Jump to content
Planeta.Ge

Blogs

დაჯარიმებულთა დასახმარებლად 348 000 ლარი შეგროვდა

2 ივნისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის  14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე: TBC ბანკი: GEL: #GE41TB7249036080100001 USD/EUR: #GE85TB7249036180100001 საქართველოს ბანკი: GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311

6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს

„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას. როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულე

ლევან გოგიჩაიშვილი - ერ ვხსნი ვადამდელი არჩევნების არსს, თუ შენ ამარცხებ ხელისუფლებას, მეორე სუნთქვას რატომ უხსნი ერთ წელიწადში? (ვიდეო)

რეფორმების ნაწილს ჩვენ სრულიად ვუერთდებით. სხვა საკითხებთან მიმართებით კი გვაქვს კითხვები. მე ვერ ვხსნი ვადამდელი არჩევნების არსს, თუ შენ ამარცხებ ხელისუფლებას მეორე სუნთქვას რატომ უხსნი ერთ წელიწადში? ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1157968488748891/

TI: თელავის სასამართლოს თავმჯდომარე დეკლარაციაში ხელფასს და უძრავ ქონებას მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს. დარღვევა I – მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება: 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვი

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას - კომპანიას არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება

სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთ

თიის როიტენი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - დაუწესეთ სანქციები ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს

საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - მაგრამ საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. „საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იპნ

გიგა ფარულავა - მოვუწოდებთ “ოცნებას” პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, კეთილი ინებონ და დაესწრონ საკრებულოს სხდომას, რომ მათ მიერ დაწყებული ეს პროცესი მიიყვანონ ბოლომდე (ვიდეო)

ყველა ვხედავთ როგორ იქცევა “ოცნება”, მათ მიერ დაინიცირებულ საკითხზე - თანამდებობის პირების გადაყენების საკითხზე არ გამოცხადდნენ. ეს არის დამარცხებული “ოცნების” სახე, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისინი ამ ქმედებით საბოტაჟს და ბოიკოტს უცხადებენ ზუგდიდს და ჩვენს თანამოქალაქეებს. მოვუწოდებთ “ოცნებას” პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, კეთილი ინებონ და დაესწრონ საკრებულოს სხდომას, რომ მათ მიერ დაწყებული ეს პროცესი მიიყვანონ ბოლომდე. გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თა

ანა ბუჩუკური - ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის შესრულებაზე, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ნაწილში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ (ვიდეო)

ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის შესრულებაზე, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ნაწილში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომ ეს არის პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩიხში შემყვანი ჩანაწერი. ახლა ძალიან მნიშვნრლოვანია ძალების მაქსიმალური გაერთიანება არჩევნების დაცვაზე, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნები გვაქვს დასაცავი, რომ ვიმსჯელოთ მომავალზე და მათ შორის ევროპულ პერსპე

ბექა ლილუაშვილი - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს - ჩვენი გუნდი შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ „ქართულ ქარტიას“ ხელს ვერ მოაწერს

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ "ქართულ ქარტიას" ხელს ვერ მოაწერს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მის პარტიას მიაჩნია, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. ამასთან, ლილუაშვილი

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

4 ივნისს ბოტანიკურ ბაღში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები - იუ კომაკი და ტოშიკო ონერი.    იაპონური ჩაის ცერემონია რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას.      ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

პრემიერი - 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ წინსვლა გვაქვს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყ

პოლიტიკური პარტიები დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტ

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირ

გიორგი გახარია "ქართულ ქარტიაზე"

"რთული დოკუმენტია. იქ არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ძალიან კარგი გეგმა, რაც აუცილებლია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა...  ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ყველა ამ რეფორმას სრულად დავუჭერთ მხარს - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები,  ნებისმიერი ფორმის -  დროებითი, ტექნიკური მთავრობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე, არის სამართლე

გიორგი გახარია - პრეზიდენტის მთავარი მისია სწორედ არჩევნების დაცვა უნდა იყოს - ჩვენ თუ არჩევნები ვერ დავიცავით, საქართველო კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთ შესაძლებლობას დაკარგავს

"გამოწვევა გართულდა - ჩვენ უნდა დავიცვათ ყვეყნის საგარეო ორიენტაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ საქმეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიცავთ არჩევნებს, იმიტომ, რომ "ოცნებას"  არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს.  მე ახალგაზრდების ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ პროტესტული ენერგია გარდაქმნან პოზიტიურ გეგმად, რითიც არჩევნებს დაიცავენ.  საქართველოში არის დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანი. ეს ახალგაზრდები, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსუ

გიორგი გახარია - ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილი და დამარცხებულია

"მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და  რატომ ვამბობთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან. ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ.  მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი-ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა. დღეს როგორც მოქმედებენ - ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა,  როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყე

გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაურკვეველი, კორუმპირებული მთავრობა გვყავს, ქვეყანა არის სრულად პროევროპელი და გამსჭვალულია მიზნით, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი (ვიდეო)

მოგეხსენებათ, რომ პრაღაში ჩატარდა ნატოს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალი, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი- ვაშინგტონში ივლისში ნატოს დიდი თავშეყრის დაგეგმვა.  დღეს დასავლურ სამყაროში ძალიან დიდი ცვლილებები და კონსოლიდირება ხდება, ხდება გადააზრება გამოწვევების, იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის, რომელიც დღეს მსოფლიოშია და ეს ყველაფერი ხდება ევროპის ირგვლივ. სამწუხაროა ის, რომ საქართველოს  დღევანდელ ხელისუფლებას ეს როლი დანახულიც არ აქვს. აშკარაა, რომ საქართველოს გაუჩნდა შე

ნინო ლომჯარია - რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს

ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა. მისივე თქმით, უკანონოდ დაჩაგრულების მიმართ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი სოლიდარულები არიან. “

ოლაფ შოლცი - ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს ნაბიჯი კი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი ითამაშა ბალტიისპირეთში ალიანსის გაძლიერების კუთხით. „იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობითია, ჩვენ და მოკავშირეებმა შარშან გადავწ

ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ „მშვიდობის მარში“ გამართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“. Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპან

ცოტნე კობერიძე - სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტრო-შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს

სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს. „სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე. ipn

მირიამ ლექსმანი - ვგმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმას, ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება - დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას. „ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტ
×
×
  • შექმენი...