პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმით
საქართველოში საკანონმდებლო ზომები სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან - ეს სახიფათო კურსია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში საგანგაშო ვითარება დეტალურად აღწერა.
“დღეს, საქართველოს სხვა მეომრებთან ერთად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში, სადაც რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს და ავტორიტარული მმართველობისკენ
მათ რომ რაიმეს გამოძიება სურდეთ, უპირველესად, პასუხისმგებლობის დაკისრება და კითხვების დასმა, საკუთარივე რიგების წარმომადგენლების მიმართ უნდა განახორციელონ - „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეაქტიულ პოზიციაში ყოფნა უწევდა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას,
გაასამართლებს "ოცნება" გივი მიქანაძეს და "ოცნების" რიგებში მყოფ დანარჩენ "ნაცებს" ?!
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/456314877537620
რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ჩინოვნიკი დასანქცირდება.
დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/622852366869536
“ოცნების” რეჟიმი დგას 3 რამეზე:
1. პროპაგანდასა და პროპაგანდისტულ არხებზე;
2. ძალადობის სისტემურობაზე;
3. რეჟიმის სპონსორებზე.
სანქციების წრის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ “ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9028416893940732
გერმანიის ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყოს ეუთოს გრძელვადიანი დაკვირვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია ო
ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“.
უილსონის განცხადებით, ის ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ.
“ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერ
სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო პირველ წრეზეც - პრივილეგიების მქონე ბიზნესმენებზე და ინსტიტუტებზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სანქციები რეალურად მუშაობს და ასუსტებს „ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს“ და უნდა გაგრძელდეს.
“არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის და დე ფაქტო პრე
„რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
„რადიო თავისუფლება” კარგად ინფორმურებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წერილი დღეს, 2025 წლის 9 იანვარს გაიგზავნა და მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივ
თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია „დურუჯის“ ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს.
თეატრალური პრემია „დურუჯის“ დამფუძნებელია ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფი“. ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია. ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილ
„გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ანტისანიტარია იყო, ეყარა სარემონტო სამუშაოების ნარჩენები – ცემენტი, რაც თავად ავფხიკეო”, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი ნინო ლომინაძე აცხადებს.
ნიკა კაცია, რომელსაც პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება. ის ამჟამად ბრალდებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამო გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.
ადვოკატის გადმოცემით, კაცია პირობების გაუარესებაზე რამდენიმე მიმართულებით საუბრ
მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ - ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, საქმეზე გარკვეული მასალებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი, ძირი
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.
აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯ
„გახარია საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. პარტია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა. ოპოზიცია არჩევნების შედეგ
უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია“, -
ჩვენ წერილი დაახლოებით 1 კვირის წინ გავგზავნეთ, უბრალოდ ტაქტიკურად არ ვახმაურებდით - მათი [დანარჩენი ოპოზიციის] წერილის ძირითადი ნაწილი ჩვენგანაა გადატანილი, პირდაპირ წინადადებებია გადატანილი. ეს პლაგიატია, მაგრამ რადგან აკადემიური ნაშრომი არაა, პლაგიატს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხზე წერილის თაობაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, თუ პარტია „გონს არ მოვა“.
„ახალი არჩევნები თავისთავად ჩაინიშნება, თუ მმართველი პარტია დაიშლება, რაც მისი გარდაუვალი მომავალია, თუ თვითონ არ მოვა გონს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი. როგ
პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია.
„ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს
მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის,რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი.
„ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იშლება.
როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს.
„არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.
ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
მისივე თქმით, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.
პუბლიკა
9 იანვარს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
პრესსამსახურის თანახმად, სალომეზურაბიშვილის ბრიფინგი 13:00 საათზე არის ჩანიშნული.
უცნობია, რა საკითხებთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.
იპნ