Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი“ – გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი, ეხმაურება რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს. „საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, – წერს იგი „სთორიში“. netgazeti

შსს-ს ცნობით, გასულ ღამით აქციაზე 107 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა“,- ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, 107 პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდ

ტატო ქელბაქიანი: ჩემი 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა

განახლება: 04:03-ზე ტატო ქელბაქიანმა დაწერა: „ახლა გამოუშვეს დემეტრე. ახლა კლინიკაში მიგვყავს, რომ დაზიანებები ვნახოთ“. იურისტი ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ მის 17 წლის შვილს, დემეტრე ქელბაქიანს სცემეს და დააკავეს. „აქციიდან ვბრუნდებოდით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმიშვილები და უცებ გამომგლიჯეს ჩემი შვილი ხელიდან. 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა. რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია-მეთქი, უფრო მაგრად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და შვილი წაიყვანეს. გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, არას

„რუსთავი 2“ ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა

განახლება: არხი დატოვეს მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმაც. „რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა მარიამ ჯანელიძემ. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. „ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილებ

შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით - საფრანგეთის საგარეო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე. პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას,

დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე. პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყ

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ადვოკატ ბექა ბასილაიაზეც

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს და

გიორგი გახარია - ეს რა უბედურებაა? როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები სცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომელთაც არანაირი საიდენთიფიკაციო ნიშნები არ აქვთ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი. ერთ უნიღბო პოლიციელს ვერ იპოვის ადამიანი რამე რომ დასჭირდეს. ეს რა უბედურებაა? როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები ცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომელთაც არანაირი საიდენთიფიკაციო ნიშნები არ აქვთ. ყველა არის ნიღბით, რაც პირდაპირ დაუსჯელობის სინდრომს ნიშნავს. ეს არასდროს მომხდარა აქამდე... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   AQNpFAbZdOBWwUo-zQeNAqBC8oNWrdk9Utx-9QfTOVOwkoRQnLt5HEd2HY4hDYHidB42_AZxkVrIv41PsZludIIl.mp4

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ - საქართველო ევროპაა

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს. ფინელი მინისტრი მკაცრად გმობს მშვიდობიანო დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. “ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. ს

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები „ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით უერთდებიან საჯარო მოხელეთა პროტესტს და ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება უზენაესი კანონის ვალდებულებას. ამასთან, ხელმომწერები გმობენ საპოლიციო ძალების მიერ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. გთავაზობთ განცხადებას სრულად: განცხადებას ხელს აწერენ:

17 მოსამართლე ერთობლივი განცხადებით „ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება – 17 მოსამართლის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. განცხადებას ხელს აწერენ: ლევან დარბაიძე; მადონა მაისურაძე; ეკა არეშიძე; მანანა მესხიშვილი; ციცინო კიკვაძე; თამარ ჩიხლაძე; დევი დევიძე; თამარ ხაჟომია; დავით წერეთელი; ქეთევან მესხიშვილი; ვლა

ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს - თსუ-ის სენატის წევრები

„მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს თავისუფლებასა და ევროინტეგრაციას“,- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა ნაწილი განცხადებას ავრცელებენ. სია განახლებადია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: სია განახლებადია: 1. გიორგი არქანია – სენატის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მოწვეული ლექტორი 2. თეა ქ

„ქართველები უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე“ – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია ეხმაურება 28-29 ნოემბერს ღამით თბილისში გამართულ პროტესტს. „ქართველი ხალხი მშვიდობიანად გავიდა ქუჩებში სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. მათ შეხვდნენ ძალადობით და რეპრესიით. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე. გვერდზე დავუდგეთ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

ნათია მეზვრიშვილი - არ მოექცეთ მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული - არალეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის, მათი პროპაგანდისტული მედიების არც ერთი სიტყვის დაჯერება აღარ შეიძლება

არ მოექცეთ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაცია გაჩერდა იმიტომ, რომ ამაზე უარს ამბობს ივნიშვილი და მისი არალეგიტიმური ხელისუფლება, საბოლოო წევრობამდე კი გრძელი გზაა გასავლელი თავისი ეტაპებით. "გაწევრიანების მოლა

მაია სანდუ - ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს

ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - წერს სანდუ. იპნ

ელგუჯა ხოკრიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება (ვიდეო)

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება.  გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/503106826100076

განათლების სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი ემიჯნება „ოცნების" გადაყვეტილებას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევრკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. ამ დროისთვის განცხადებას 200-მდე ხელმოწერა აქვს, თუმცა, ხელმოწერები გრძელდება. პუბლიკა

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი - გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში - თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

თბილისის პროტესტებიდან ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა გამოცემა Deutsche Welle-სთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება. “გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში. და თუ ქვე

გიორგი გახარია - მივმართავ მოქალაქეებს, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს

მივმართავ და მოვითხოვ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს - გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

13 ბიზნესასოციაცია „ოცნების" გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და განცხადებას ავრცელებს

13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. 13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: განცხადების ტექსტს BMG ავრცელებს. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მ

“მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს” – SDA-ის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებაზე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვა

რობინ დანიგანი - მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია ნათქვამი. ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებ

პეტრას აუსტრევიჩუსი - „ქართულმა ოცნებამ“ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო - ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთთან სიახლოვესა და დიდ გაურკვევლობამდე მიჰყავს. „ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები“, - წერს ევროპარლამენტარი.  
×
×
  • შექმენი...