ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებითვე, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან მონაწილეობენ კოორდინაციის ფორმატში და თანამშრომლობას ახლაც აგრძელებენ.
„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მ
“ქართული ოცნების“ პირობებში ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პოლიტიკა იყო ჩორჩანასა და პერევში საგუშაგოს ჩადგმა, რითაც ის დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ხმამაღლა ისმოდა, შეჩერდა, დღეს კი ჩვენ ვხედავთ აგვისტოს ომის გამოძიებას კომისარი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, რომელიც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს და ქვეყნის მშვიდობიან დაცვას დანაშაულად აფასებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართ
„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაი
არავის სჭირდებოდა ისეთი პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
მანამდე კი, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, შეხვდა, თუ არა „რომელიღაც ელჩს“, რომელმაც ნ
თქვენ გყავთ დღეს გუნდი და გუნდში გაქვთ ერთსულოვნება, გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად და ათანხმებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ადგეს და ხვალ, ვთქვათ, პარლამენტში შემოვიდეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მას აქვს ამის უფლება? , - აღნიშნული შეკითხვა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილია ინჯიამ გიორგი გახარიას დაუსვა.
ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ვერავის აუკრძალავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უბრალოდ, მისივე თქმით, მთავარია ამაში რომე
შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იყო შანტაჟი, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, „რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა.
მისივე განმარტებით, ყველა იყო გაფრთხილებული, რომ პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ „მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა“.
აღნიშნულის შესახებ
მეგობრებო, თქვენ, ამ ოცი ივნისის ამნისტიას მიეცით ხმა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც მე ვიყავი! - შესაბამისად, არარელევანტურია ჩემ მიმართ კითხვა იმასთან დაკავშირებით, მივესალმები გამოძიებას და სიმართლის დადგენას თუ არა,- ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, „არსებობდა ცალკეული გადაცდომები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა“.
„არ ვიცი, საიდან გაქვთ ინფორმაცია იმ ტრაგიკული შემთხვევის, რომელიც დაასახელეთ, ს
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული - არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.
„ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსა
თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, "უჩინარი კაცი", როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი - დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც, - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით,
ამ კომისიას საქართველოს მოქალაქეებზე ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებთ, ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში - გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, აქ მოვიდე, მანამდე მოსვლას არ ვაპირებდი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
გახარიას თქმ
20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართულ
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.
მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემ
14 აპრილს, 12:00 საათზე, "საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება.
იმავე დღეს, ზუსტად 12:00 საათზე გახარიას "ქართული ოცნების" პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან.
კომისიაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. იმ დროს გახარია "ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინი
ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.
მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის დაღუპვის ფაქტი კლინიკაში დაუდასტურეს.
ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წ####ბით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა
ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაში მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით, ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზაზა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თავაძის თქ
თეა წულუკიანი უკვე „წაქცეულია“. თეა წულუკიანი „წაიქცა“ როინ შავაძის საქმეზე, როცა კომისიაზე ვერ დაიბარა ვასილ როინიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მთელი კომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე გიორგი გახარია დაიბარეს მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არ არიან დაბარებული.
„თეა წულუკიან
სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა.
როგორც ლილუაშვი
პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს.
მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა.
„როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, - აცხადებე
9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა
საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, ისინი 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს პატივს მიაგებენ.
„ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამო
ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.
გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
"დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.
პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.
პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფი