Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი გახარია - პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, „ერთი კონკრეტული

გიორგი გახარია - გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი - არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რათა მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით

მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს   

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892083308937038/

ISFED: მოვუწოდებთ საგარეოს, გაასაჯაროოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება ცესკოს გადაწყვეტილებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბნის გახსნის შესახებ და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი სა

“ქართული ენა გალში არასდროს გაქრება”- მოხალისე მასწავლებელი გალიდან

25 წლის გიგა ბენია თბილისში მომუშავე ჟურნალისტია გალის რაიონიდან. სკოლა გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. როგორ ყველა გალელმა, გიგასთვისაც არაა უცხო ქართულ ენაზე სწავლების სირთულეები გალში, შესაბამისად, ამჟამად ცდილობს, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლაში უსასყიდლოდ დაეხმაროს. “სკოლის პერიოდში, რადგან ქართულის სწავლება აკრძალული იყო, მე კი ეროვნულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავ

პარტიების საარჩევნო სიები 2024 წლის არჩევნებისთვის

26 სექტემბერს პარტიებმა 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური სიების წარადგინეს – „ქართული ოცნების” სია 170 ადამიანისგან შედგება. „ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილი  ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანი ლაშა ტალახაძე ვახტანგი თურნავა მაკა ბოჭორიშვილი გენო პეტრიაშვილი სოზარ სუბარი მარიამ ქვრივიშვილი ანრი ოხანაშვილი ნიკოლოზ სამხარაძე ეკა ჭიჭინაძ

პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით მისი მიღება „ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნი

უკრაინის საელჩო - მოძმე ქართველებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს - მემორიალზე ამოტვიფრულია უკრაინელების სახელებიც - გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია! უკრაინას ახსოვს!

მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რ

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან. „ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან (ვიდეო)

“ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/961613629062857/

ზვიად ძიძიგური -“ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას მინდა ვუთხრა, რომ არ გეგონოთ ეს არჩევნები იოლი, იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი

“ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას მინდა ვუთხრა, რომ არ გეგონოთ ეს არჩევნები იოლი, იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ შედეგის გადაწყვეტა შეუძლია ყველას, არჩევნებზე მისულ კონკრეტულ ადამიანს. სულ არ ეგონა სააკაშვილს, რომ წააგებდა იმ არჩევნებს, მაგრამ ისეთი დარაზმულები მივიდნენ “ოცნების” მხარდამჭერები, რომ სწორედ ამან გადაწყვიტა არჩევნების ბედი.  

გუჯა ხოკრიშვილი - იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას (ვიდეო)

“ოცნება” საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას. გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069247177934436/

დიმიტრი ცქიტიშვილი -“ოცნება” ახორციელებს რეპრესიულ მექანიზმებს, რომ დათრგუნოს ჩვენი მოქალაქეები (ვიდეო)

“ოცნების” ღირსება სრულიად მოწყვეტილია რეალურ ღირსებას. ღირსება არის სიმართლე და განვითარება, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ არის. “ოცნება” ახორციელებს რეპრესიულ მექანიზმებს, რომ დათრგუნოს ჩვენი მოქალაქეები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/486212687745342/

ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული – ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საარჩევნო პროპაგანდისთვისაა გამოყენებული, სამარცხვინოს უწოდებს. ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული. „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზა

ცესკო 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. როგორც ცესკოში აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაგეგმილი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პუბლიკა

თეონა აქუბარდია პრემიერის გაეროში გამოსვლაზე - ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება

ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“. აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. „თქვენ

ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება | საიას შუალედური ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. საიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა

პრეზიდენტი ემიგრანტებს - თქვენს ხელშია ხვალინდელი მომავალი - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი, თუ ქვეყანა დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას

თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენს და თქვენს შვილებს დაბრუნების სურვილი არ გექნებათ, - ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავე

სოფიო ხორგუანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით მთავრობას მიმართა

იურისტმა, სოფიო ხორგუანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით მთავრობას მიმართა. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით (შემდგომში- N791 განკარგულება) დამტკიცდა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ქვეყნის მასშტაბით, 223 დასახლებული პუნქ

დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში

ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა. „ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულია. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს სტანდარტული, ორდინარული სიტუაცია, სადაც ჩვენ უბრალოდ პოლიტიკურ პრო
×
×
  • შექმენი...