Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წე

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზ

ანა ბუჩუკური - გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა (ვიდეო)

გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა დღეს. რა ფორმით ჩავხსნით სიებს, როდის ჩავხსნით ეს არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან გვაქვს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/556539093655789

გიორგი შარაშიძე - ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი (ვიდეო)

ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარია, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9151502004883060

ლევან გოგიჩაიშვილი - სიის ჩახსნაზე უარის თქმის უფლება ცესკოს არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას , ეს "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენ ამ თამაშში შესვლას არ ვაპირებთ (ვიდეო)

სიის ჩახსნაზე უარის თქმის უფლება ცესკოს არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას , ეს "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენ ამ თამაშში შესვლას არ ვაპირებთ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086900336553709

ცესკომ დაადგინა პრეზიდენტის არჩევნების კოლეგიის კვოტები და გრაფიკი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში. პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრი

პეტრას აუსტრევიჩუსი - მოვუწოდებთ, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, რაც შეიძლება სწრაფად - ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე

როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება. „ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ

მარკეტა გრეგოროვა - რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები - მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან

რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივ

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას - არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები"

"ვისაც 2023 წლის მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 7 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“. უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა. არჩევნების დაცვი

გიორგი გახარია - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის - გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებსა და სენტიმენტებზე თამაშს, დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება მოჰყვება

ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ვართ, მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას მოსაზრებით, აქციის შედეგების ხალხზე დაბრალება „არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც ხალხი არავის აპატიებს“. „ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს: ქუჩაში, დაპირისპირება.... ეს ივანიშვილისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შე

ცესკომ „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიები გაუუქმა

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. „აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნ

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის ლეგიტიმაციაზე იოსელიანის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”. ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”. ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც და

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ განყოფილებაში

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და  განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ

განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნ

2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ნაწარმოებების ნაწილი ამოიღეს | სია

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია გარკვეული ნაწარმოებები: სულხან-საბა ორბელიანი  „მემკვიდრის აღზრდის ამბავი“; „მეფე ხორასნისა“; „ძუნწი და ვაჭარი“; „უგუნური მცურავი“; „სამნი ბრმანი“; „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“ დავით გურამიშვილი „სწავლა მოსწავლეთა“; „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავ

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი - თავისი თოჯინების თეატრი

ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის არჩევნების პროცედურაში, როგორ

პრეზიდენტი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებაზე - ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო. „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ო

გიორგი გახარია - სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილსა და მის პარტიას, მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით

სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა. „რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თ

გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციის ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად. გახარია ამბობს, რომ ისინი მიიჩნევენ, პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ. მისი თქმით, მნიშვნელობა

რუმინელი ევროპარლამენტარი - ის, რაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა, მოხდა მოლდოვაშიც, საქართველოშიც - რუსეთი საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს

რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. „ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს,

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ, „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონ

განათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა. საგამოცდო პროგრამა დამტკიცებულია 12 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენები; ისტორია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 1 ტვ

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლ
×
×
  • შექმენი...