Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას - არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები"

"ვისაც 2023 წლის მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 7 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“. უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა. არჩევნების დაცვი

გიორგი გახარია - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის - გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებსა და სენტიმენტებზე თამაშს, დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება მოჰყვება

ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ვართ, მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას მოსაზრებით, აქციის შედეგების ხალხზე დაბრალება „არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც ხალხი არავის აპატიებს“. „ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს: ქუჩაში, დაპირისპირება.... ეს ივანიშვილისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შე

ცესკომ „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიები გაუუქმა

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. „აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნ

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის ლეგიტიმაციაზე იოსელიანის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”. ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”. ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც და

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ განყოფილებაში

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და  განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ

განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნ

2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ნაწარმოებების ნაწილი ამოიღეს | სია

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია გარკვეული ნაწარმოებები: სულხან-საბა ორბელიანი  „მემკვიდრის აღზრდის ამბავი“; „მეფე ხორასნისა“; „ძუნწი და ვაჭარი“; „უგუნური მცურავი“; „სამნი ბრმანი“; „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“ დავით გურამიშვილი „სწავლა მოსწავლეთა“; „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავ

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი - თავისი თოჯინების თეატრი

ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის არჩევნების პროცედურაში, როგორ

პრეზიდენტი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებაზე - ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო. „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ო

გიორგი გახარია - სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილსა და მის პარტიას, მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით

სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა. „რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თ

გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციის ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად. გახარია ამბობს, რომ ისინი მიიჩნევენ, პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ. მისი თქმით, მნიშვნელობა

რუმინელი ევროპარლამენტარი - ის, რაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა, მოხდა მოლდოვაშიც, საქართველოშიც - რუსეთი საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს

რუმინელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. „ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს,

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ, „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონ

განათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა. საგამოცდო პროგრამა დამტკიცებულია 12 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენები; ისტორია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 1 ტვ

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლ

აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ის თავს დაესხა პოლიციელს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25 ნოემბერს დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ ანატოლი გიგაურს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  პუბლიკა

ბექა ლილუაშვილი - მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც გადავწყვეტთ, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი

მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც გადავწყვეტთ, ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიულ დაფინანსებასა თუ სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არსებობს. „შინაარსზე საუბრისგან როდესაც დაცლილი არიან პოლიტიკური პარტიები, იწყებენ მანდატების ჩახსნით საუბარს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ მივ

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს და რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ საკუთარი აზრი არავის დაუფიქსირებია. ამასთან, როგორც საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო ი

ბრიუსელში, ევროპარლამეტთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ, იტყობინება მოძრაობა „ქარები“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ „პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც მოგვპარა რაღაც“. „ისტორიული დღეა. ევროპარლამენტის წინ ვშლით კარვებს ქართველები და ვიწყებთ შიმშილობას, კონკრეტული მოთხოვნით: არ აღიარონ გაყალბებული არჩევნების შედეგები, გამოფხიზლდეს დასავლეთი და დაასანქციროს ის პირები, ვინც გააყალბა არჩევნები“, – ამბობს იგი. დღეს, 25 ნ

ლევან იოსელიანი - საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. „საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ან

„ოცნების“ პარლამენტი მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს 11:00 საათზე იქნება ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, სადაც განიხილება მთავრობის შემადგენლობა და შემდეგ 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება მთავრობა. მისივე თქმით, დღეს, 26 ნოემბერს მინისტრობის კანდიდატობის მოსმენები გაიმართება. კერძოდ, დღეს თავდაცვის, იუსტიციის,

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფო მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურები სესიაზევე განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება - ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს

პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით , - ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ XI მოწვევის პარლამენტი და მისი უფლებამოსილება. ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა იმაზე, თუ რა ტიპის გადაწყვეტილების მიღებაა შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ხელი შეეშალა დღევანდელი სხდომისთვის.
×
×
  • შექმენი...