Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. არ ვიცი რატო არ შემოდის მაგრამ გული ხელზე დამიდია რომ მე ბოლო ხანებში არაფერი არ მიკისრებია პირიქით სიტუაციის დაშოშმინებას ვცდილობდი ეს თუ ეწყინა მაშინ დამნაშავე ვარ
  2. აი სხვადასვა ადამიანების იმიტირებაში ნადვილად ბევრი ვერ შემედრება... ისეთ ტიპაჟს ვითამაშებ შენ კი არა მამაზეციერი დაფიქრდება ესეთი მე არავინ გამიჩენიაო ფრთხილად... ბელა მოვინელე, აღარ შემოდის ხო ხედავ და ეხლა შენ ნუღარ გაბოლავ აქაურობას
  3. კაცო "მონსტრი ვარ მონსტრი ვარ" ძახილით კი არ მოვალ მაგას გავითვალისწინებ და ელენკას ვარიანტ ვიჩალიჩებ
  4. ნამდვილი ამბავია... ქუთაისში ტიპი გაასამართლეს და 20 წელი მიუსაჯეს. ძმაკაცი ჭამოდგა და იყვირა "ღლეზე დაიკიდე, გელაააა..!" მაგრამ გელას არ ეკიდა რათქმაუნდა
  5. პოხუიზმის მცნება ჩემთვისაც ნაცნობია მაგრამ გარკვეულ ზღვარს არ გადავდივარ ღლეზე დაიკიდე გელაააააა....! ხო იცი ეგ ამბავი... ეგეთ პონტში ვართ რა
  6. ზატო უეცარი სიკვდილის გეშინია და მეც უეცრად მოვალ
  7. ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია. გამოღლევება არაა მაგი, უფრო პოხუიზმია
  8. ხოო... აი როგორ რთულდება საკითხი რაც უფრო რთული და კომპლექსურია საკითხი სწორედ ის მიზიდავს მე იყო ასეთი მეცნიერი გეორგ კანტორი, მათემატიკოსი რომელმაც მათემატიკაში უსასრულობის კონცეფცია შემოიტანა (დაწოლილი რვიანი) და პრაქტიკულად დღევანდელი მათემატიკა მის კვლევებზეა დაყრდნობილი. კანტორი ერთადერთია რომელიც უსასრულობას შეეჭიდა სინამდვილეში. მის თეორიებს თავის დროში მასხრად იგდებდნენ, და საბოლოოდ უსასრულობამ კაცი გააგიჟა... სიცოცხლე საგიჟეთში მარტოობაში გაათავა. მეც ეგ მიწერია მგონი მთელი ცხოვრება თავად ცხოვრებას ვებრძვი და ვეჯიბრები და შენი აზრით სიკვდილს დავნებდნები ქალიშვილივით? მაგის დედაც თვად გავხდები სიკვდილი და მოგინახულებთ ხოლმე
  9. მე უფრო მეტსაც გეტყვი... იქნებ მე, შენ და სხვა ყველაფერი ერთი ვართ სხვადასხვა გზაზე? იქნებ მე შენ ვარ სხვა ცხოვრებაში? რადგან წინაზე თავი მოიკალი ეგ მარტივი გამოსავალია ზედმეტად, თორე არც მე მაღელვებს... გავქრე და ვსიო მაგის დედაც ერთი დიდი ძილია მაგრამ მე ეგრე ადვილად მარტივად არ გავახარებ საკუთარ თავს, სანამ ბოლომდე არ შევჭამ
  10. ჩემსა და შენს შორის იცი რა განსხვავებაა? მე თუ მოვკვდი და შენ მართალი ხარ, მაშინ გავქრები და ვერც ვერაფერს გავაცნობიერებ, აი შენ კი თუ მე აღმოვჩნდი მართალი, რაღაც ეტაპზე შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს სხვა სამყაროში, სხვა პლანეტაზე რომ უცნაურ სხეულში დიბადო მერე რა გეშველბა იქაც თავს მოიკლავ? შენი საქმისა შენ იცი, თუ ეს შენი მიზანია მაშინ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს და განგსაჯოს. მაგრამ იცოდე რომ ჩემთვის ეგ მიუღებელია, თუ მე მართალი ვარ მაშინ ოდესღაც ჩვენ არაერთხელ შევხვდებით და ამ ოდესღაცთა ოდესღაცში მე პრინციპულობა უფრო გამყარებული მექნება და მერე ვეღარ შევიკავებ თავს, ერთს მაგრად გფეთავ რომ ეგ აზრები ამოგიყარო თავიდან
  11. ნამდვილად აღარ იქნები, იმიტომ რომ შენი მოგონებები არ იქნება შენთან, სიცოცხლე კი ის არის რაც გახსოვს, როგორც ჭაბუამ ბრძანა ადრე მიარსებია თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის მომენტი, მომენტი ეხლა. ხოდა მე ეს მომენტი უნდა გამოვიყენო. დანარჩენი შეუქცევადია და ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩვენთვის კი მნიშვნელობა რაღაცას მაშინ აქვს როდესაც ჩვენზეა დამოკიდებული ცვლილება. მე სულ რომ ხელსაწყო მომცენ რომელიც მომავალს აჩვენებს არ გამოვიყენებ, რაღაც მარაზმს გავს, თავი რობოტი მეგონება რომელიც დაპროგრამირებულია ისე რომ აუცილებლად ის ფინალი ქონდეს რომელიც უწერია, მირჩევნია ამწამსვე გავთავდე ვიდრე ვიცოდე რომ 50 წლის, 5 თვის, 4 საათის და 33 წუთის შემდეგ მოვკვდები.
  12. ნამდვილად... მარტივად და მოკლედ დაწერილია. აღარ ჩავუღრმავდი, რადგან დანარჩენს უკვე კონკრეტულად განვიხილავთ თუ იქნება კითხვები და შენიშვნები. თავიდან რომ დაიწყებ რა დარწმუნებული ხარ რომ მერეც იგივეს არ გააკეთებ? და ასე გინდა საკუთარი წრე შექმნა რომელსაც ვერ გაცდები? აზრს თუ ამოიკითხავ მაგ საქციელში გამიზიარე. აბა დაფიქრდი. იქნებ წინა ცხოვრებაში უკვე ჩაიდინე ეგ... და აზრი? შენ ეხლა ისევ მანდ ზიხარ და ისევ უკმაყოფილო ხარ, არაფერი შეცვლილა. ანუ შენ ის ტიპი ხარ დახვრეტის წინ თვალებში რომ უყურებს ჯალათს? საინტერესოა, მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა მაგ მხრივ, ალბათ ყველაზე მეტად ის არ მინდა ნელი და მტანჯველი სიკვდილით რომ მოვკვდე, თუმცა ეგეც არაფერია რაც მოხდება მოხდეს, პრობლემა არ მაქვს არასასიამოვნო გრძნობა მომაკვდავს კი არა ცოცხალსაც არ მოსწონს შენგან განსხვავებით ხალხი ნატრულობს უეცარ სიკვდილს, ძილში მაგალითად.
  13. რაც არ უნდა უაზრო და ბანალური იყოს ეს საკითხი, აშკარაა, რომ სიკვდილზე ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს. ზოგს მისი ეშინია, ზოგს პირიქით, არ აშინებს და შესაბამისად ბევრსაც არ ფიქრობს. არიან ისეთებიც ვისაც ცხოველური ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ ამ საკითხთან დაკავშირებით... ამ ცნობისმოყვარეთა რიგს მივეკუთვნები მეც. არ ვნატრობ ჩემს აღსასრულს, მაგრამ მშვიდად ველოდები ჟამს როდესაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ კოლოსალურ კითხვას პასუხი გაეცემა. დავიწყოთ იქიდან თუ რა არის მისი აღმატებულება სიკვდილი. ფაქტია რომ ეს უბრალოდ პროცესია, გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ეს იგივეა რაც ერთ ოთახიდან მეორეში გასვლა, მაგრამ ოთახიდან ოთახში გასვლა ეს ის პროცესია, რომლის დროსაც ჩვენ არ გვეშინია, მარტივად, ჩვენ ვიცით რა გველის კარებს მიღმა. გამოდის რომ ჩვენ პროცესი კი არ გვაშინებს, არამედ არცოდნა იმისა თუ რა გველის იქით. შიში ბუნებრივი და მარტივია, უძლიერესი ეგოისტური გრძნობა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც დავკარგოთ, რაღაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რის გარეშეც სხვა ყველაფრის კეთება შეუძლებელია. შიში მაშინ დგება როდესაც ჩვენ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, როდესაც არ ვართ დარწმუნებულები მოვლენის ქრონოლოგიურობაში და შესაბამისად გონების სიღრმიდან მოდის გრძნობა, რომელიც სხვა დანარჩენ გრძნობებს თავისი ბნელი ჩრდილით მარტივად ფარავს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ შიშის ფენომენი არის ყველაზე მძლავრი მექანიზმი რომელიც განაპირობებს ჩვენს ყოფიერებას და შესაბამისად ხაზს უსვავს იმას რომ ყველაზე ძლიერი ეგოისტური გრძნობა მართავს თითოეულ ჩვენთაგანს. მასთან გამკლავება შეუძლებელია, ვერანაირი ფილოსოფია და ფსიქოლოგიური ჩარევა ვერ დააკნინებს ამ გრძნობას რადგან თუ ის სულიერი გამოვლინებაა, მაშინ ის ჩვენი სულის ნაწილია, ხოლო თუ ბიოლოგიური მაშინ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს რომ ეს ყველაზე უძველესი ინსტინქტია რომელიც თითოეული არსების გენშია. ეჭვი მეპარება ადამიანმა შეძლოს მისი მოშორება ან გარდაქმნა, რაც თავად ბუნებამ ვერ შეძლო მილიარდობით წლის მანძილზე. საინტერესოა არის თუ არა სიკვდილი განთავისუფლება შიშისგან ე.ი ეგოიზმისგან? ძნელი სათქმელია მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ ხის ჯოხით ოქროს საბადოს ვქექავთ, ვეძებთ ოქროს მაგრამ საერთოდ არ ვიცით რაში გვჭირდება ეს განძი. მას რამდენიმე გზა გააჩნია რომლებიც მთავარი კითხვის ძირითადი ნაწილია. სად მიგვიყვანს სიკვდილი?.. ზოგი თვლის რომ სიკვდილის შემდეგ არაფერია, რომ უბრალოდ გაქრები და აღარ იარსებებს შენთვის არც დრო არც ეგო და არც ინფორმაცია საკუთარი თვის შესახებ. ეს უაზროა, მე კი უაზრო საკუთარი თავიც კი არ მომწონს. ჩვენ ვიბადებით და ვკვდებით, ვაკეთებთ რაღაცას, რასაც გადავცემთ სხვებს, რასაც ვასწავლით სხვებს, იმას რაც მათ უნდა გააგრძელონ, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში, შემდეგ მოდის ვიღაცა და გვეუბნება, ეგ აზრი რისთვისაც თქვენ წვალობთ სინამდვილეში უაზრობაა, რადგან ოდესღც მოვა დრო როცა კაცობრიობა აღარ იქნება, დრო როდესაც თვით სამყარო გაჩერდება, რასაც აქვს დასაწყისი იმას დასასრულიც აქვს და ეს ყველამ კარგად იცის. ეს თამაში მე არ მომწონს, სიმართე რომ ვთქვა საერთოდ აბსურდად მიმაჩნია. მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. თუ გაჩნდა ეს სამყარო ე.ი მას რაღაც წინაპირობა ქონდა რომ გაჩენილიყო და შესაბამისად ეს წინაპირობა მოითხოვს პროცესის შეუქცევად გაგრძელებას. თუ ეს ყველაფერი უაზროა და არავის არაფერი მოეკითხება, მაშინ თავისუფლად შემიძლია ბავშვს ყელი გამოვჭრა, დავაქციო ყველაფერი რაც გვიშენებია და მოვსპო ნებისმიერი იდეა და აზრი იმის შესახებ რომ ჩვენ ოდესმე ვარსებობდით. მიმზიდველი არ არის ნამდვილად ეს სცენარი. მეორე შემთხვევა რელიგიას ეხება, მარტივი და ყველასთვის ცნობილი სცენარით. სიკვდილის შემდეგ სამოთხე ან ჯოჯოხეთი... მე თუ მკითახავთ ეს ზედმეტად ზედაპირული და პრიმიტიული გაგებაა იმისა რაც ძველმა ცოტათი პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებმა შექმნეს. ეს უფრო ლეგენდაა, მითია რომელიც მარტივ და მხატვრულ აღქმას გვაძლევს იმქვეყნიერებაზე. არამგონია ვინმეს ღმერთი გასაუბრებოდა თუ ის არსებობს, მისთვის ყვლეა თანასწორია და განსაკუთრებული არცერთია. შეაბამისად რატომ უნდა დავჯდე მე ჭიანჭველებთან და ვუხსნა ის რასაც ისინი საერთოდ ვერ გაიგებენ ან თუ გაიგეს ისიც თავისებურად და რათქმაუნდა პრიმიტიულად. დანარჩენი უკვე რელიგიური დავის საგანია და არ შევეხები იმას რაშიც კომპეტენტური არ ვარ. ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია ის რომ სიკვდილი შეიძლება იყოს სხვა სამყაროსკენ მიმავალი ხიდი, რეინკარნაციის გზა, დაბადება და სიკვდილი, ისევ და ისევ, სხვადასხვა რეალობებში, სხვადასხვა ფორმებში, სხვადასხვა არსებების სხეულებში ან სხეულის და ფორმის არ მქონე არსებებში. მე შეიძლება ის ცხოვრება რასაც ეხლა გავდივარ უამრავჯერ გამივლია და ეხლა ისევ აქ ვარ რადგან რაღც არ დამისრულება, რაღაც რაც მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დავასრულო. ოდესღაც ალბათ ამ გზას ვიპოვი შემთხვევით, მაგრამ ამ გზის საპოვნელად მე უამრავი ცდა დამჭირდება. შესაძლოა ეს სამყარო სადაც ამჟამად ვიმყოფები ზედა საფეხურია წინა ცხოვრებასთან მიმართებაში, სადაც წინ წავიწიე, გავაცნობიერე რაღაც რამაც მომცა ამ სამყაროსკენ მოსასვლელი ბილეთი, მაგალითად ის რომ მე გავაცნობიერე საკუთარი თავი როგორც "მე"-დ და ვინ იცის რას უნდა მივხვდე ამ სამყაროში რომ უფრო მაღალ საფეხურზე წავიწიო. რათქმაუნდა მოგონებები წინა ცხოვრებისა ვერ მექნება რადგან ის მატერიალურია და ეგ ინფორმაცია მხოლოდ იქ რჩება სადაც ვიყავი მისი მატარებელი. მე უბრალოდ ჩემი სულის ნაპერწკალი ცოტათი გავაკაშკაშე. ამაზე ფიქრი თავს მიხეთქავს, ასე მგონია, რომ მე ყოველთვის ვიყავი და უნდა ვიყო. თუ ამ ყველაფერს დასასრული აქვს მაშინ ბოლო საფეხური უნდა იყოს იმ ფაქტის გაცნობიერება რომ მე ვარ თავად უსასრულობა. შეიძლება ისიც რომ მე ვარ თქვენ და თვენ ხართ მე, ჩვენ ყველა ერთი რაღაცის ნაწილი ვართ რომელიც ცდილობს არაფრისგან გადაიქცეს ყველაფრად, რომ გააცნობიეროს საკუთარი თავი, როგორც ყველაფრად, ისევე არაფრად. შეიძლება ყველაფერი უფრო რთულადაა და ჩვენ თვითონ ღმერთი ვართ რომელიც ცდილობს იმის გაგებას რომ ის მართლაც ღმერთია... როგორც ამბობენ "ჩვენ სამყარო ვართ, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის გაცნობიერებას". მე მჯერა რომ სიკვდილი ეს დასაწყისია, და შეიძლება დასაწყისი რომელიც ყოველთვის იწყებოდა და დაიწყება... რავიცი... თქვენ როგორ გგონიათ?
  14. ნუ ესათი სიგიჟე შეგვიძლია სხვა არსებად განვიხილოთ რომელიც ჩვენშია, ჩვენი ბნელი მხარე... თანაც სიგიჟე ცოტა უხეშად ნათქვამია ამ შემთხვევაში... რუსებს კარგი ტერმინი აქვთ "безумие" რაც ჭკუიდან შეშლილს არ ნიშნავს, ჩვენ ზუსტი თარგმანი ამ შესანიშნავი სიტყვისა არ გვაქვს, დაახლოებით ნიშნავს სიგიჟეს, შეშლილობას, გადარეულობას.
  15. ის სიგიჟე რომელიც მათში იყო ჩაკეტილი და მიძინებული. ბოლო სიტყვებში კარგად ჩანს რომ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ გამოღწევას მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას რომ ისინი გამოვაღვიძოთ, მარტივად, ღამღამობით ვიძინებთ და მათ ვკეტავთ. ამათ უძილობამ კი ისინი გამოუშვა და სწორედ ეს მგონია რაც იგულისხმა რადგან სიგიჟემ თითქმის ბოლომდე გამოიღვიხა და დაიმორჩილა მათი გონება. ფანტასტიკურად ჟღერს მარა ეს უფრო საინტერესოა
  16. ჯერ ერთი მაგ მდგომარეობამდე არ მივა რუსეთი ამ ეტაპზე, მერე ის რომ ადამიანი ადამიანია და რაც არ უნდა დააზომბონ ინსტინქტი მაინც თავისას გაიტანს. ომში დეზერტირობა ცოტ რთული თემაა, რაც არ უნდა მხდალი იყოს ადამიანი მათგან მხოლოდ მცირე პროცენტი გაიქცევა უკან, თან აუცილებელი არ არის რომ მხდალი იყოს. კანტუზია ნებისმიერს შეიძლება დაემართოს და ამ დროს საღად ვერ აზროვნებ. აი როდესაც საკუთარი სახელმწიფო პირობას არ გიქმნის რომ თუნდაც იკვებო, მაშინ უკვე ცუდი აზრები ჩნდება, ამას ტუ დაუმატებ ომის სტრესს მაშინ არაფერია გამორიცხული, შეიძლება არ აბუნტდნენ მაგრამ სერიოზულად დაეცემა ჯარის საბრძოლო სული, ამას მოყვება პანიკა, დაბნეულობა და ათასი ფსიქოლოგიური პრობლემა, რაც ბუნტის ტოლფასია.
  17. ხო ის არ იყო ზაიცევი თუ ვიღაცა სამაჩაბლოდან რომ გამოიპარა და თავშესაფარი ჰპოვა საქართველოსა ზედა? რომ ჩაგრავდნენ და მშიერს კლავდნენ. ერთი თუ ატყდა იმას ყველა მიყვება ინსტინქტურად ვინც ცოტათი მაინც უკმაყოფილოა... ბრბოს პრინციპი უცხო არ უნდა იყოს შენთვის.
  18. ხო... ეგ არ გამითვალისწინებია მაგრამ მაინც თუ მაგას მიხვდა ე.ი საღ გონებაზე ყოფილა... მოვლენებიდან გამომდინარე კი ეს საეჭვოა
  19. ეგ ფული ხალხს უდევს ჯიბეში. ვერ ჩაყოფს ხელს ვითომ?
  20. აი მე მაგაზე ვღადაობ... ჩემი ძმაც გიჟდება. ერთხელ დათვრა და კაი ჯიგრულ მწვადის ნაჭერს უბერავდა რო აახიეს თებში კინაღამ სკანდალი ატეხა სახინკლეში. ჩემი თეფში დავუდე წინ და დაწყნარდა, მერე სიცილი აუტყდა პ.ს ჩემი უმცროსი ძმა კაი პური მჭამელია და ჩემზე მსუქანია
  21. მე ზოგადად ვთქვი, იმედია შენს თავზეარ მიიღე წეღან სხვებს ხელს შეუშლიო და ეხლა წესრიგის დარღვევისკენ მიბიძგებ? თანაც ჩემი სხეულის ნაწილებს საქვეყნოდ არ გამოვაჩენ... მათი ნახვის უფლება რჩეულებს აქვთ
×
×
  • შექმენი...