Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. გაიხარე ჩემო მამუნა პროსტა მასწავლებლობასაც უნდა თავისი ნიჭი, გადმოცემის უნარი და ცოტა გავირებულ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. ეს არც თუ ისე მარტივია მითუმეტეს კაცის ნერვებისთვის
  2. და რო ვზივარ უკვე? რა გავაკეთო?
  3. ეგ სისუსტე არაა ცუნცულ... თუ დაფიქრდები პირიქითაა იყო არსებასთან ისეთი როგორიც თვითონაა, ეცადო გააკეთო ის რაც მათ ასიამოვნებს და რაც მთავარია გააკეთო ის რასაც ისინი იმსახურებენ, ეს ნიჭია. ყველა პატარა კი წმინდა და სუფთაა ამიტომ ისინი იმას იმსახურებენ რომ აკეთო ის რაც მათ გაეხარდებათ.
  4. ხოო? ამას ვერ წარმოვიდგენდი მე უფრო ესე მეგონა - "ბაშვებო! მოდით აქ! მწყობრში! დღეს ვინ წავა პურის მოსატანად ?!"
  5. ოქეი... მოკლედ 2 სახის პარალელური სამყარო შეიძლება არსებობდეს და თანაც არც თუ ისე უსაფუძვლოდ, მეცნიერები ამასაც სერიოზულად უდგებიან. პირველი პარალელური სამყარო არის ჩვენვე სამყაროს ალტერნატიული რეალობები, ანუ მოვლენები რომლებიც შეიძლებოდა მომხვდარიყო მაგრამ სხვა გზით წავიდა. ასეთი ალტერნატიული რეალობები თეორიულად ყოველი დროის მომენტში ჩნდება. წარმოიდგინეთ კენჭი რომ ვისროლო, ის ხომ შეიძლებოდა 1 მილიმეტრით დაშორებულ მანძილზე დავარდნილიყო ვიდრე იქ სადაც ის სინამდვილეში დაეცა, თეორიის მიხედვით ეს უკვე 2 ალტერნატიული ვარიანტია რეალობის და ისინი დროის ვექტორს გამეყოფიან. აქ კენჭებზე არაა მარტო საუბარი. ატომები ქაოტურად მოძრაობენ და ამ მოძრაობის განსაზღვრა შეუძლებელია ნებისმიერი გამოთვლებით. თუ ერთი ატომი რაღაც მომენტში მარცხნივ გატოკდა ის ხომ შეიძლებოდა მარჯვნივ, ზევით ქვევით ან სხვა მიმართულებით გამოძრავებულიყო? ეს ყველა ვარიანტი დროის ვექტორს გამეყოფა და დამოუკიდებელ რეალობად გადადის. ალბათ წარმოდგენაც კი გვზარავს იმისა თუ რა რაოდენობის სამყაროები ჩნდება თუნდაც ეხლა ამ მომენტში, ის ახალი წარმოქმნილი რეალობები კი რათქმაუნდა კიდევ იტოტება. მოკლედ ასეთი ვარიანტები უსასრულობასთან ახლოსაა მეორე ვარიანტი უკვე აბსოლიტურად სხვა სამყაროს ეხება. ალბათ იცით რომ ჩვენი სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა ერთი მცირე წერტილიდან. მეცნიერები ფიქრობენ რომ ასეთი დიდი აფეთქებები გამუდმებით ხდება სადღაც იქ ჩვენი სამყაროს მიღმა, სიცარიელეში, ანუ როგორც მოკლედ მას მეცნიერები უწოდებენ "სუპერ სივრცეში". ეს სამყაროები უსასრულოდ იბადება როგორც ბუშტუკები ოკეანეში. თან საინტერესო ისაა რომ იმ სხვა სამყარეობში შეიძლება სულ სხვანაირი ფიზიკა იყოს, მაგალითად გრავიტაცია 2 ჯერ ძლიერი ჩვენ სამყაროსთან შედარებით ან კიდევ სხვა დამატებითი ძალები რომლებიც ჩვენ სამყაროში არ არის, ზოგან შეიძლება დრო უკუღმა მიედინება და ზოგი შეიძლება ჩვენ სამყაროს გავდეს. ამ უკანასკნელის შესახებ უფრო მეტის გაგება თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია სუპერ სიმეტრიის და სიმების თეორიის შესახებ, რომლებიც ძალიან პოპულარულია სამეცნიერო წრეში, და უკვე მიმდინარეობს კვლვევებიც.
  6. დუდუღუნა მამიდა ხარ? მე კიდევ ძმისშვილის დაბადებას ველოდები, გოგოა და ერთი სული მაქვს... რო გავიტაცებ ხოლმე ამათ არ იციან თავიდან ყველა და ყველაფერი ეჭვის თვალით მიყურებენ. ოკ. მაშინ მე გეტყვი რაზე შეიძლება იყოს საუბარი. მოკლედ ბოლო ხანებში ფიზიკოს-თეორიტიკოსების სერიოზულმა ნაწილმა ივარაუდა რომ სამყარო სინამდვილეში 2 განზომილებიან სიბრტყეში პროექცაა, როგორც კინოში პროექტორის დახმარებით 2 განზომილებიანი პრიექციის ყურება. მაშინ თეორიულად თუ სამყარო 3 განზომილებიანი ფორმისაა ლაზერები სწორ სხივად არ გავრცელდებიან და იქნება მცირეოდენი გადახრა. დაახლოებით ბურთზე რომ მარკერი გადაუსვა, სწორი ხაზი ხომ არ იქნება რომ დახედო, მოღუნული რკალი იქნება ხაზი ბურთის ზედაპირზე. მოკლედ შეუდგნენ მეცნიერები ამ თეორიის გამოკვლევას. ლაზერებით მათ ვაკუუმში სამკუთხედის ფორმა გამოსახეს. თეორიის მიხედვით თუ სამყარო სფეროს ფორმისაა მაშინ სამკუთხედის კუთხეების ჯამი 180 გრადუსზე ოდნავ მეტი უნდა იყოს ხოლო თუ ბრტყელია მაშინ ტოლი. ვიზუალურად ესე შეგიძლია წარმოიდგინო: http://map.gsfc.nasa.gov/media/990006/990006_512.jpg აღმოჩნდა რომ კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. ე.ი სამყარო ბრთყელია. აქედან ერტადერთი დასკვნა ისაა რომ ის 3 განზომილება რასაც ჩვენ ვხედავთ სინამდვილეში ილუზიაა. მოკლედ სამყარო 3 განზომილებიანია, კი... მაგრამ პროცესები და ინფორმაცია რაც შიგნით ხდება არის პროექცია სამყაროს კიდეზე 2 განზომილებიან სიბრტყეზე. დაახლოებით გასაგები რომ ანალოგიად ტელევიზორი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელშიც პროცესები უშუალოდ შიგნით ხდება მოწყობილებაში მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ რაც შიგნით ხდება ეკრანზეა პროეცირებული. ეშმაკმაც წაიღოს ეს განზომილებები მაგრამ რა ვქნათ ესეთია სამყარო.
  7. და რაზე იყო საუბარი. სათაური ან რამე დეტალი თუ იყო ხელჩასაჭიდი. მე როგორც ვხვდები სამყაროს გეომეტრიაზეა საუბარი, თუ რამეა აქანე ვარ გეტყვი. ეგეც შესაძლებელია მგაზეც მოგახსენებთ თუ დაინტერესდებით.
  8. რას გულისხმობ პარალელურ ხაზებში? სამყაროს გეომეტრიულ ფორმას?
  9. შესაძლოა ხო მეც ეგრე ვარ... ცხოველებზე ბავშვობიდან ვაბოდებდი, არამარტო ცხოველებზე, ობობების და 1000 რაღაც ხოჭოების კოლექციები მქონდა ბანკებში ბავშვები თავიდან შეიძლება ატირდნენ რომ დაინახავენ წვერებიან მონსტრს მაგრამ მალევე მეგუებიან. სოფელში მთელი უბნის ბავშვებს მე მაბარებდნენ ხოლმე ზაფხულობით. რამდენს დაუფსია კისერზე განსაკუთრებით 3-5 წლის გოგოებზე ვგიჟდები, სულ რო ტლიკინებენ და ხალხს ღლიან, მე დავისვავ ხოლმე და სანამ პირიდან დუჟი არ ამოსდით მანამდე ველაპარაკები ხოლმე საყვარლები.
  10. ეგ შეუძლებელია. კატა არ გაჩერდებოდა მაგასთან ესეიგი სხვა რამეშია საქმე. აი რატომა დავინტერესდი მე ზოგადად ბავშვებს და ცხოველებს ვევასები რატომღაც და არც შენი ინი იქნება გამონაკლისი ეჭვი არ შეგეპაროს.
  11. ვა ვა. ინიმ დამაინტერესა. ხასიათი როგორი აქვს?
  12. ვერაფერს გავაგებინებ მართალია, მაგრამ შევეცდები მაინც თუ აინტერესებთ.
  13. ვის? დებილების კამანდას, რომლებიც თავისი უვიცობით, უნებლიედ აჩლუნგებენ ხაალხს? ნაშობაში მჩითავ? მიმზიდველია დავფიქრდები.
  14. კარგი... და კვება როგორია? მე ცოტა პრეტენზიული ვარ... ძირითადად ვისკასის დიეტაზე ვარ )/>
  15. შეიძლება მართალიც ხარ. მოკლედ ვიღაც უნდა გამოჩნდეს ჰერკულესი
  16. ერთი პრობლემაა... შავი არ ვარ
  17. ხოო?.. კარგი... თორე მე მეგონა დარდი არ დამაძინებდა მშვიდად ვარ მე... როგორც ყოველთვის... თქითქმის ყოველთვის
  18. ოხ როგორ მინდა გიპასუხო მაგრამ იმდენი რაღაც მიტრიალებს ვერ დავალაგებ აზრებს კარგად და ლაკონურად ერთს იმას ვიტყვი რომ გაგება და აზროვნება უნდა შეიცვალოს, ეს აზროვნება კაპიტალიზმზე და დემოკრატიაზეა დაფუძვნებული და ამის ამოძირკვა ადვილი არ იქნება. ფაქტიურად თაობები უნდა შეიცვალოს და შესაბამისად სისტემაც თანდათან უნდა გადაეწყოს თუნდაც ჩემს მოსაზრებაზე, ერთიანად ნახტომში ვერ მოხერხდება ცვლილება. მერე ისენი აუცილებლად დებილები უნდა იყვნენ? ჭკვიან და პრინციპულ ხალხს უნდა ეჭიროს სადავეები და არა ხისთავიანებს რომლებმაც მარტო "- ადგაააა... მოეწყოო..." იციან. ნაპოლეონი სამხედრო არ იყო? ხოდა ეგეთები გვინდა ბევრი და ეგაა რა
  19. ბაზარი არაა მე კიდევ მათემატიკის მასწავლებელმა... არადა როგორ ვნანობ ეხლა... სასწაული ვიყავი გეომეტრიაში, კუთხეების გრადუსებს თვალის ზომით ვხვდებოდი ნახატებში და ჩერეზ მაგით ვხსნიდი გამოთვლებით ამოხსა როცა მეზარებოდა ვაგიჟებდი ქალს მარა ისეთი ახვარი იყო რომ ტრუპკების სროლის მეტს არაფერს ვაკეთებდი გაკვეთილზე
  20. განათლების დონეს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ კვლევების გახშირებას. ძალაიან ბევრი კვლევა გამქრალი და განადგურებულია მარტო იმიტომ რომ კაპიტალისტებს არ აწყობდათ. მარტო იმას უშვებენ რაც მათ არ ავნებთ. არ არის აუცილებელი სასწაულ დონეს მიაღწიო განათლებაში, საკმარისია ხალხის ჯგუფი მუშაობდეს ჩვეულებრივ ბაზისურ ცოდნაზე რომ რაიმე ახალი და ინოვაციური შეიქმნან. დღევანდელ ცხოვრებაში მეცნიერება გვერდით ეტაპზეა გადაწეული მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისთან შედარებით, ეხლა გართობა და ათასი ოხუნჯობა ჩამოაგდეს რომ წყნარად და ცხვრებივით ვიყოთ, რათა მათ ხელი არ შევუშალოთ. ფუჰჰ... ყარს ეს ყველაფერი. რა მინდოდა რას ვიბადებოდი აქ საერთოდ
  21. გადმოტანისა რა გითხრა მოვკვდი ამის წერით სურათებმა უფრო დამღალა, ბლომად წერას მიჩვეული ვარ შენ ქე იცი კარგად. უფრო გაშლილად მინდოდა მაგრამ ისედაც ბევრი გამოვიდა და აღარ დავტვირთე ზედმეტად, მთავარი ითქვა რაც მთავარია მადლობა 10 იანისთვის ეხლა დავჯდები თუ შეიძლება
  22. სნაიპერობას აწვები და მაგიტომ უფრთხილები? შენც ნუ ატრიალებ თვალებს და ბალიშს ურტყი, ხელებსაც გაავარჯიშებ რომ მერე ადვილად ჩამქოლო
×
×
  • შექმენი...