დავჯექი ჩემს "მახინაზე", ვიწყებ 1000 რაღაცის ძიებას, ბეჭდვას, და რათქმაუნდა მიდევს 1 ჭიქა ან ფინჯანი ყავა... სამსახურში მუდამ დილის 11 საათზე გავდივარ შესვენებაზე... ნუ შესვენებაზე მეტად ყავის დასალევად. რატომღაც ორგანიზმი მთხოვს რომ დავიტენო ენერგიით და ზოგჯერ დაუფიქრებლადაც კი გავსულვარ და ყავა დამისხია... სახლშიც რომ ვბრუნდები აუცილებლად უნდა დავლიო, მაგრამ ჯამში 2 ჭიქაზე მეტ ყავას ვერიდები... ანუ ფაქტიურად ჩემი დოზა დღეში 2 კოვზი ყავაა... მაინც ბევრია, ვიცი 3-ჯერაც და 5-ჯერაც სვავს ზოგი მაგრამ მე ის მაინც ვიცი რომ ეს ცუდია და ამიტომაც ვდილობ რომ დღეში მაქსიმუმ 2 ჭიქა მივირთვა ხანდაან 1... მოკლედ მე კოფეინზე ვარ დამოკიდებული, შეიძლება ზოგმა არ იცის მაგრამ კოფეინი ქიმიურად ნარკოტიკების ჯგუფს მიეკუთვნება და თუ თქვენ დღეში 1 ჭიქაზე მეტს სვავთ. 100% -ით შეგიძლიათ თქვათ რომ დამოკიდებულები ხართ ამ ნარკოტიკზე იმედია მარტო მე ვარ აქ კოფემანი და ეს თემაც მალე მოკვდება...