გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა.
კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა.
“მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი.
ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინ
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა.
როგორც გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით გარიდებოდა სიტუაციას.
თუმცა, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და საქმიანობა არ მიუტოვებია.
„ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რ
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, დაკავებულები რეჟიმის პატიმრები არიან.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტიდან აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
იპნ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნ
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”!
ისმის შეძახილები - “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი", “არა ხელისუფლების მიტაცებას", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი".
მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ბრიუსელში, ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ.
ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს
მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქარ
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების შეეხება.
როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებ
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მის განცხადებაზე „აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი”.
მან „პირველ არხთან” განცხადება გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც მისსავე განცხადებებს მოჰყვა ამავე არხის ეთერში.
კერძოდ, ლევან იოსელიანმა გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი, რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა.
სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სხვა მოქალაქეებმა ამის გამო მწვავედ გააკრიტიკეს ლევან იოსელიანი და როგო
ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც.
ივანიშვილისთვის სამშობლო არის ფული. ფულის გარდა არავის და არაფერს არ ცნობს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/927040442882965
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა.
„ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგე
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.
მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი.
თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ
იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.
უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს.
20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქცია
ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანა მიზნად მის დასჯას ისახავს.
„წერილი გავრცელდა კიდეც, ქალბატონ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად მან და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადეს. ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილო
ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა.
კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა.
აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღი
პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა.
ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო.
„პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შე
ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ქართულ ენაზე გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishingმა გამოსცა.
პუბლიკა
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე".
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ.
ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.
მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთ
„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა სააკაშვილის რეჟიმი.
იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება ფული და ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ფინანსები და ზურგი.
კი, ვიცოდი ეს 2012 წელს, მინდოდა ეს რეჟიმი წასულიყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ მას პირადად რომ შეეხო, სწორედ იმიტომ დაიწყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მე დავიჯერე, რომ მოინანია და უნდა ვალი დაგვიბრუნოს ქართველებს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | გადაცემაში „სანაია“
ვიდეო: https://www.facebook.com
„ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | რადიო „ფორტუნას“ ეთერში
გადაცემის მოსმენას შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/581178771429970
ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა - მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.
„როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაც
პარტია "გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებმა აჭარის პროკურატურასთან აქცია გამართეს, ვიდეო მტკიცებულების გადაცემისა და გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის დროულად გამოძიების მოთხოვნით.