Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება. „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე

ბექა ლილუაშვილი -  “ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს (ვიდეო)

“ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, პოლიტიკურ იარაღად უკვე “ოცნება” იყენებს ფიზიკურ ძალადობასაც. “ოცნება” გაგრძელებად იქცა იმ ხელისუფლების, რომლის დამარცხებაშიც , საქართველოს მოქალაქეების მოწადინებით, თავადვე იყო ჩართული 2012 წელს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com

სახალხო დამცველის აპარატი - თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს - სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შესახვედრად

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლ

მინიმუმ 6 ადამიანი იყო, წამაქციეს და მერე ფეხით შემდგნენ - ბორის (ჩელე) ყურუა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას თავს დაესხნენ. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ და ცემეს. მისი თქმით სავარაუდოდ მხარი და თითი აქვს ამოვარდნილი. როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა. პუბლიკა

სახლთან დამხვდნენ, წიხლები მირტყეს - ნოდარ ჩაჩანიძე

პარტია „ახალის” წევრს  ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები სადარბაზოსთან ელოდებოდნენ. „როგორც მეზობელმა მითხრა, ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ორი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი – მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული ისე მოქმედებდნენ. მე და ჩელე ერთად წამოვედით, მასაც დახვდნენ სახლთან და მეც. მგონია, რომ ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანა სწრაფად მოუყენეს“

გიორგი გახარია - გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე: "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!   ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Minis

ოჯახის თქმით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა, მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ

ოჯახის და მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა და მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ასევე მათი ცნობით, შენობაში არ უშვებენ მის ძმებს. უჩა აბაშიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა. „პუბლიკა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახალდება.   პუბლიკა

გახარია - ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.   ფაქტია, დღეს, არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში

პაველ ჰერჩინსკი - კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ - არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული. "ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქ

საით მიდიხარ, საქართველო? - ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ. მაგრამ გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებზე უნდა იდგეს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებისა და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. Quo vadis (ლათ. საით მიდიხარ), საქართველო?”, – წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ “X”-ზე. გუშინ, 8 მაისს, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამარ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გააკრეს | რჩევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს. „ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი

ბერდია სიჭინავა - მიხეილ სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობია, მან თავის თავს მიხედოს. არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება, ზუსტად ისეთივე მშვიდობიანი მეთოდებით გავუშვებთ ხელისუფლებიდან „ოცნებიდან", როგორც ეს ქართველმა ხალხმა 2012 წელს

მიხეილ სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობია, მან თავის თავს მიხედოს. არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება, ზუსტად ისეთივე მშვიდობიანი მეთოდებით გავუშვებთ ხელისუფლებიდან „ოცნებიდან", როგორც ეს ქართველმა ხალხმა 2012 წელს გააკეთა.   ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745449201088037/

ლევან გოგიჩაიშვილი - ძალადობა არის სისუსტის დამახასიათებელი, თქვენ, როგორ ფიქრობთ 60%-იან პარტიას ეს სჭირდება? (ვიდეო)

ძალადობა არის სისუსტის დამახასიათებელი, თქვენ, როგორ ფიქრობთ 60%-იან პარტიას ეს სჭირდება? პოლარიზაცია რა თქმა უნდა არის ამოცანა, მაგრამ პოლარიზაცია იმ შემთხვევაში გამოდიოდა, როცა ვთქვათ, მეორე მხარეს ჰყავდათ “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს მეორე მხარეს არის სრულიად საზოგადოება. ვფიქრობ, რომ “ოცნების” შიგნით არის ძალიან სერიოზული რყევები. ამ პროცესს ჰყავს ერთი წარმმართველი, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მთელი თავისი სიგიჟეებით, ილუზიებით, რაღაცა გამოგონილი სამართლიანობი

ანტირუსული პროტესტი ქუჩაში და მისი მედია გაშუქება

ტატა ხვედელიანი და იაკობ ჯანგავაძე  თბილისში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაზე, ამ პროტესტის თავისებურებებსა და მის გაშუქებაზე    

მიშა დაუშვილი - ყველანაირი ძალადობა მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 2012 წელში. "ოცნება" დღეს მოქმედებს სრულად "ნაც.მოძრაობის" მეთოდებით

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 2012 წელში. "ოცნება" დღეს მოქმედებს სრულად "ნაც.მოძრაობის" მეთოდებით.      მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გახარია საქართველოსთვის" წევრი. 

ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეებზე თავდასხმებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი 8 მაისს მოქალაქეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს: „სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტუ

NGO-ები: რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციის ორგანიზატორებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულ და აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიყვებიან. გუშინ 8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს. ღვინიანიძ

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კვლევები უტარდება. „გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ბერდია სიჭინავა - სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან - „ოცნება“ მოქალაქეებს ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება

სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. სიჭინავას თქმით, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ორი რამ გახდა ნათელი: - ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნ

დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩ

გიორგი გახარია - "ოცნება" განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას

"ოცნება" განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას. განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდე
×
×
  • შექმენი...