Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა. გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ი

საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა  შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია. ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა. „ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები

POG: გამოძიების ფარგლებში დაილუქა არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს „ცალკეული პოლიტიკური პარტიების” წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციი

ნატალი ლუაზო - არ შეგვიძლია 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული”. “თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომე

გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია,

დღეიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქსტატის ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერ

ტრამპმა გენ. პროკურორობისა და სახელმწიფო მდივნის კანდიდატები დაასახელა

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის კანდიდატია. მარკო რუბიო 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა. ტრამპმა გენერალური პროკურორობის კანდიდატი დაასახელა – ამ თანამდებობაზე განიხილება რესპუბლიკელი მეთ გეცი. კ

სააპელაციოში გასაჩივრდება საოლქოების ოქმებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული სარჩელით სასამართლოსთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდათ მიმართული. გუშინ, 13 ნოემბერს სამივე მათგანის სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებულად განიხილა მოსამართლე ივერი აბაშიძემ. მოსარჩელე მხარეების საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელ

გახარია: რუსეთის საგარეოს განცხადება და ის, რაც აფხაზეთში ხდება, აღიარების პროცესის დაწყებაა

გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება და ის პროცესები, რომლებიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს, 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრი

გახარია ცესკოს: იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ რაიმედ ჩავაგდოთ, სია გაასაჯაროვეთ

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გაასაჯაროოს იმ ამომრჩევლების სია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელ უბანზე მისცეს მათ ხმა.  გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველ მიმართვაზე ცესკოს რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით – დაეცვა აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება, თუმცა პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მ

გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.   ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/1091564102585972: 

გიორგი გახარია - „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა - ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ

მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“. „საქართველოში ჩატ

პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს

პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯ

მედია - წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეინარჩუნებენ

„რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ CBS News-ი საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის პროგნოზით, კონგრესის ქვედა პალატაში „რესპუბლიკელებს“ მინიმუმ 218 ადგილი ექნებათ, ხოლო „დემოკრატიულ პარტიას“ - მინიმუმ 211. შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ კონტროლი სენატზეც მოიპოვეს.   იპნ

ზვიად ძიძიგური - პირველი ვინც თქვა, რომ ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენ, ჩვენი სიტყვის ერთგულები ვართ (ვიდეო)

პირველი ვინც თქვა, რომ ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენ, ჩვენი სიტყვის ერთგულები ვართ. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1084274776708855

გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია და დიმიტრი ცქიტიშვილი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ

გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია და დიმიტრი ცქიტიშვილი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპული მომავლის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს.        

გიორგი შარაშიძე - “ოცნებამ” ქართველ ხალხს მოპარა დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი, რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები (ვიდეო)

“ოცნებამ” ქართველ ხალხს მოპარა დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი, რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოიპარა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი და თუ ეს ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს აზრი აღარ ექნება. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1645830789331717

ბერდია სიჭინავა - ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რაღაც რიტუალებში მონაწილეობა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვას და საქმეს აქვს ფასი (ვიდეო)

ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რაღაც რიტუალებში მონაწილეობა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვას და საქმეს აქვს ფასი. სიტყვა გვითქვამს და ის ქცეულა საქმედ. ჩვენგან ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. საერთო მიზანი უნდა გვამოძრავებდეს ყველას - ამ ქვეყანაში იმედის გადარჩენა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520310834338005

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში. მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს

ცესკოსთან ქალების აქცია იმართება - შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

ცესკოს შენობასთან ქალების აქცია მიდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები დგანან შენობის შესასვლელთანაც. როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ. რამდენიმე დღის წინ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალი კამპანი

ISFED - ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს,

დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა. „მ

საფრანგეთის მთავრობამ უკრაინისთვის Mirage 2000-5F ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა

საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება. შეგახსენებთ, ივნისში საფრანგ
×
×
  • შექმენი...