პოლიტიკური სიტყვის ფასის დამკვირდება პოლიტიკურ დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენს ამომრჩეველს ჩვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი გააზრებული აქვს, მათ არ სჭირდებათ ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური მანიპულაცია. მათ პირველივე დღიდან მოისმინეს, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას მოპარულ არჩევნებს.
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2010789396091439
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი.
მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩას
ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც უნდა განიხილონ მისი სარჩელი არჩევნების გაბათილებაზე.
„საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა მივმართო, დაფიქრდით – 1 თუ 2 წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც მოღალატე? თუ როგორც ნამდვილი გმირები? არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმს
ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ.
როგორც პუბლიკას მისმა ადვოკატმა უთხრა, იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ, ადვოკატი ამ წუთებში მიემართება „ვივამედისკენ”.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო.
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბ
ვაკეში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები წითელი საღებავებით გადაღებეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, მას არ სჯერა, რომ გამოფენასთან დაკავშირებით ვინმეს პრობლემა ექნებოდა.
„სამწუხაროდ, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ ას
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე - მაშველები უკვე მუშაობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.
იპნ
მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდებიის პატიმრობა ძალაში დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს.
19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდ
სააკაშვილმა როგორც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, იგივენაირად გააყალბა “ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნები.
ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539207068980088
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ 25 ნოემბრის სხდომაზე დასწრებით “ოცნებას” არ მისცენ საშუალება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/584979613935940
მოსამართლე დავით კურტანიძემ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა.
ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან - აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში! - ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერ
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ბირთვული
24 ნოემბერს თბილისში, 3 საათზე, ქალთა მარში გაიმართება.
მისი ორგანიზატორები არიან „ქალთა მოძრაობა“, პარტიების ქალთა ორგანიზაციები („ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“), ასევე, „საფარი“ და „ქალები საქართველოდან“.
მარში დაიწყება თავისუფლების მოედანთან და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.
„ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში აქციების დარბევისას გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით.
ორგანიზაცია მოწუოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებსა და ჩაერთოს დიალოგში ძალადობის გარეშე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
ნეტგაზეთი
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.
“პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეებ
ხმაური და დაპირისპირება იყო ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ.
როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ დაცვის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გადადგილება აუკრძალეს, რაც სტუდენტებმა გააპროტესტეს, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.
სტუდენტები ამბობენ, რომ სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო.
სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლების გარდა უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მ
აქვს თუ არა გახარიას გუნდს პარლამენტში შესვლაზე ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სახის გარიგების შეთავაზება? - გიორგი გახარიას ამბობს, რომ “ასეთი ტიპის შემონათვალი არც არის და ვერც იქნება, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ.“
ექსპრემიერი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდი ცდილობს, ინდივიდუალურად ვიღაცებს ემუშავოს და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს, თუმცა ეს მათ პარტიასთან არ ხდება.
გახარიას თქმით, ინდივიდუალურად ვის აშინებენ და ელაპარაკებიან ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ქმედე
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო.
გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“, ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში.
“იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.
ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს.
განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა.
საუბარია ივანიშვილის გუნდის მესიჯბოქსზე, რომლებიც ექსპრემიერს “მოღალატეს“ უწოდებენ.
გახარია “ოცნებას“ ეუბნება, რომ ბევრ რამეს წამოაძახებს - მათ შორის ბოდიშის თემას.
ტვ პირველი
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
„სამართალ
საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა.
როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.
"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა ბავშვს ვნახავო, წასვლისას
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრები