Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მოწოდებაა, დროულად იქნას გამოძიებული ძალადობაზე ინფორმაცია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ელჩი დანიგანი დღეს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) წევრებს შეხვდა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. პუბლიკა

ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან. ინტერპრესნიუსი

შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს - ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის, რათა შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს - მე ვერ შევხვდები!

რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაც

საქართველოში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით კრიმინალური ჯგუფის 15 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული 15 პირიდან შვიდს ბრალად ედება არასრულწლოვანების ჩართვა ტრეფიკინგში, რვას კი - ორგანიზებული ძარცვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაკავებულებიდან სამი წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დააკავა. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო

„ამით არავინ არ დარჩება მოგებული“ – ბიზნეს ასოციაციები რუსულ კანონზე

დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. „ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

ანა ბუჩუკური - ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს (ვიდეო)

2012-ში, როდესაც წინა ხელისუფლება მოიშორა საზოგადოებამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს.   ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1162942791598719/

ლევან გოგიჩაიშვილი - სამწუხაროდ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით გადავიდა მასობრივ ტერორზე (ვიდეო)

სამწუხაროდ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით გადავიდა მასობრივ ტერორზე. თუ დააკვირდებით, ყველაზე აგრესიული, ბინძური შემსრულებლები არიან ზუსტად ის “ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე პორტირდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”. ივანიშვილი ცდილობს, რომ გაზარდოს დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა, რომ მერე მიუბრუნდეს ამ ადამიანებს და უთხრას- თქვენ თუ არ დაიცავთ ხელისუფლებას, თუ დავკარგავ ხელისუფლებას, მოგადგებიან და მიგაბრძანებენ იქ, სადაც არის დამნაშავეების ადგილი.

შსს-ს ცნობით, ჭავჭავაძეზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა. ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია და მოქალაქეთა დაკავება ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს, მათ შორის ქალები. „პუბლიკისთვის“ ცნობილია ორი ქალის ვინაობა –  თინა ვაშაკიძე, რომელიც „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ის სცემეს და მანქ

„ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“ — 8 ქვეყანა

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. განცხადებაში, რომელსაც დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა და ლატვია ერთობლივად ავრცელებს ვკითხულობთ, რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მათი თქმით, გასული წლის დეკემ

ნორვეგია საქართველოში მუქარის შემცველ ზარებსა და აქტივისტების ცემას ეხმაურება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით: 7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან. 8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ

ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის ევროპულ მომავალს - ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით ეხმაურებიან. „ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გას

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას დაურეკეს და დაემუქრნენ - დაუსჯელი არავინ დარჩება! - მივმართეთ გენერალურ პროკურორს, გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყონ

ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება. მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გამოძიებას დაიწყებს. „როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალა

“უჩა აბაშიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს” – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 9 მაისს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. მათ შორის, პოდკასტერი უჩა აბაშიძე. უწყების ცნობით, ის საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. “დაკავებულმა [უჩა აბაშიძემ], სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უ

პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება. „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე

ბექა ლილუაშვილი -  “ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს (ვიდეო)

“ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, პოლიტიკურ იარაღად უკვე “ოცნება” იყენებს ფიზიკურ ძალადობასაც. “ოცნება” გაგრძელებად იქცა იმ ხელისუფლების, რომლის დამარცხებაშიც , საქართველოს მოქალაქეების მოწადინებით, თავადვე იყო ჩართული 2012 წელს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com

სახალხო დამცველის აპარატი - თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს - სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შესახვედრად

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლ

მინიმუმ 6 ადამიანი იყო, წამაქციეს და მერე ფეხით შემდგნენ - ბორის (ჩელე) ყურუა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას თავს დაესხნენ. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ და ცემეს. მისი თქმით სავარაუდოდ მხარი და თითი აქვს ამოვარდნილი. როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა. პუბლიკა

სახლთან დამხვდნენ, წიხლები მირტყეს - ნოდარ ჩაჩანიძე

პარტია „ახალის” წევრს  ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები სადარბაზოსთან ელოდებოდნენ. „როგორც მეზობელმა მითხრა, ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ორი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი – მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული ისე მოქმედებდნენ. მე და ჩელე ერთად წამოვედით, მასაც დახვდნენ სახლთან და მეც. მგონია, რომ ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანა სწრაფად მოუყენეს“

გიორგი გახარია - გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე: "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!   ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Minis

ოჯახის თქმით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა, მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ

ოჯახის და მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა და მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ასევე მათი ცნობით, შენობაში არ უშვებენ მის ძმებს. უჩა აბაშიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა. „პუბლიკა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახალდება.   პუბლიკა

გახარია - ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.   ფაქტია, დღეს, არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში
×
×
  • შექმენი...