წუხელ ვფიქრობდი (როგორც ყოველ ღამეს) თუ მე შემიძლია მიყვარდეს საკუთარი თავი უზომოდ, მაშინ რატომ არ შემიძლია მძულდეს? ჩვენ გვიყვარს ან გვძულს სხვა ადამიანები მაგრამ როდესაც "მე"-ზეა საუბარი აქ ყოველთვის ყველაფერი რთულდება. იგივე შეიძლება ვიკთხო შიშზეც, შეიძლება ყველასი და ყველაფრის გეშინოდეს მაგრამ არა საკუთარი თავის... არადა საკუთარმა თავმა იცის მხოლოდ შენი ნამდვილი კოშმარები, სისუსტეები და იდეალური ფორმულა საკუთარი თავის განადგურებისა. ეშმაკი სათამაშოა როდესაც საქმე საკუთარ ბნელ მხარეს ეხება. მოკლედ "მე" არის ყველაზე მთავარი მტერი (მიძინებული) რომელსაც ვერაფერს დაუმალავ. თქვენ როგორ ფიქრობთ რაშია საქმე? შეიძლება მე ვერ ვხვდები ამას მაგრამ თქვენ იცოდეთ. არ მჯერა როდესაც ადამიანები ამბობენ "მძულს საკუთარი თავი", ეს უფრო ვიღაცისგან გაგონილის გამეორებაა მხატვრულად, როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილა და ასე მგონია რომ ამ მნიშვნელობის სინამდვილეში არავის არ ესმის. მოკლედ შეიძლება თუ არა გძულდეს საკუთარი თავი? თუ კი მაშინ რატომ ან როგორ? ამ კითხვას ვერანაირი ლოგიკით და ინტუიციით ვერ მივუდექი რათა პასუხი გამეცა. აბა დამეხმარეთ აზროვნებაში.