Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.


Recommended Posts

DonCaredo

სად ვეძებო ახლა მე ეგ ვიდეორგოლები.

ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეგიძლიათ. ძებნას რაც შეეხება ადვილია "გუგლში". ასეთი ტიპის ინფორმაციები ღია და საჯაროა.

მე რომ ახლა შენ მოგთხოვო მტკიცებულება დამიდე იმისა, რომ ედიკას ხალხმა დაუჩოქა, შენ რა, ძებნას დაუწყებ ვიდეორგოლს?

რა თქმა უნდა დავუწყებ ძებნას და დაგიდებთ კიდეც ანთებული სანთლებით ხელში როგორ უჩოქებენ ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს, აი თქვენ კი ვერ დადებთ ისეთ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერს, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, ან ნაციონალების თქმულს, რომ თითქოსდა ისინი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდნენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი არც ჩანაწერი არსებობს, არც ვიდეორგოლი და არც აუდიოკონფერენცია. თქვენ რასაც ავრცელებთ მეგობარო, ეს არის სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია, რომელიც ინტერპრეტაციებით არის შელამაზებული და რაც მთავარია გადაუმოწმებელია, არა რა თქმა უნდა თქვენს მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და ზოგადად ასეთი ტიპის აზრი გასათვალისწინებელი და გამოსაკვლევია, მაგრამ რაზე დაყრდნობით ავრცელებთ ზემოთთქმულს, წყაროს მითითება ხომ უნდა შეგეძლოთ არა? და თუ ეს არ შეგიძლიათ, ელემენტარულად პოსტს ხომ უნდა მიაწეროთ სიტყვები "ასე ვფიქრობ მე" "ასე ვვარაუდობ" "შეიძლება ასე ყოფილიყო" თორემ ხომ ხედავთ აგერ "უტყუარ ჭეშმარიტებად" მიიჩნიეს უკვე, არადა დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს.

 

Saturn

"აბა გრეჩიხა ჯობდა" პოსტია ეგ

თქვენ ქართული ჟარგონული ანდაზის შესახებ გსმენიათ ერეკლესა და მამაკაცის სასქესო ორგანოს შესახებ?

"გრეჩიხას" ამ დიალოგში შემოჭრა სწორედ ამ ანდაზით ალეგორიულად თქმულ ირონიას იწვევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დაწერე #### რისი გერიდება კაცო?

თქვენი საზოგადოების.

ფორუმის წესების და

ყველაზე უფრო კი ზნეობრივი კანონის ჩემში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, ა

 

ბიძინა ივანიშვილი: "ხელისუფლებას არა სოროსი, არამედ მე ვაფინანსებდი"

21 ოქტომბერი 2011 წელი 11:20

ოპოზიციონერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ხელისუფლებას არა სოროსი, არამედ თავად აფინანსებდა".

 

როგორც ივანიშვილმა მედიაექსპერტ ია ანთაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, "ხელისუფლებამ ბიუჯეტში ფულის შეგროვების ქმედითი მექანიზმი შექმნა, რაშიც თავად დავეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა".

 

"პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. ჩემთვის ინფორმაცია ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა მომიგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი. არადა, თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი - რჩევით, ფინანსებით. ვეუბნებოდი, ოღონდ თქვენ კორუფცია მოსპეთ და წესრიგი დაამყარეთ, რაც საჭიროა, ყველაფრით დაგეხმარებით-მეთქი. საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში იმ თანხას ძირითადად მე ვიხდიდი", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მაკა ბრეგვაძეhttp://news.boom.ge/geo/12/20111021/1498578/

 

ეგ არ არის ბრალდება. აფინანსებდა, მაგრამ არა იმიტომ რომ გაზი და რეზინის ტყვიები შეეძინათ ან სპეცნაზი დაეჯილდოვებინათ მიტინგის სასტიკად დარბევისთვის. სხვათა შორის 450 ტრაქტორიც აჩუქა მთავრობას, რომელიც უკვალოდ გააქრეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ კი ვერ დადებთ ისეთ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერს, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა

აი, მომეხმარა კაი კაცი mtidan :)

 

ან ნაციონალების თქმულს, რომ თითქოსდა ისინი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდნენ

იმედია, ამის ლინკის მოძებნაშიც მომეხმარება ვინმე :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

როგორც ივანიშვილმა მედიაექსპერტ ია ანთაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა,

ანუ სულ მცირე მედიაექსპერტ ია ანთაძის სიტყვებს უნდა ვენდოთ ჰო? ასე გამოდის ვინაიდან მედიაექსპერტი ვინმე ია ანთაძე აცხადებს ამას, მე თუ დააკვირდებოდით ზემოთ მტკიცებულების სახით ვიდეორგოლის ან აუდიო ჩანაწერის დადება მოვითხოვე, სადაც კონკრეტული კაცი თავის პირით იტყოდა აი მე ესა და ეს დავაფინანსე ამა და ამ დროს. ია ანთაძემ რა გაავრცელა ივანიშვილის შესახებ, ეგ ისედაც ცნობილი იყო ჩემთვის და სწორედ ამიტომ ვუთხარი თანამოსაუბრეს რომ ის მოსმენილს იმეორებდა.

ეგ არ არის ბრალდება. აფინანსებდა, მაგრამ არა იმიტომ რომ გაზი და რეზინის ტყვიები შეეძინათ ან სპეცნაზი დაეჯილდოვებინათ მიტინგის სასტიკად დარბევისთვის.

დაფინანსებით ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობა არასოდეს დაუფინანსებია.

სხვათა შორის 450 ტრაქტორიც აჩუქა მთავრობას, რომელიც უკვალოდ გააქრეს.

ეგ ტრაქტორები მეგობარო მთავრობას კი არა ქართველ ხალხს აჩუქა, ამიტომ წინადადება უკეთესი იქნება ასე რომ შევადგინოთ.

"ბატონმა ბიძინამ ქართველ ხალხს 450 ტრაქტორი აჩუქა, რომლებიც მთავრობამ გააქრო" აი ეს წინადადება მართლა შეესაბამება სიმართლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

:) თავად ბატონო ნამდვილად ბერია გახლავართ, ლავრენტი არა ოღონდ ბესარიონი :givi:

 

პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დადებითის მეტი ამ პიროვნების საქმიანობაზე არაფერი მსმენია.

 

ხუმრობა არ მწყინს მაგრამ სვანისა და გიტარის ამბავი ცოტა უადგილოდ მეჩვენება, ვერაფრით ვერ დავუკავშირე ჩემს დიალოგს.

"რა საჭიროა ასეთი ირონია? ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვინც იცნობს ყველამ კარგად იცის რომ ეს პიროვნება, მშენებელი და "საქმის მკეთებელი" ადამიანია,"

 

ჩემი მეზობლის ბებიის ნათესავის,კარის მეზობლის ბაბუას ნათლულია. :) ეს იმ სვანისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას, მე თუ დააკვირდებოდით ზემოთ მტკიცებულების სახით ვიდეორგოლის ან აუდიო ჩანაწერის დადება მოვითხოვე, სადაც კონკრეტული კაცი თავის პირით იტყოდა აი მე ესა და ეს დავაფინანსე ამა და ამ დროს

ანუ, ობამას რაიმე რეჩი რომ წაიკითხო, არ დაიჯერებ, სანამ თავად ობამა არ გაეძრობა მონიტორზე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ანუ, ობამას რაიმე რეჩი რომ წაიკითხო, არ დაიჯერებ, სანამ თავად ობამა არ გაეძრობა მონიტორზე?

"რეჩებს", როგორც წესი ქართველი ჟურნალისტები საკუთარი ინტერპრეტაციებით ალამაზებენ ხოლმე, ამიტომ შელამაზებული "რეჩები" ნაკლებად სარწმუნოოა, ერთ ერთი ასეთი შელამაზებული რეჩი აგერ გამოაქვეყნა პიროვნებამ, მანდ საუბარია სულ სხვა რამეზე და შელამაზების შემდეგ აღქმული იქნა სულ სხვაგვარად, შეიძლება ბატონ ბიძინას რომელიღაც სოციალურ პროგრამაში ჩაედო კიდეც რაღაც განსაზღვრული თანხა, მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში, შეიძლება ემათხოვრა სააკაშვილს როგორც სჩვევია ხოლმე ქვეყნიდან ქვეყანაში სირბილი და მათხოვრობა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს არა იმას რომ ივანიშვილმა "ნაციონალები" დააფინანსა? თუნდაც იმ ტრაქტორების ამბავი რაა შეფუთა და მიხეილ სააკაშვილს აჩუქა? აჰა იკატავეო? ეს ყველაფერი ხომ მან ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ქნა? ქვეყანაში რომ ტრაქტორებიდან დაწყებული ჭანჭიკებით დამთავრებული ერთპიროვნულად მიხეილ სააკაშვილი განკარგავს ეს ივანიშვილის ბრალია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ბატონ ბიძინას რომელიღაც სოციალურ პროგრამაში ჩაედო კიდეც რაღაც განსაზღვრული თანხა, მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში, შეიძლება ემათხოვრა სააკაშვილს როგორც სჩვევია ხოლმე ქვეყნიდან ქვეყანაში სირბილი და მათხოვრობა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს არა იმას რომ ივანიშვილმა "ნაციონალები" დააფინანსა?

კონკრეტულად ხელფასს უხდიდა. აი, როგორც უხდიდა/უხდის მეცნიერებათა აკადემიას, დაახლოებით ისე. ის აძლევდა ფულს ჯარისთვის, პატრულისთვის რაიმე ჩასაცმელის ან იარაღის/ტყვიების საყიდლად, მეტი რა დაფინანსება უნდა იყოს? კაცი თავად ამბობს, რომ 2008-ში გავწყვიტე ურთიერთობაო, და 2008-მდე 2007 მოხდა, იმედი დაარბიეს, და რატომღაც ხმა არ ამოუღია, არ დაუგმია ნაცების საქციელი. რა, ამ ბოლო 4 წელიწადში გაუჩნდა სამართლიანობის, მედიის თავისუფლების იდეები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

კონკრეტულად ხელფასს უხდიდა.

მსგავსი რამ არ ყოფილა, არ გეკამათებით უბრალოდ არ ყოფილა.

კაცი თავად ამბობს, რომ 2008-ში გავწყვიტე ურთიერთობაო,

ურთიერთობა დაფინანსებისაგან განსხვავდება.

ამ ბოლო 4 წელიწადში გაუჩნდა სამართლიანობის, მედიის თავისუფლების იდეები?

8 წლის წინათაც ქონდა გაჩენილი მსგავსი იდეები მაგრამ აზრი? რატომ ახმოვანებს ეხლა? იმიტომ რომ ეხლაა მოქმედების დრო, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ძველი რეჟიმი სულს ღაფავს, აბა 8 წლის წინ ისე იყავით შეყვარებული სააკაშვილზე, მის წინააღმდეგ ვინმეს რამე რომ ეთქვა ჩაქოლავდით და .............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილზე იყავი შენ შეყვარებული? ამას მიმალავდი?

უბრალოდ არ მომწონს ის, რაც არ მომწონდა სააკაშვილის მოსვლის დროსაც. არ მომწონდა ედიკას მოსვლის დროსაც. არ მომწონდა ზვიადას მოსვლის დროსაც. ნიუჟელი არ შეიძლება, რომ არავინ არ ადიდო, არავინ არ ლანძღო, უბრალოდ, გქონდეს შენი პოზიცია, მიხვიდე არჩევნებზე და დააფიქსირო ეგ პოზიცია. თუ თვლი რომ შენი პოზიცია კიდიათ, უბრალოდ არ მიხვიდე და ვსიო. დანარჩენ დროს კი აკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. თუ ამ საქმის კეთებაში გიშლის ვინმე ხელს, გააკეთე ისე, რომ ვეღარ შეგიშალოს ხელი. არანაირი მესიის მოსვლა არ გიშველის, თუ შენ არ უშველე შენ თავს :) არიქა მესია მოვიდა (ზვიადა, ედიკა, მიშა, ბიძინა...). ჩემ ღლეს მოვა ვინმე მესია. არ არსებობს მესიები ხალხო, მოგონილია ეგ ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სააკაშვილზე იყავი შენ შეყვარებული?

კონკრეტულად ამ პიროვნებას არ მივმართავ ზოგადად ქართულ საზოგადოებაზე მაქვს საუბარი 8-10 წლის წინ ასიათასიან კონცერტებზე როკავდა ქართველი ხალხი მიხეილის სადიდებელ ჰანგებს აღავლენდა, 4-5 წლის წინ იგივე ხალხი ყვიროდა "მიშა წადის", ეს ყველაფერი კი ხალხის კი არა "მიშას" ბრალია რადგან მოყვარის მტრად ქცევის ტალანტი აქვს და ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...