Jump to content
Planeta.Ge

Blogs

"ოცნების" ბოლო ქმედება ღიად მიუთითებს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის წინააღმდეგია - ნატალია საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ბრიტანულ მედიასთან საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირეით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრორურუსლი კურსი ღიად აიღო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" პროდასავლურ კურსს აგრძელებდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ცვლილება აშკარად რუსეთისკენ მოხდა. 

რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩ

„დღეს თბილისი ევროპის დედაქალაქია!” – პაატა ციკოლიას სიტყვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

„ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა: ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა ფეხზე დგას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში

ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ ბეღელურის გატაცებაზე: ე.წ ერთორწმუნეები… არც აღდგომა იციან, არც საფლავი

სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის რამაზ ბეღელურის გატაცებას გამოეხმაურა. ბეღელური გაიტაცეს მაშინ, როდესაც ძმის საფლავზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი წერს, რომ უკუპანტი რუსები ე.წ ერთმოწმუნეები არიან, რომლებმაც  ,,არ იციან არც აღდგომა, არც საფლავი, არც ოჯახი და არც სამშობლო”. გატაცებული რამაზ ბეღელურის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. როგორია მისი შვილის მდგომარეობა – არ იცის.  publika

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური  ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპ

შსს-მ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო

როგორც ,,პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, დაკავებული ჯერ არავინაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას გუშინ, 5 მაისს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან. აფხაზავამ ,,პუბლიკას” უთხრა, რომ დახვდნენ სადარბაზოსთან, იმყოფებოდა შვილთან ერთად და ორივეს ,,გაეკიდნენ ხის ჯოხებით”. აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებშ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობებით, დაღუპული სოსო გუგუტაშვილია. როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფში "შავი არწივი" იბრძოდა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მდინარესთან ახლოს ნაპოვნია გოგონას ცხედარი. დანარჩენი ორი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 2 მაისის შემდეგ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მე-12 კლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ipn

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: "ენა, მამული, სარწმუნოება". მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრივანი, რომლითაც ჩამოაბრძანეს, რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს ოატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. ცნობისთვის, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის ს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. იპ

ივანიშვილს არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებსა და თავისუფალ ხალხზე – ბაჩიაშვილი

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პროკურატურა ფულის მითვისებას ედავება, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს. ის იხსენებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ დასავლეთიდან მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რეფორმები და ინსტიტუტების მშენებლობა, “რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!”. “90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორ

„თუ კანონპროექტი ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, მოსახლება მას არ მიიღებს“ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია. „კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანე

რაზმაძე შსს-ის დეპარტამენტში დარჩენილებს: ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე მიმართავს თავის ყოფილ კოლეგებს და მოუწოდებს, ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რუსულ კანონზე. 2023 წლის 12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და საჯარო პოსტების კონტროლზე საუბრობდა, მოგვიანებით სამსახურიდან გ

გახარია -მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით?  ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე ,  უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაგახსენებთ 2012 წელს, არ წავლ შორს 90-იან წლებში, სად იყო მაშინ საერთოდ დამკვირვებელი? ეს თუ იქნა საერთო სახალხო ნების გამოხატულება, რომლისთვისაც ახლა ყველაფერი კეთდება, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით?  ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე ,  უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

გთხოვთ მაღალი დონის ვიზიტებს, რომ ხალხს დაანახოთ, საქართველო მარტო არაა - პრეზიდენტი ელჩებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ელჩებსა და მათ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილმა ელჩებს ბოდიშიც მოუხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი ქვეყნების მიმართ „თავდასხმის გამო“. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მისი პარტნიორების მხრიდან არასდროს ურგძვნია დომინანტობა ან რომელიმე ამ ქვეყნისგან დამონების მცდელობა.

მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისთვის! - მიმართვა მოქმედ დიპლომატებს

„ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – საზოგადოებრივი, სათემო, მედია და სხვა ორგანიზაციები მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კ

გიორგი გახარია - ეს უნდა იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული მწვავე პროტესტი, რომელიც იქნება განგრძობადი და ექნება საარჩევნო უბნებზე გადაცემის ეფექტი (ვიდეო)

"ეს უნდა იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული მწვავე პროტესტი, რომელიც იქნება განგრძობადი და ექნება საარჩევნო უბნებზე გადაცემის ეფექტი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170857470599381

ბექა ლილუაშვილი - მივმართავ "ოცნებას" - ქოცებო თქვე ნაცებო! (ვიდეო)

მივმართავ "ოცნებას" - ქოცებო თქვე ნაცებო! "ოცნება" დღეს დამარცხებულია და ეს უნდა გავაფორმოთ ერთად 26 ოქტომბერს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/667518505509921/

გიორგი გახარია - როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აქვს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა, მას მსგავსი  ქმედებები არ სჭირდება

"როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აქვს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა, მას მსგავსი  ქმედებები არ სჭირდება. ხელისუფლებას საქართველოში, როდესაც აქვს ლეგიტიმაციის დეფიციტი და დღეს „ოცნებას“ ერთმნიშვნელოვნად ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს - ეს ლეგიტიმაციის დეფიციტი რაღაცით უნდა შეივსოს და შესაბამისად მის დეფიციტს დღეს "ოცნება" ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, რომელსაც შემდგომ მართავს, ავსებს თუნდაც იმ ძალადობით, რომელიც სამწუხაროდ გუშინ, გუშინწინ ვიხილეთ. დღეს "ოცნებას" ან აქვს 30%, ან არ აქვ

"ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ"

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა “ნაც.მოძრაობის” ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობა", ასე დასრულდება "ოცნება".

გიორგი გახარია - ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან

"საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება." გიორგი გ

ბექა ლილუაშვილი - ეს არის პარტია, რომელიც თავის ღირებულებებთან, თავის ამომრჩევლებთან დამარცხდა. ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ოცნებას”, აღარ შერჩათ, დაწყებული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებამდე

ეს არის პარტია, რომელიც თავის ღირებულებებთან, თავის ამომრჩევლებთან დამარცხდა. ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ოცნებას”, აღარ შერჩათ, დაწყებული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებამდე.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408649238616251/
×
×
  • შექმენი...