Jump to content
Planeta.Ge

Blogs

დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩ

გიორგი გახარია - "ოცნება" განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას

"ოცნება" განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას. განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდე

„ძალიან მძიმე ცვლილებებია“ — ოპოზიცია დაგროვებით პენსიაზე ცვლილებს ეწინააღმდეგება

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს აკრიტიკებენ და ცვლილებების უკან საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკს ხედავენ. საუბარია პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა და საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებ

„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი" - ლექსმანი „ოცნების" მონაცემთა ბაზაზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას ეხმაურება და გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. შალვა პაპუაშვილმა დააანონსა მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მმართველი პარტია განათავსებს ინფორმაციას იმ ადამიანებს შესახებ, ვინც მათი შეფასებით, ჩართული არიან „ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მუქარასა და შანტაჟში” ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ. პაპუაშვილის განცხადებით, ბაზაში

კუპატაძე: პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. კუპატაძის განცხადებით, „იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მ

ნათია კუპრაშვილი - დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა - საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.   ნათია კუპრაშვილის განმარტებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანა

"გახარია საქართველოსთვის" - „ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს

„ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის. დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების

იოზვიაკი: ბრიუსელში იყო დებატები საქართველოზე, შესაძლოა, გამოქვეყნდეს განცხადებები

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში. დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართუ

პაპუაშვილი: მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების ბაზის შექმნას ვიწყებთ

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“. პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება, სადაც უწყება ისევ „რევოლუციურ სცენარზე” საუბრობს.   პუბლიკა

სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას - დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას,

აშშ-ის საელჩო - არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს. „ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად. არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქარ

8 მაისი ევროპის დღეა - ევროპა გვაერთიანებს, „არა“ ყველაფერს, რაც გვაშორებს ჩვენ ისტორიულ ოჯახს

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი – 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, 8 მაისს, ევროპის დღეც აღინიშნება. წელს, საქართველო ამ თარიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ხვდება – ჩვენი სამშობლო არასდროს ყოფილა ევროკავშირის წევრობასთან ისე ახლოს, როგორც დღესაა.  კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის შეიქმნ

საქართველოს მოქალაქეობის ტესტში აღარ არის კითხვები ოკუპაციასა და სააკაშვილზე

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა და ოკუპაციის შესახებ. ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” რუსულენოვანმა გამოცემამ, Ekho Kavkaza-მ გაავრცელა. საუბარია საქართველოს ისტორიის ტესტებზე, რომლის ახალი წესები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით: – დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერი

მიშა დაუშვილი -  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკვე მეორედ ამბობს, რომ 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკვე მეორედ ამბობს, რომ 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე.  მიშა დაუშვილი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/438148995648601/

ბექა ლილუაშვილი - მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ხელმოცარულები დარჩნენ სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით, ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ

მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ხელმოცარულები დარჩნენ სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით, ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ, რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ადამიანებს პასუხს გავცემთ. ოთხწელიწად ნახევარია გასული, სამწელიწად ნახევარია ჩვენ ხელისუფლებას აღარ წარმოვადგენთ და ამნისტიის პროცესი კარგა ხნით მერე მოხდა, როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიყავით, ამიტომ ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია- მათ ამის გამოძიებაზე თვითონვე თქვეს უარი ამნისტიის გაკეთებით.

ანა ბუჩუკური - “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში გავუშვით ზუსტად ამ მეთოდების გამო, რაზეც გადასულია “ოცნება”

“ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში გავუშვით ზუსტად ამ მეთოდების გამო, რაზეც გადასულია “ოცნება”, როდესაც ქუჩებში ახალგაზრდებს გვახვედრებდნენ ზონდერებს, მათ უქსევდნენ ოპონენტებს, ყველას ვინც არ ეთანხმებოდა “ნაც.მოძრაობის” რეჟიმს გვეძახდნენ რუსეთის აგენტებს, მოღალატეებს და ა.შ. ხელისუფლებები, რომლებსაც უკვე აღარ აქვთ პოლიტიკური ლეგიტიმაციის რესურსი, გადადიან ძალადობაზე, როგორც თავის დროზე გადავიდა სააკაშვილის რეჟიმი და ახლა ივანიშვილი.       ანა ბუჩუკური, საპარ

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი იყო გიორგი გახარია, რომლებიც 20 ივნისის ამნისტიას არ ვემხრობოდით

ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი იყო გიორგი გახარია, რომლებიც 20 ივნისის ამნისტიას არ ვემხრობოდით, შესაბამისად ვემხრობოდით იმას, რომ გამოძიება მისულიყო ბოლომდე. როდესაც 20 ივნისის ამნისტიის თემა განიხილებოდა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდოკაზე, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ჩვენი გუნდის მოსაზრება პირველად გავაჟღერე. ვთქვი, რომ ამნისტია არ შევახოთ ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს.  ანა ბუჩუკური

დაუშვებელია კრიტიკული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს, 7 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე და გასულ კვირას, 5 აპრილს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმებს. კლდიაშვილთან ერთად თავს დაესხნენ “ფორმულას” გადამღები ჯგუფის წევრებსაც. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია, თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგ

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ცნობით, დაღუპულები არიან მათი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლები ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეშჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 წლის თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   netgazeti    

31 ევროპარლამენტარი ბორელს: საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი

ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული სტილის“ კანონის გატარებით და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით ზღვარი გადაკვეთა. ამასთან, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. publika

ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა, გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყ

ნათია მეზვრიშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართვ

"ოცნების" ბოლო ქმედება ღიად მიუთითებს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის წინააღმდეგია - ნატალია საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ბრიტანულ მედიასთან საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირეით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრორურუსლი კურსი ღიად აიღო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" პროდასავლურ კურსს აგრძელებდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ცვლილება აშკარად რუსეთისკენ მოხდა. 
×
×
  • შექმენი...