Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ნათქვამია ხორვარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. "ხორვატია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე თავის აზრზე რჩება, რომელიც 19 აგვისტოს ბრიუსელის ნატოს სამიტზე გახმოვანდა", - აღნიშნულია განცხადებაში. ხორვატიის პრეზიდენტმა სტეპან მესიჩის განცხადებით, მოსკოვის ნაბიჯები კავკასიაში ისედაც რთულ ვითარებას უკიდურესად ართულებს.
  2. "ჰამასი" აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებს პალესტინური ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებს. "რუსეთის გადაწყვეტილება ჩვენც დაგვეხმარება მომავალში გავაგრძელოთ სხვა ერების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი", - აცხადებს პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის წლების განმავლობაში ისრაელთან შეიარაღებულ დაპირტისპირებას აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრერზიდენტმა დიმიტრი მედვედვმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. http://itnexclusive.ge
  3. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი გააუქმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი გააუქმა. უკრაინული დელეგაცია ქვეყნის რუსეთში დღეს, 27 აგვისტოს, უნდა ჩასულიყო. დელეგაციის ვიზიტის გაუქმების მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება დასახელდა. ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს ცნო. რუსეთის დუმის მიმართვას პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა. http://itnexclusive.ge
  4. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იმატებს მსოფლიოს წამყვან სასაქონლო ბირჟებზე ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ მატულობს. 27 აგვისტოს, დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთოების გაუარესების ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა 1,16 პუნქტით მოიმატა და 116.27 აშშ დოლარი შეადგინა.
  5. საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს. "საქართველოს აქვს სამართლებრივი საფუძვლები და მექანიზმები იმისთვის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პროტესტის ერთ-ერთ ფორმას წარმაოდგენს", - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია.
  6. პარლამენტში დღეს საგანგებო სხდომის გამართვა იგეგმება პარლამენტში საგანგებო სხდომის გამართვა იგეგმება, რომელზეც სავარაუდოდ, ერთი საკითხი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა განიხილება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა დეპუტატები ამასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტს. წინასაწარი ინფორმაციით, სესიის დაწყებამდე გაიმართება ბიუროს სხდომაც. სავარაუდოდ, ბიურო 15:00 საათისთვის შეიკრიბება, პარლამენტის სხდომა კი 17:00 საათისთვის გაიმართება.
  7. სამეგრელოში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა ზუგდიდის რაიონში და სრულიად სამეგრელოში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 09:00 საათზე სენაკის ბაზიდან ორი ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა გავიდა, რომელიც ამ წუთებში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვემო ჩხოროწყუსკენ, რუსი ოკუპანტების უკანონო ბლოკ-პოსტისკენ მიერმართება. შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანის შესახებ შეთანხმებას კვლავინდებურად არღვევს.
  8. საქართველოს 43 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადმოეცა წუხელ ოსურმა და რუსულმა მხარეებმა საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული 43 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. როგორც ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განუცხადა, ცხედრების გადაცემა დაახლოებით 22:00 საათზე "სოფელ კარალეთში რუსი სამშვიდოებოების უკანონო საგუშაგოზე" მოხდა. "ჩვენი მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 90-მდე ქართველი ტყვე რჩება, გარდა ამისა, საუბარია 8 სამხედრო ტყვეზეც", - განაცხადა თარგამაძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე ქართველი ტყვეების გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დღესაც გააგრძელებს.
  9. მარიამობის დღესასწაულზე "აკვა პარკი" დევნილი ბავშვებისთვის კონცერტს გამართავს. 28 აგვისტოს, 11-დან 13:00 საათამდე თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე "აკვა პარკში" კონცერტი შიდა ქართლიდან დევნილი ბავშვებისთვის გაიმართება. კონცერტზე საერთაშორისო კონკურსის "ხმა საქართველოდან" სხვადასხვა პერიოდის გამარჯვებული ბავშვები იმღერებენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ხელოვანების პროფესიული კავშირის და კომპანია "უნი გრუპის" ორგანიზებით ტარდება.
  10. დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის მერიის ყოფილ შენობაში გაიმართება და მას დედაქალაქის გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. სხდომაზე კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას განიხილავენ. ამასთან, გაკეთდება ანალიზი ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
  11. უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება დღეიდან 5 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შედეგად დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება დღეიდან 5 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დროის მოცემულ მონაკვეთში მეორადი განაცხადის შევსების უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელიც ვერც ერთ მითითებულ ფაკულტეტზე ვერ ჩაირიცხა. განაცხადები თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, რაიონებში კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მიიღება. განაცხადების მიღება 10-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით იწარმოებს. როგორც ცნობილია, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მეორადი განაცხადების მიღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და რუსული აგრესიის შედეგად დევნილი აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით გადადო.
  12. FIORENTINO

    CHAT

    კარგად. ;)
  13. საფრანგეთმა რუსეთის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის საზღვრები დაარღვია მას შემდეგ, რაც საქართველოს ფარგლებში დე-იურედ შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ასეთი განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბერნარ კუშნერმა გააკეთა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებით მარტო ევროპული კავშირის მოსაზრებას არ გამოხატავს. "ჩვენ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ საერთაშორისო სამართლის, გაეროს რეზოლუციის და ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების ასეთი უხეში დარღვევა. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედება უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაშიც განახორციელოს (ყირიმისა და დნესტრისპირეთის აღიარება)", - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა. http://itnexclusive.ge
  14. ბუში: მედვედევის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ უაპსუხისმგებლო უწოდა. აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა დღეს დილით გაავრცელა. "რუსეთმა უნდა გადახედოს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას. იგი არ შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთაც რუსეთმა ადრე მხარი დაუჭირა", - განაცხადა ბუშმა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ქმედებები კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას მოსკოვთან ურთიერთობებსი და ხელს უშლის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. http://itnexclusive.ge
  15. ბათუმის პორტში კიდევ ერთი ამერიკული ხომალდი შევიდა 27 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კატერი "დალასი" ბათუმის მაგივრად ფოთის პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. ეს უკვე მეორე ჰუმანიტარული დახმარების ამერიკული ხომალდია, რომელიც ჰუმანიტარული მისიით ბათუმში შედის. აშშ-ს თბილისში დევნილებისთვის დახმარება სამხედრო თვითმრინავებითაც ჩამოაქვს. ამერიკული ხომალდების ფოთის პორტში შესაძლო შემოსვლის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საპორტო ქალაქში რუსი სამშვიდობოების საგუშაგოები გაიხსნა. იქამდე, რუსი სამხედროები ქალაქ ფოთში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად შევიდნენ. რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილის ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, შავ ზღვაში ნატოს ხომალდების შემოსვლა რეგიონში მდომარეობას ართულებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული ხომალდები საქართველოშიჰუმანიტარული მისიით იმყოფებიან.
  16. საქართველოს ქუვეითიც დაეხმარება რუსული აგრესიის შემდეგ საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას ქუვეითის მთავრობაც გაუწევს. ქუვეითის "ნახევარმთვარის ორგანიზაცია" საქართველოს, დაახლოებით, ორი მილიონი ლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ჰუმანიტარული დახმარების ჩამოტანას ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები 4 სექტემბრიდან დაიწყებენ. ამ მიზნის ისინი ექვს რეისს განახორციელებენ. ჰუმანიტერულ ტვირთში, ძირითადად, სხვადასხვა სამომხმარებლო ნივთები შევა.
  17. ირაკლი ალასანია: რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს წესდებისა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლემა ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ელჩმა რუსეთის გადაწყვეტილებას მიუღებელი და უკანონო აქტი უწოდა, რომელიც მიმართულია სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმურობის აღიარებისკენ. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მოსკოვის გადაწყვეტილებას არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი არ ექნება. ალასანიას განცხადებით, რუსეთმა მშვიდობისმყოფელის ნიღაბს ამოფარებულმა, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება. მან დასძინა, რომ ახლა ყველასთვის ნათელი გახდა - რუსეთი კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს და არ შეიძლება, ის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო შუამავლად გამოდიოდეს. "რუსეთი არ იცავს ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა. რუსეთის აგრესიამ საქართველოსთან მიმართებაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია", - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა. ალასანიას თქმით, საქართველო ყველა ძალისხმევას გამოიყენებს საერთაშორისო დონეზე თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. http://itnexclusive.ge
  18. სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" კვლავ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში რჩება რუსეთის ფედრაციის შავი ზღვის ფლოტი კუთვნილი სამხედრო ხომალდი სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" კვლავ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში რჩება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" 25 აგვისტოს სევასტოპოლიდან ისევ საქართველოს მიმართულებით გამოვიდა. რუსული მხარის განცხადებით. ეს ნაბიჯი ნატოს სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ ნატოს საბრძოლო ხომალდები შავ ზღვაში საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისიას ახორციელებენ. რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ცხრა საბრძოლო ხომალდი იმყოფება, რომლებსაც შეიარაღებაში სხვადასხვა სახის რაკეტები აქვთ, მათ შორის 100-მეტი ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი", რომელთა დანიშნულება სახმელეთო მიზნების განადგურებაა. საქართველოში საომარი ოპერაციების დაწყების შემდეგ შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში სამხედრო ხომალდთა დაჯგუფება შევიდა: კრეისიერი "მოსკოვი", სადარაჯო ხომალდი "სმეტლივი", ხომალდები "ტურბინისტი" და "მირაჟი", სამი დიდი მოცულობის სადესანტო ხომალდი, მცირე ზომის სარაკეტო ხომალდები, მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და უზრუნველსაყოფი ხომალდები. http://itnexclusive.ge
  19. კუშნერს ახალი "ცივი ომის" არ ეშინია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს, ახალი "ცივი ომის" არ ეშინია იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილ საომარ ქმედებებს არ გამოიწვევს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფრანს 2"-ის ეთერში განაცხადა. "თუ საუბარი მხოლოდ "ცივ ომს" შეეხება, მაშინ ეს საშიში არ არის. ჩვენ ვერიდებით ომს და არ გვინდა, რომ ის "ცხელი" გახდეს", - ასეთი კომენტარი გააკეთა კუშნერმა რუსეტის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რუსეთს "ცივი ომის" პერსპექტივა არ აშინებს. მედვედევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთს სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, ის უნდა მიხვდეს იმ მიზეზებს, თუ რატომ აღიარა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 26 აგვისტოს მედვედევმა ხელი მოაწერა დოკუმენეტს ორი ქართული რესპუბლიკს აღიარების შესახებ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ რუსეთის გადაწყვეტილება მკვეთრად შეაფასა. http://itnexclusive.ge
  20. აფხაზეთში ე.წ. "დამოუკიდებლობას" აღნიშნავნენ აფხაზი და რუსი ჯარისკაცები, ნასვამ მდგომარეობაში, გალის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში მსხვილკალიბრიანი და ავტომატური იარაღებით ისროდნენ. იყო რამოდენიმე აფეთქებაც, - აცხადებენ აფხეზეთის სოფლების მოსახლეები. გალის რაიონიის მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში პანიკაში იყო, რადგან სროლა წამითაც არ შეჩერებულა. მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთის ოკუპაციური ძალების გალიდან სრულად არ გაუყვანიათ. გალის რაიონის რამდენიმე სოფლის ტყეებში საგულდაგულოდ გადამალულია რუსული ჯავშანტექნიკა. იქვე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ამ ადგილებიდან მუდმივად სროლის ხმა ისმის. ადგილობრივი მოსახლეები აღნიშნავენ, რომ რუსი ჯარისკაცები მათ საქონელსაც იტაცებენ. http://itnexclusive.ge
  21. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის გადაწყვეტილებას არ ამართლებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილების საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის შესახებ გამართლებად ჩაითვალოს. აცხადებს კოსოვოს პრეზიდენტი, ფატმირ სეიდიუ. "ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ კოსოვო უნიკალური შემთხვევაა, რომელიც არ შეიძლება გახდეს პრეცენდენტი სხვა კონფლიქტური ზონებისთვის, ტერიტორიებისა და რეგიონებისთვის", - განაცხადა სეიდიუმ. შეგახსენებთ, 2008 წლის თებერვალში კოსოვოს ალაბნურმა ხელისუფლებამ აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერით დამოუკიდებლობა აღიარა. კოსოვოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში კოსოვოს ხელისუფლება "მსოფლის წამყვანი ქვეყნების გვერდით დგას". მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული რესპუბლიკების აღიარება სხვა ქვეყნების მიერ კოსოვოს აღიარებაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.
  22. სერბეთი მედვედევის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კავკასიის რეგიონში სიტუაციის განვითარების გამო გულისტკივილს გამოთქვამს, - ნათქვამია სერბეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენეტში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. "სერბეთის ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ კოსოვოსა და მეტოხიის ცალმხრივი აღიარება მსოფლიოს სხვა რეგიონებში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა", - ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წლის თებერვალში კოსოვოს ალბანურმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერით სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი სტატუსი გაეროს 192 წევრი-ქვეყნიდან 46-მა ცნო. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ოფიციალური ბელგრადი საერთაშორისო ნორმებს პატივს სცემს და მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს. შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. http://itnexclusive.ge
  23. ობამა მედვედვის გადაწყვეტილებასთან დაკავირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამა რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების დამოუკიდებლად ცნობის შესახებ არასამართლებრივს უწოდებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს არალეგიტიმურად ცნოს პრეზიდენტ მედვედევის ხელმოწერილი აქტი. აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი მედვედვის გადაწყვეტილებასთან დაკავირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამასთან, ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთთან "ცივი ომის" დაწყების სურვილი არავის აქვს. "არავის უნდა რუსეთთან ახალი ცივი ომის დაწყება. რუსეთსა და აშშ-ს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებთ. მოსკოვს აქვს პოტენციალი საერთაშორისო სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს. მაგრამ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება ამ პოტენციალს საფრთხის ქვეშ აყენებს. მოსკოვმა მსოფლიოს დაანახა, რომ ევროპის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის", - ნათქვამია დემოკრატი კანდიდატის განცხადებაში. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...