Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.


Recommended Posts

dire

მოიცა მოცია... მიშა და ჯიჯი რომ დატანტალებდნენ ბოლიდებით ეგ ივანიშვილის გაკეტებულია?

"დატანტალობდნენ ბოლიდებით" რას ნიშნავს ამიხსენით და:

 

100% ინფოა?

100%-იანია თუ არა შემდეგ გიპასუხებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაცი

გაუმარჯოს ბესოს! მუჭო რექ, სონ რექ?

გამარჯობათ, სამწუხაროდ გოგლეს არ აქვს მეგრული დიალექტიდან ქართულად თარგმნის ფუნქცია, ამიტომ მუჭო რექ სონ რექის განმარტების გარეშე ვერ გიპასუხებთ, ბერია კი ვარ გვარად მაგრამ არ ვიცი მეგრული დიალექტი.

ბოძინას

:givi:

ფანი ხარ?

უფრო სიმართლის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

 

უფრო სიმართლის.

ჩვენ აქ ყველა ეგეთები ვართ, მა შენ რა გეგონა :givi:

 

 

არა ისე გაგეხუმრე, როგორა ხარ, სადაური მეთქი, მართალი ყოფილა იურა ღვინჯილია

რო ყვირის – სოს, გადავარჩინოთ მეგრული ენა, უკვე ივიწყებს ხალხი ეტყობა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაცი

ჩვენ აქ ყველა ეგეთები ვართ, მა შენ რა გეგონა

გოგოლს ვენაცვალე არც მეგონა სხვანაირად :givi:

არა ისე გაგეხუმრე, როგორა ხარ, სადაური მეთქი

წარმოშვებით მეგრელი ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ გაზრდილი, ასევე იყვნენ ჩემი მამა პაპა, ხოხობს ესხდნენ მეთქი კუდზე ამას ვერ ვიტყვი ოდესღაც ყველანი საიდანღაც მოვიდნენ, თბილისში მაგრამ როგორც ბავშვობაში პაპისგან მსმენია, მისი მამა გადმოსახლებულა მეფის რუსეთის დროს სამეგრელოდან ქართლში.

მართალი ყოფილა იურა ღვინჯილია

რო ყვირის – სოს, გადავარჩინოთ მეგრული ენა, უკვე ივიწყებს ხალხი ეტყობა

:givi: ვიცი რომ არ მეპატიება მეგრული დიალექტის არ ცოდნა მაგრამ ნაწილობრივ ესეც სააკაშვილის ბრალია, რად გვინდა კაცო ინგლისური სუბ ტიტრები, გაუშვან აგერ მხატვრული ფილმები მეგრული სუბ ტიტრებით და მე როგორც სინემის მოტრფიალე ორ თვეში ავითვისებ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კეთილი, გასაგებია, ძალიან სასიამოვნო, თემას აღარ დაფლუდავ, თორე ადმინისტრაციასაც არ მოეწონება :givi:

 

პარდონ ზა ოფტოპ)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

არ მეპატიება მეგრული დიალექტის არ ცოდნა

 

 

"არ მეპატიება მეგრული ენის არ ცოდნა"-ალბათ ამის თქმა გინდოდა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

"არ მეპატიება მეგრული ენის არ ცოდნა"-ალბათ ამის თქმა გინდოდა.

არა, რისი თქმაც მინდოდა სწორედ ის ვთქვი, ენასა და დიალექტს შორის კი მნიშვნელოვანი სხვაობებია, მაგალითად მეგრული და სვანური დიალექტი, ქართული ენა. პრინციპში დიალექტი - კუთხური ენაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

არა, რისი თქმაც მინდოდა სწორედ ის ვთქვი, ენასა და დიალექტს შორის კი მნიშვნელოვანი სხვაობებია, მაგალითად მეგრული და სვანური დიალექტი, ქართული ენა. პრინციპში დიალექტი - კუთხური ენაა.

 

დიალექტია გურული, კახური,იმერული.

 

მეგრული და სვანური ქართველური ენებია.

 

ასე რომ ამაზე ნუ ვიდავებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

დიალექტია გურული, კახური,იმერული.

 

მეგრული და სვანური ქართველური ენებია.

:givi:

ასე რომ ამაზე ნუ ვიდავებთ.

კარგი არ ვიდაოთ ისე სადავოდ გერმანელებს აქვთ თუ აქვთ საქმე:) სამოცზე მეტი დიალექტი აქვთ, ბავარიელ გერმანელს ლაიფციგელი გერმანელის არ ესმის და ბერლინელს ორივესი ერთად:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

8-10 წლის წინ ასიათასიან კონცერტებზე როკავდა ქართველი ხალხი მიხეილის სადიდებელ ჰანგებს აღავლენდა, 4-5 წლის წინ იგივე ხალხი ყვიროდა "მიშა წადის", ეს ყველაფერი კი ხალხის კი არა "მიშას" ბრალია

თუ შენ აღიარებ რომ ხალხი ასიათასიან კონცერტებზე ასე ვთქვათ როკავდა და სადიდებელ ჰანგებს აღავლენდა, მაშინ ხალხი უვარგისი ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა პასუხისმგებლობას? როგორ გაჰბედეს და როგორ არსებობდნენ ე.შევარდნაძის დროს?

ცხოვრებასა და სიმღერას შორის დიდი განხვავებაა :)

თქვენი ლოღიკით,ვინც შევარდნაძის მმართველობის დროს ცხოვრობდა,ყველა სერენადას უმღეროდა :givi:

 

სოციალური პოლიტიკური სიტუაცია იყო ქვეყანაში შექმნილი, პლიუს ამას საზოგადოების პოლიტიკური გაუნათლებლობა, ამან განაპირობა ე.შევარდნაძის გულითადი მიღება და შარავანდედით შემკობა, "დრო იყო ასეთში" ეს ქვეტექსტი იგულისხმება.

ვინ შექმნა-მეთქი ეს სიტუაცია...ვინ - თვითონ შევარდნაძემ კრემლის დახმარებით და მერე მოგვევლინა როგორც გადამრჩენელი

გულითადი მიღება :givi: :givi: - ეს უკვე მეტისმეტია

ჰო ედიკიას საქართველოში დაბრუნება ფაქტიურად იესოს იერუსალიმში დაბრუნების ანალოგიაა :givi:

 

არადა ფაქტია რომ დაუჩოქა, თუ თქვენ მათ ხალხად არ თვლით?

"ხალხი" ზოგადი ცნებაა და მასში იგულისხმება ადექვატური ადამიანებიც და კოლექტიური მჩოქველებიც :yes:

 

აბა ედუვარდი და მიხეილი კაცები გგონიათ?

იმედია ეს შეკითხვა პირადად მიშა–ედიკას ეხებათ და არა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას,თუ არა მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატზე იმოქმედებს ცუდად ;)

 

უფრო უსაფუძვლოდ გაბრაზებული.

ოოო კუშატ ნე მაგუ :givi:

 

არ დაგივიწყებთ რესპუბლიკური პარტია ასეთ ქველმოქმედებას

ქველმოქმედებაზე და მეცენატობაზე ექსკლუზივია საქართველოში :yes:

 

და მაინც +1 ჩემგან იდეინობითვის:yes:

ჰოდა კიდე; აქ ფორუმია და შენობით ვსაუბრობთ

ვაცნობიერებ მომავალი პრეზიდენტის მხარდამჭერი ხარ,მაგრამ მაინც :)

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თუ შენ აღიარებ რომ ხალხი ასიათასიან კონცერტებზე ასე ვთქვათ როკავდა და სადიდებელ ჰანგებს აღავლენდა

ფაქტი ჩემი აღიარების გარეშეც არსებობს.

მაშინ ხალხი უვარგისი ყოფილა.

დასკვნებში მოიკოჭლებთ, უვარგისს ვერ ვუწოდებ, უფრო მ.სააკაშვილის აფერისტობითა და მლიქვნელობით იყვნენ გაბრუებულები იმ დროს. მაგრამ საბედნიეროს ამ ბანგის თრობიდან მალე გამოვიდა ქართული საზოგადოება.

Ostap

თქვენი ლოღიკით,ვინც შევარდნაძის მმართველობის დროს ცხოვრობდა,ყველა სერენადას უმღეროდა

ჩემი ლოღიკითაც და რეალურადაც, იმ დროს როდესაც ე.შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანეს, უკლებლივ ყველა ერიც და ბერიც, ექსპრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეების გარდა სერენადებსაც უმღერდა და იმედოვნებდა კიდეც რომ სწორედ ე.შევარდნაძე დაარეგულირებდა ქვეყანაში შექმნილ ქაოსს.

ვინ შექმნა-მეთქი ეს სიტუაცია...ვინ - თვითონ შევარდნაძემ კრემლის დახმარებით და მერე მოგვევლინა როგორც გადამრჩენელი

და ეს რასაც ეხლა თქვენ ამბობთ გგონიათ რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მაშინ იცოდა და ხალხს დაუმალა?

საერთოდ რატომ გამოკვეთთ რესპუბლიკელებს ამ პროცესში როდესაც, იმ დროს მთელი საქართველო ანალოგიურად მოიქცა?

"ხალხი" ზოგადი ცნებაა და მასში იგულისხმება ადექვატური ადამიანებიც და კოლექტიური მჩოქველებიც

ხალხში იგულისხმება ყველა საზოგადოების ნებისმიერი ფენა, ხოლო მაშინ როდესაც ედპ-ს მიერ აღტკინებული საზოგადოება მუხლებს იტყავებდა ასფალტზე ხოხვით ჯობს ეს ფაქტები გაიხსენოთ, რესპუბლიკელებისთვის არარსებული კომუნიზმისადმი ლოიალობის დაბრალებას.

იმედია ეს შეკითხვა პირადად მიშა–ედიკას ეხებათ და არა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას,

დიახ პირადად მიხეილსა და ედუარდს ეხება? რა არის ამ კითხვაში გაურკვეველი?

აბა ედუვარდი და მიხეილი კაცები გგონიათ?

ამ კითხვაში რამე გაურკვეველია?

და მაინც +1 ჩემგან იდეინობითვის

მაგ +1-ს თუ შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით "იდეენ" პოსტს მიუწერთ უფრო მადლობელი ვიქნები თქვენი:)

ჰოდა კიდე; აქ ფორუმია და შენობით ვსაუბრობთ

თქვენობით მომართვა არ გსიამოვნებთ? წესით უნდა გსიამოვნებდეთ, მერე რა რომ ფორუმია? ამით მე თქვენს მიმართ პატივისცემას გამოვხატავ.

ვაცნობიერებ მომავალი პრეზიდენტის მხარდამჭერი ხარ,მაგრამ მაინც

თქვენს პირს შაქარი. აი აბი გლუკოზა კი სააკაშვილის მხარდამჭერების პირს:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Beso Beria

აფერისტობითა და მლიქვნელობით იყვნენ გაბრუებულები
საბედნიეროს ამ ბანგის თრობიდან მალე გამოვიდა ქართული საზოგადოება

ერთი გაბრუებიდან თუ ბანგიდან მეორეში შესულან. სახელებს რა მნიშვნელობა აქვს? :)

 

მეტი რაღა უვარგისობა გინდა?

 

"ბატონი ბიძინა" რამდენი ხანი იქნება ბატონი? აი ეს არის საკითხავი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთი გაბრუებიდან თუ ბანგიდან მეორეში შესულან. სახელებს რა მნიშვნელობა აქვს?

საქმეც ეგ არის, რომ ხალხი სააკაშვილის შლეგიანობის გადამკიდე აწი ბანგს კი არა შხამსაც აღარ ერიდება, სატირლად უნდა ქონდეს მიხეილს საქმე, ზემოთ დავწერე უკვე და კიდევ გავიმეორებ, მიკიტანი რომ დაუყენო სააკაშვილს კონკურენტად ოღონდ მიშა არა მიკიტანს მიცემენ ხმას, რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ მოყვარის მტრად ქცევის დიდოსტატია.

მეტი რაღა უვარგისობა გინდა?

ამას უვარგისობა არ ქვია ეს ქართველი ხალხის შურისძიების ფორმაა, ერთადერთი შესაძლებლობა როგორმე გული მოიფხანოს სააკაშვილის მიერ წლების განმავლობაში მათ მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე საპასუხოდ.

 

"ბატონი ბიძინა" რამდენი ხანი იქნება ბატონი?

ჯერ ჯერობით არის აი მ.სააკაშვილს რომ "ჩახდის" მერე დარწმუნებული ვარ თქვენთვის ბატონო სატურნ და თქვენნაირებისთვისაც ბატონი ბიძინა გახდება თუ ღმერთი არა.

აი ეს არის საკითხავი

უფრო სანახავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...