Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები

რაც შეეხება იმას, რომ გახარიამ ახალი პირობები წამოაყენა, რასაც მამუკა ხაზარაძე ბრიფინგზე იმეორებდა, ეს არ არის სიმართლე - პირობაში არაფერი ახალი, შეუძლებელი ან დროში მოუსწრებელი არ იყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მათი პირო

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ვ

„ამერიკის ხმა": შტატებმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა

„ამერიკის ხმის” ინფორმაციით,  შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ  აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმა

პაველ ჰერჩინსკი - თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით - „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება

ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია. „ველოდებით მმარ

ბერდია სიჭინავა - გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა

გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა. არსებობს სამი პოსტულატი რითიც ჩვენ ვხემძღვანელობთ- 1. ნეიტრალურ პოლიტიკურ პლათფომაზე ჩვენი პოლიტიკური პარტიის შეკრება, რომ საარჩევნოდ წარვსდგეთ. 2. თანაბარი სამართლიანი პარიტეტი ორ სუბიექტს შორის. 3. "ლელომ" აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ, როგორც “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას

აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის, სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შ

გიორგი გახარია - მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ „გახარია არ უნდა იყოს სიაში“ - პრეზიდენტმა დამიცვა

[მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და მის პარტიას შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ახლა აღნიშნული პრობლემა, გახარიამ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავ

გახარია „ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკებებისთვის 3 პირობას ასახელებს

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა. ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირველად თანახმა იყო, თუმც

ბექა ლილუაშვილი - ვწუხვართ, რომ მიუხედავად უზარმაზარი კომპრომისებისა, რაზეც წავედით, შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის დასასრული

ძალიან ვწუხვართ, რომ მიუხედავად უზარმაზარი კომპრომისებისა, რომელზედაც ჩვენ წავედით, შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის დასასრული, პირიქით, ეს არის ბრძოლის გააქტიურების დასაწყისი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება

ევროკავშირი - გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე

2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს, - ეს განცხადება ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამი

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ წავედით ძალიან დიდ კომპრომისზე, თუმცა მიუხედავად ამისა “ლელომ” ვერ შეძლო თავის პარტნიორებთან შეთანხმება (ვიდეო)

"ჩვენ წავედით ძალიან დიდ კომპრომისზე, თუმცა მიუხედავად ამისა “ლელომ” ვერ შეძლო თავის პარტნიორებთან შეთანხმება. ჩვენი მიზანია მოჯადოვებული წრე დავასრულოთ და ვისაც ამ ორი რადიკალური პოლუსის დამთავრება უნდა, მათთვის არჩევანი ჩვენ ვართ."     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლოტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1269114044085093/

ბერდია სიჭინავა - მზად ვიყავით პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დაგვეყენებინა, თუმცა “ლელომ” თავის პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

"ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ყოველთვის ამოსავალი წერტილი იქნება სახელმწიფოს ინტერესები, მისი მსახურება და მზად ვიყავით ამ მიზნის გარშემო გადაგვედგა კომპრომისული ნაბიჯები, პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დაგვეყენებინა, თუმცა “ლელომ” თავის პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/845456494242424/

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ “ლელოს” შევთავაზეთ შემდეგი პრინციპი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაწყვეტილება თანაბრად მიგვეღო, მათ კი უნდა მოეტანათ კონსესუსი პარტიის შიგნით, სამწუხაროდ მათ ამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს (ვიდეო)

"ჩვენ “ლელოს” შევთავაზეთ შემდეგი პრინციპი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაწყვეტილება თანაბრად მიგვეღო, მათ კი უნდა მოეტანათ კონსესუსი პარტიის შიგნით, სამწუხაროდ მათ ამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1620909251807861/

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 131-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 63-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამჟამად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა საკუთარი თავდაცვის უფლების სრულად გამოყენებას

ანა ბუჩუკური - ჩვენ მზად ვიყავით, ძალიან ბევრი დაგვეთმო... ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო მეორე მხარის მიერ, „ლელოს“ უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით, პარტნიორებში და ეს შეთანხმება, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან

ჩვენ მზად ვიყავით, ძალიან ბევრი დაგვეთმო. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო მეორე მხარის მიერ, „ლელოს“ უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით, პარტნიორებში და ეს შეთანხმება, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან.  ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/498932259691702/

ანა ბუჩუკური - “ლელოს” ლიდერისგან მოვისმვინე, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ჩვენ არ ვიცით რა დოკუმენტია, მოვუწოდებთ, რომ გამოაქვეყნონ (ვიდეო)

“ლელოს” ლიდერისგან მოვისმვინე, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ჩვენ არ ვიცით რა დოკუმენტია, მოვუწოდებთ, რომ გამოაქვეყნონ." ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8048255525284853/

„გახარია საქართველოსთვის“ - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. „მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩ

სუს-ის ცნობით, ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე ორი დღის წინ, 17 სექტემბერსაც გაიტაცეს. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. publika

XII კლასის უახლესი ისტორიის წიგნის რედაქტორი „რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატია

მე-12 კლასისთვის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი „რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონის მიღების სასარგებლოდ ხმა სამივე მოსმენით მისცა. ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე არიან. ისტორიკოსის და მასწავლებლის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს ისტორ

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინის ენერგო სისტემა რუსეთის თავდასხმების გამო აღმოჩნდა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. „ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურ

გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ, გარკვეული შეთანხმებები შედგა

მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება ხვალ, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია რაღაც საკითხები, რომელზე მოლაპარაკებებიც დასასრულებელია. „მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვე

პრეზიდენტი - საზარელი მკვლელობა, ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას - ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს

საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას -, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს. "საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანუ

გიორგი გახარია: ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია, მათ შორის პარტიული შემომატებებიც იქნება

საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტიული შემომატებები ექნებათ, თუმცა მეტ დეტალზე ის არ საუბრობს. გახარია აღნიშნავს, რომ გარკვეული შემომატებები მანამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამის გამოსაცხადებლად კონკრეტულ თარიღს ელოდებიან. "შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ, ჩვენ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით არ გაგვიცხადებია ეს ღიად, რადგან ველოდებით გარკვეულ თარიღს, როდესაც გამოვაცხადებთ ამ ყველაფერს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩ
×
×
  • შექმენი...