ალასანიას გადააბაროს უკეთესი იქნება ვიდრე დროის გაწელვა, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ვადადელი საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილის ლიკვიდაციისა და რუსეთთან და სომხეთთან ომის შემდეგ არ გახდება საჭირო.
-
დღეს რას ფიქრობთ, რომელმა მხარემ დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები? თბილისმა, ცხინვალმა თუ მოსკოვმა?
-
Private Nodari არა. ეგ არ გამოდის. რუსეთს საქართველო როგორც სახელმწიფო არ აინტერესებს, ცალკეული რეგიონეი კი, მაგრამ სახელმწიფო არა და ამდენად ირანის სანაცვლოდ მოსკოვმა შესაძლოა საქართველოს რეგიონები მიიღო.. რას გაიგებ.. მოსკოვი დასავლეთის მარიონეტია და როგორც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ჯდება ისე განვიარბდება მოვლენები საქართველოსთან დაკავშირებითაც.. თუ საქართველო დასავლეთს აინტერესებს, რუსეთი ხელს არ ახლებს, თუ არა და მაშინ ომი.. აინტერესებს დასავლეთს საქართველო?