Jump to content
Planeta.Ge

Blogs

სოფო ხორგუანი - ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნების" დღის წესრიგს კი არ გავყვეთ, ჩვენი შევინარჩუნოთ (ვიდეო)

ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნების" დღის წესრიგს კი არ გავყვეთ, ჩვენი შევინარჩუნოთ. სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/reel/574570038757093

ბექა ლილუაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი, დიდი ხანია, გადავლახეთ, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან, ვესაუბრებით „ლელოს“

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი, დიდი ხანია, გადავლახეთ, დიდი ხანია, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე ვესაუბრებით „ლელოს“, დიდი ხანია, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილსასევე კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პა

გიორგი შარაშიძე - გიორგი გახარიას მეორედ დაიბარებენ თუ მესამედ, ამით ვერ შეაშინებენ, ჩვენი პოზიციაა, მივიდეთ და სიმართლე მათსავე მოედანზე ვუთხრათ - ასევე, გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერთვებით არჩევნებში და ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს

დღეს „ოცნება“ ცდილობს „ორი კურდღლის“ დაჭერას. ერთი, მხრივ გიორგი გახარიაზე პერსონალურ შურისძიებას და მეორეს მხრივ კრემლისთვის საამებელი პოლიტიკის გაგრძელებას - ეს საქმე უნდა შევაფასოთ, როგორც პერსონალური შურისძიების მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ჩორჩანას ეპიზოდზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა. რაც შეეხება იმას, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომ

თეონა აქუბარდია - "ქართული ოცნების" მმართველობის ისტორიაში "ჩორჩანა" არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საგუშაგოს ჩადგმით შეჩერდა მცოცავი ოკუპაცია სამხედრო ესკალაციის გარეშე

"ქართული ოცნების" მმართველობის ისტორიაში "ჩორჩანა" არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საგუშაგოს ჩადგმით შეჩერდა მცოცავი ოკუპაცია სამხედრო ესკალაციის გარეშე. თეონა აქუბარდია სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/ax3lj-biJw8

კახაბერ ქემოკლიძე - უდიდესი ტერიტორიული სეგმენტის დაკარგვის რისკი არსებობდა, რომელიც გახარიამ აღკვეთა თავისი პოლიტიკური გამბედაობით და ცოდნით

უდიდესი ტერიტორიული სეგმენტის დაკარგვის რისკი არსებობდა, რომელიც გახარიამ აღკვეთა თავისი პოლიტიკური გამბედაობით და ცოდნით. "ჩორჩანას" ისტორიას გახარიას ედავებიან ის ადამიანები, რომლებსაც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ სახელმწიფო ტერიტორიების დაცვისთვის კახაბერ ქემოკლიძე სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/DdiyMJ66Jp0

გახარია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას შეტყობინება უკვე გაეგზავნა და ის 23 ივნისსაა დაბარებული. წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს. „იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლე

აკაკი გვიანიძე - როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ (ვიდეო)

როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ ქართველი ადამიანის საქართველოდან გაძევება არის სირცხვილიც და დანაშაულიც სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/6d6XD3PDEm8 აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი

სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია

„რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე, სამოქალაქო პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თუმცა ფაქტი ოპოზიციის წინააღმდეგობას ვერ აჩერებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და არჩეული გეზიდან გადახვევას არ აპირებს“ - ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, სადამდე მიგვიყვანს ეს ვითარება, შესაძლოა, თუ არა მმართველი ძალისა და მათი ოპონენტების დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპრომისის მიღწე

ბექა ლილუაშვილი - თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას

თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, ეს „სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება“. „ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის

„გახარია საქართველოსთვის“ – სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი

სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ფეისბუქზე“ წერს. პარტიის განმარტებით, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია მიზნად ისახავს იმ საჯარო საჯარო მოხელეების დასჯას, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულნი არიან. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინ

ბექა ლილუაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს?

"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს? ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/719899334309840

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება

ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ

ანა ბუჩუკური - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ტაქტიკა გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები როგორ ისტერიას მოაწყობენ

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ტაქტიკა გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები როგორ ისტერიას მოაწყობენ, იმედია, „ლელო“ რაციონალურ გადაწყვეტილებს მიიღებს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1668244943829112

ტატა ხვედელიანი - რიგი პარტიები ცდილობენ პროცესის რადიკალიზებას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ “ლელო” მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას არჩევნებთან დაკავშირებით

რიგი პარტიები ცდილობენ პროცესის რადიკალიზებას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ “ლელო” მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას არჩევნებთან დაკავშირებით. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/30733974449523178

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში - ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გაძლიერება

პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში დაიწყო. შეხვედრა უკვე შედგა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ, სტივენ დოუთისთან. ასევე, დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან - თემთა და ლორდთა პალატაში, კერძოდ, ლორდებთან დონ ტუიგი და ჯორჯ ფოლკი, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის (Georgia APPG) წევრ დეპუტატებთან - მარკ პრიჩარდთან, ლორდ ბეითთან და ლორდ ტევერსონთან. ვიზიტის მიზანია საქ

დიმიტრი ცქიტიშვილი ნიკა მელიაზე - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული - შეიძლება აღარც აწყობს “ქართულ ოცნებას” ოპონენტი ციხეში, მაგრამ ჩიხში შევიდა და იძულებულია

მე არ შემიძლია, პატიმრის მიმართ არ მქონდეს გულწრფელი სოლიდარობის განცდა, მითუმეტეს პოლიტიკოსის, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული და არაფერი სხვა. ეს აქცევს მათ პოლიტიკურ პატიმრებად, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, რამდენად აწყობს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ოპო

„გახარია საქართველოსთვის“ - უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება - ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური მოტივით მოხდა. როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ. "გახარია საქართველოსთ

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. პოლიტსაბჭო 24 წევრით იქნება წარმოდგენილი. მის შემადგენლობას მხარი დღეს გამართულ ყრილობაზე დაუჭირეს. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: გიორგი გახარია, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, შალვა კერესელიძე, ბერდია სიჭინავა, გიორგი შარაშიძე, რუსუდან თევზაძე, კახაბერ ქემოკლიძე, გიგა ფარულავა, ზაზა თავაძე, თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, მალხაზ თორია, გიორგი ჭანტურია, გიორგი ბაშარული, 

გიორგი გახარია - გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს - როცა კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც უნდოდა, ის შედეგი დაიდო, შედეგი სამართლიანია თუ არა, არავის ადარდებს

როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის. „არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს ა

გიორგი გახარია - „პარლამენტში მაისამდე შევლენო“, დამთავრდა მაისი! არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - ბოიკოტში ვართ და პარლამენტში არ შევდივართ

დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს. „დამთა

გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს. „გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშ

გიორგი გახარია - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით - რადიკალური, რევოლუციური სცენარი გაახარებს მტრებს

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. „დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი ს

ანა ბუჩუკური - ცალსახაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო?

ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია.
×
×
  • შექმენი...