Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე - მაშველები უკვე მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.   იპნ

მოსამართლემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდებიის პატიმრობა ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს. 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე (ვიდეო)

სააკაშვილმა როგორც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, იგივენაირად გააყალბა “ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539207068980088

გიორგი შარაშიძე - ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ 25 ნოემბრის სხდომაზე დასწრებით “ოცნებას” არ მისცენ საშუალება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს (ვიდეო)

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ 25 ნოემბრის სხდომაზე დასწრებით “ოცნებას” არ მისცენ საშუალება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/584979613935940

მოსამართლე დავით კურტანიძემ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე დავით კურტანიძემ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა.

23 ორგანიზაცია - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში!

ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან - აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში! - ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერ

უკრაინის ცნობით, რუსეთმა ომში პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ბირთვული

24 ნოემბერს თბილისში ქალთა მარში გაიმართება

24 ნოემბერს თბილისში, 3 საათზე, ქალთა მარში გაიმართება. მისი ორგანიზატორები არიან „ქალთა მოძრაობა“, პარტიების ქალთა ორგანიზაციები („ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“), ასევე, „საფარი“ და „ქალები საქართველოდან“. მარში დაიწყება თავისუფლების მოედანთან და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. „ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში აქციების დარბევისას გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით. ორგანიზაცია მოწუოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებსა და ჩაერთოს დიალოგში ძალადობის გარეშე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნეტგაზეთი

პიტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა. “პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეებ

ღამით ხმაური იყო თსუ-ში - სტუდენტების თქმით, დაცვის სამსახური შენობაში გადაადგილებას უზღუდავდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ დაცვის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გადადგილება აუკრძალეს, რაც სტუდენტებმა გააპროტესტეს, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. სტუდენტები ამბობენ, რომ სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლების გარდა უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მ

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ივანიშვილისგან შეთავაზება? - ექსპრემიერის პასუხი

აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლაზე ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სახის გარიგების შეთავაზება? - გიორგი გახარიას ამბობს, რომ “ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ.“ ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცებს ემუშავოს და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს, თუმცა ეს მათ პარტიასთან არ ხდება. გახარიას თქმით, ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქმედე

“ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ არათუ გააყალბა არჩევნები, არამედ ფასი დაუკარგა - გახარია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო. გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“,  ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში. “იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.

“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ - გიორგი გახარია

ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს.  განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა.  საუბარია ივანიშვილის გუნდის მესიჯბოქსზე, რომლებიც ექსპრემიერს “მოღალატეს“ უწოდებენ. გახარია “ოცნებას“ ეუბნება, რომ ბევრ რამეს წამოაძახებს - მათ შორის ბოდიშის თემას.   ტვ პირველი

პროკურატურამ აქციის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმას ედავებიან, ბრალდება წარუდგინა - უწყება მომხდარის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. „სამართალ

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა. როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. "საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა ბავშვს ვნახავო, წასვლისას

ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრები

გიორგი გახარია - მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ - ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია

მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ - ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია - ერთი და იგივე გააკეთეს, იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ერთპარტიულობისა და ერთ ლიდერზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ახლა შანსი აქვს დემო

გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამ

ლიზი თირქია: საგამოძიებოდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ 5 პოლიციელს დავესხი თავს

ფოტოზე: ლიზი თირქია 19 ნოემბრის დილას მოქალაქე ლიზი თირქია, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, „ფეისბუქზე” წერს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ „აქციაზე თავს 5 პოლიციელს დაესხა, გაიქცა და იმალება”. მან „პუბლიკას” უთხრა: 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს. პოლიცი

მდინარაძე საკონსტიტუციოზე: ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება, რა მოხდება ამ შემთხვევაში. 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამ

კახაბერ ქემოკლიძე - ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო (ვიდეო)

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო.   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087564915945479

ზვიად ძიძიგური - შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს (ვიდეო)

ჩვენი გუნდი მონაწილეობას იღებს ყველა მშვიდობიან აქციაში. შეუძლებელია მომდევნო ოთხი წელი მართოს “ოცნებამ” ქვეყანა, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/430185853483329
×
×
  • შექმენი...