Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. პოლიტსაბჭო 24 წევრით იქნება წარმოდგენილი. მის შემადგენლობას მხარი დღეს გამართულ ყრილობაზე დაუჭირეს. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: გიორგი გახარია, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, შალვა კერესელიძე, ბერდია სიჭინავა, გიორგი შარაშიძე, რუსუდან თევზაძე, კახაბერ ქემოკლიძე, გიგა ფარულავა, ზაზა თავაძე, თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, მალხაზ თორია, გიორგი ჭანტურია, გიორგი ბაშარული, 

გიორგი გახარია - გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს - როცა კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც უნდოდა, ის შედეგი დაიდო, შედეგი სამართლიანია თუ არა, არავის ადარდებს

როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის. „არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს ა

გიორგი გახარია - „პარლამენტში მაისამდე შევლენო“, დამთავრდა მაისი! არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - ბოიკოტში ვართ და პარლამენტში არ შევდივართ

დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს. „დამთა

გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს. „გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშ

გიორგი გახარია - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით - რადიკალური, რევოლუციური სცენარი გაახარებს მტრებს

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. „დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი ს

ანა ბუჩუკური - ცალსახაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო?

ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო - „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია.

გიორგი გახარია - „ოცნებას“ იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს და ეს თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა - ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ის გახდა ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობების საფუძველი აღარ აქვს

დღეს "ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა - ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე არსებობს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის რადიკალიზაცია. „მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგ

გიორგი გახარია - ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი

მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. „ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არცერთხელ, არცერთი

„გახარია საქართველოსთვის“ - მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს - “ოცნების” ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“

„გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. პარტია მხნეობას უსურვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და აცხადებს, რომ „ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“. “მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს. “ოცნების” ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქზე“ ავრცელებს. „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2

გიორგი შარაშიძე - "ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების მოედანზე მისვლა, მათთვის სიმართლის თქმა და საქართველოს მოქალაქეების დაცვა ჰიბრიდული ომისაგან არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ

"ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების მოედანზე მისვლა, მათთვის სიმართლის თქმა და საქართველოს მოქალაქეების დაცვა ჰიბრიდული ომისაგან არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1219833042851132

სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს

მალე ნახევარი წელი შესრულდება, რაც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველდღიურად ტარდება მოქალაქეთა საპროტესტო აქციები. ქუჩებში მიმდინარე ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც უკვე აისახა კიდეც ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, ასევე, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და ერთმანეთ

ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ ახალი რეალობის შექმნის მცდელობა აქვს ამომრჩევლის დასამშვიდებლად: „ტრამპმა „MEGOBARI აქტს“ რომც მოაწეროს ხელი, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ დამარცხდა დიფ სთეითთან“

ირაკლი კობახიძის წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ღია წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მისწერა, აბსოლუტური უსუსურობა იკითხებოდა. “ამ წერილის დაწერა რამ განაპირობა, თვითონ წერილის დასაწყისში ვკითხულობთ - რატომ “დაგვსინეო” - ეს

კახა ქემოკლიძე - იმისათვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, მან აუცილებლად უნდა დაკარგოს ელექტორალური ბაზა

იმისათვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, მან აუცილებლად უნდა დაკარგოს ელექტორალური ბაზა.   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/XvH4KXO8DJU

ბექა ლილუაშვილი - ჭიათურის ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს მინი ოლიგარქია

"ოცნება" მთელი თავისი იერარქიით უნდა ჩაბარდეს წარსულს, ის კორუფციით ნაშოვნი ფული კი დაუბრუნდეს სახელმწიფოს და ხალხს.  ჭიათურის ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს მინი ოლიგარქია.   ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/ioP6_KtRDIo

თეონა აქუბარდია - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის

ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.     სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/wTJGco3a5Es

კახა ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ კუთხეშია მიმწყვდეული - რომ გამოდიან და გამალებით საუბრობენ, თითქოს სუვერენიტეტს იცავენ ორ ფეხზე მდგარი, სინამდვილეში ორ ფეხზე კი არა, ერთ ფეხზეც ვეღარ დგანან

„ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეში რამდენიმე გზავნილს აგზავნის დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ არსებული სიტუაცია. „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდ

თეონა აქუბარდია - საქართველო, რომელიც იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, დღეს არის იმ რეალობაში, სადაც "ოცნების" რეჟიმმა გამუოხურა კარი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას

საქართველო, რომელიც იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, დღეს არის იმ რეალობაში, სადაც "ოცნების" რეჟიმმა გამუოხურა კარი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.     სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/iMBoghMuqiM

"მეგობარი" აქტის მთავარი გამოწვევა - ქვეყნის იზოლაცია - გიორგი გახარია (ვიდეო)

"მეგობარი" აქტის მთავარი გამოწვევა - ქვეყნის იზოლაცია  გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/reel/1063441302350024

თეონა აქუბარდია - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმი საქართველოში რუსეთის ინტერესების გასატარებლად ყველაფერს აკეთებს - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. აქუბარდია სწორედ ამ კონტექსტში ხსნის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთში ჩასვლა

ვიკა ფილფანი - დღეს თუ სადმე არაფორმალური მმართველობა არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

დღეს თუ სადმე არაფორმალური მმართველობა არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3518650184932490

რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი. მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება. პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა. იპნ

გიორგი გახარია - თუ ევროკავშირი დააყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელებს პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს ევროპული პერსპექტივა

თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევრ

მოგმართავთ მოქალაქებს, ბიზნესს, ცივილიზებულ სამყაროს... - მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან

უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების დღეს მიმართვას ავრცელებს: „გილოცავთ კოლეგებს! კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენ გვერდით რომ არ ვარ. ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა. ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილ
×
×
  • შექმენი...