Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბიზნესი ხვდება, რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს - გიორგი გახარია

“ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით ბიზნეს სექტორმა უკეთ იცის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები მცირდება, იზღუდება კონკურენტული გარემო, იკლებს უცხოური ინვესტიციები, იზრდება ინფლაციური და ლარის გაუფასურების რისკები და არსებული კურსის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და სისტემურ კრიზისს უქადის.

თეონა აქუბარდი - ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა - დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.

ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელა.     დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/944942890852979

ბექა ლილუაშვილი - გაზრდილი პოლიტიკური იზოლაციის ფონზე "ოცნება" ცდილობს მის ხელთ არალეგიტიმურად არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციას კანონებში ცვლილებების შეტანით, რომლებიც ხშირად არაკონსტიტუციურიც კია

გაზრდილი პოლიტიკური იზოლაციის ფონზე "ოცნება" ცდილობს მის ხელთ არალეგიტიმურად არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციას კანონებში ცვლილებების შეტანით, რომლებიც ხშირად არაკონსტიტუციურიც კია.  მათ კარგად ესმით რომ ის რესუსრები, რომლებზეც დგას მათი არალეგიტიმური ძალაუფლება , არის მილევადი, შესაბამისად შეუძლებელია პოლიტიკური იზოლაციის პირობებში ამ რესურსების შენარჩუნება. ბექა ლილუაშვილი. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში. თავდა

NGO-ები: შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება წინასწარ დაგეგმა. ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა და ლონდა თოლორაიამ წარადგინეს მათ მიერ გაანალიზებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. „აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრა

პრეზიდენტი - კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ღირებულებებს ერთად დავიცავთ

საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი

გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები და მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება

რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია

ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი - სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო, ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს - ქართველებს ახალი, სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს

ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“, - წერს ვალერი ჰაიერი.

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა - მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალს!

„ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ მიმართა საჯარო მოხელეებს, რომ დუმილი დააზიანებს მათი და ქვეყნის ინტერესებს. „ფაქტია, რომ ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, შეაჩერა და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი. შემდ

სალომე ზურაბიშვილი - ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით - ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, მასობრივად გაყალბდა არჩევნები, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. „ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატ

სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე - ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა. „არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუც

პრეზიდენტი - მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ „ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო

მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს

მეცოლა: ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას, ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“, მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ევროპის კარი ყოველთვის ღია რჩება. დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.   პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას - საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა

საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვ

პრეზიდენტი აქციებზე - ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი

გიორგი გახარია 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, დღეს, 14:00, საათზე ბრიფინგს გამართავს.  ამის შესახებ პარტია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

თეატრალურის სტუდენტები: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრჩეთ უნივერსიტეტში და დავიკავოთ ფოიე

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ უნივერსიტეტის შენობაში და დაკავებული ჰქონდეთ ფოიე – მოთხოვნით, რომ შეხვდეს მათ რექტორი და უნივერსიტეტმა ღიად გამოუცხადოს სოლიდარობა ყველა დაზარალებულს და უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს. publika

„დასავლური ცივილიზებული სამყარო არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას“ – სოფო ხორგუანი

„ფაქტია, რომ დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აპირებს, არ დაუშვებს და არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა. გადაცემაში „დღის თემა“ ხორგუანმა „ქართული ოცნების“ სააპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს. „ჩვენ არ ვართ მარტო. ქართველი ხალხის გაცხადებული ნე

სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს. „პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, -

„შიდა დისკუსიები არაზუსტად წარმოჩინდა" - რუმინეთი იმედგაცრუებას გამოთქვამს

„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მადლობის შემდეგ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”. როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა: მოგვიანებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა: საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატი

მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია

ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, - ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს. „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს მირიამ ლექსმანი. ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.   იპნ

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან - შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან - მაკა ბოჭორიშვილთან.

იტალიის საგარეო უწყება - იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა

იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს. შესაბამისად, განცხადების თანახმად, ირალია შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე - შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება. განცხადებაში იტალია კვლავ იმეორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ გზავნილს. "საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკ
×
×
  • შექმენი...