Jump to content
Planeta.Ge

Blogs

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. განათლების დარგის აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადება ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები – პროფესორები, მკვლევრები თუ დოქტორანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ისეთი საზოგადოების შენებას, რომელიც დაფუძნებულია პერსონალური და საზოგადოებრივი გაძლიერების და თავისუფლების, დიალოგისა და თანამშრომლობის,

„რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც" - ექსპო ჯორჯიადან მშობლების მარში დაიწყო

ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა

გერმანიის ელჩი: მინდა ვიცოდე, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია?

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს. ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა. კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შე

თსუ-ს სტუდენტი: ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიაში შესვლაზე, დილიდან რუსთაველზე ვიდგებით

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა. თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ. სტუდენ

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირისკენ შემდეგი ნაბიჯის შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება - დარჩით ევროკავშირის გზაზე! დარჩით ევროკავშირის გზაზე!

შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას, რომელსაც, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალ

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა. თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით,

ომბუდსმენი: იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვების მასტიგმატიზებელი განცხადებები

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევ

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს

კონგრესმენები კობახიძეს - მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი - წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლ

მმართველ უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში ცვლილებები შეაქვს და ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი შემოაქვს

მმართველ უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში ცვლილებები შეაქვს და ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი შემოაქვს. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწ

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე არის პირველი სამართლის დოქტორი პრემიერი  მსოფლიო ისტორიაში, რომელიც არასწორი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებით ღუპავს ქვეყნის ევროპულ მომავალს

"კობახიძეს არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია და ყველას თავი აარიდა, თუმცა ცუდია, რომ არც დაისვა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა. 1. რატო მოხდა რომ 4 ქვეყანაში პოსტ საბჭოთა სივრციდან, ერთი და იგივე დროს დაინიცირდა ე.წ. რუსული კანონი? (პასუხს თავი აარიდა) 2. რა უნდა უქნას მოქალაქემ ამ გამჭვიევალე ინფორმაციას (ეს კითხვა საზმაუმ დასვა, თუმცა შინაარსობრივად ეს ნიშნავდა ჩემი აზრით, რომ სახელმწიფო რატომ არ ზღუდავს თუ რამე არაკანონიერი ხდება, მას ხომ ყველანაირ ინფორმაციაზე აქვს

შსს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებას ვიდეოს სახით ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. უწყების მტკიცებით, დაკავებული აღიარებს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან ფულის აღების ფაქტს. უწყებას ეხმაურებიან განცხადებაში ჩამოთვლილი პოლიტიკოსები. პუბლიკა

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მოწოდებაა, დროულად იქნას გამოძიებული ძალადობაზე ინფორმაცია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ელჩი დანიგანი დღეს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) წევრებს შეხვდა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. პუბლიკა

ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან. ინტერპრესნიუსი

შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს - ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის, რათა შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს - მე ვერ შევხვდები!

რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაც

საქართველოში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით კრიმინალური ჯგუფის 15 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული 15 პირიდან შვიდს ბრალად ედება არასრულწლოვანების ჩართვა ტრეფიკინგში, რვას კი - ორგანიზებული ძარცვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაკავებულებიდან სამი წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დააკავა. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო

„ამით არავინ არ დარჩება მოგებული“ – ბიზნეს ასოციაციები რუსულ კანონზე

დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. „ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

ანა ბუჩუკური - ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს (ვიდეო)

2012-ში, როდესაც წინა ხელისუფლება მოიშორა საზოგადოებამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს.   ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1162942791598719/

ლევან გოგიჩაიშვილი - სამწუხაროდ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით გადავიდა მასობრივ ტერორზე (ვიდეო)

სამწუხაროდ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით გადავიდა მასობრივ ტერორზე. თუ დააკვირდებით, ყველაზე აგრესიული, ბინძური შემსრულებლები არიან ზუსტად ის “ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე პორტირდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”. ივანიშვილი ცდილობს, რომ გაზარდოს დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა, რომ მერე მიუბრუნდეს ამ ადამიანებს და უთხრას- თქვენ თუ არ დაიცავთ ხელისუფლებას, თუ დავკარგავ ხელისუფლებას, მოგადგებიან და მიგაბრძანებენ იქ, სადაც არის დამნაშავეების ადგილი.

შსს-ს ცნობით, ჭავჭავაძეზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა. ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია და მოქალაქეთა დაკავება ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს, მათ შორის ქალები. „პუბლიკისთვის“ ცნობილია ორი ქალის ვინაობა –  თინა ვაშაკიძე, რომელიც „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ის სცემეს და მანქ

„ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“ — 8 ქვეყანა

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. განცხადებაში, რომელსაც დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა და ლატვია ერთობლივად ავრცელებს ვკითხულობთ, რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მათი თქმით, გასული წლის დეკემ

ნორვეგია საქართველოში მუქარის შემცველ ზარებსა და აქტივისტების ცემას ეხმაურება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით: 7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან. 8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ
×
×
  • შექმენი...