Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე ....


Recommended Posts

რა თქმა უნდა საჭიროა ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებაც, თუკი ირგვლივ ბევრი სომეხი, გეი და ათეისტი ცხოვრებს

:)

კაცო, დილაუთენია რომ დაიწყებენ ხოლმე ლოცვას, ეგეც აუცილებელი ატრიბუტია? რა, არ შეიძლება რომ 11-ზე ან 12-ზე დაიწყონ? მაინცდამაინც 8 ან 9 საათზე უნდა იყოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ტაშიი

მიშამ ახალი თემა მოიგონა ტვინების გასაბრუებლად. ნუ დარდობთ ეკლესია მიშას სჭირდება.   აბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო.   ესეთი ინსტიტუტი მისწრებაა

DonCaredo

მე ისე ვარ რა, ხან რა მწამს და ხან რა. ხანაც არაფერი. გააჩნია სიტუაციას აი ჯოკერში რომ ჯოკერს ველოდები, ხან ბუდას ვუხმობ, ხან იესოს, ხან მუჰამედას და რავი, რომელის დროსაც მოვა ჯოკერი, შემდეგ დარიგება

luka1

არ მესმის საერთოდ საპატრიარქოს პოზიცია,გასაგებია რო ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში მაგრამ რაგა პოლიტიკაა როცა ხალხს ატყავებენ და ესენი ხმას არ იგებენ.აგლუმებზე კი პირველები გარბიან.ეხლა მაგატ ლაპარაკს აზ

Posted Images

უკვე ვიცი შედეგი. ატყდება ერთი ამბავი.

 

მიშა კიდე დასავლეთს ეტყვის, აი ნახეთ, აბა ჩემი წასვლა იქება, ეგრევე ირანს გააკეთებენო.

 

ისინიც დაუმატებენ გრანტებს, არა მიხოჯან დარჩიო.

 

 

 

დავით აღმაშენებელმა ღორის ყოლა აკრძალა მუსულმანებით დასახლებულ ადგილებში, რომ მათაც სრულყოფილ ქართველებად ეგრძნოთ თავი.

ზომიერებაა საჭირო, თუკი ადამიანს სურს წირვაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ვერ ახერებს ტაძარში შესვლას მას უფლება აქვს მოუსმინოს წირვა-ლოცვას თუნდაც ხმის გამაძლიერებლების საშუალებით, ამასთან ერთად, ირგვლივ მაცხოვრებელ არამორწმუნეთა ყურებიც საჭირეობენ დაცვას, ამტიომ მხოლოდ მრევლის სიმრავლის და აქედან გამომდინარე აუცილებელ შემთხვევებში შესაძლებელია ასეთი რამ, თანაც დინამიკებიც გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, არ უნდა ხრიალებდეს და ხმაურობდეს ზომაზე მეტად

 

:)

კაცო, დილაუთენია რომ დაიწყებენ ხოლმე ლოცვას, ეგეც აუცილებელი ატრიბუტია? რა, არ შეიძლება რომ 11-ზე ან 12-ზე დაიწყონ? მაინცდამაინც 8 ან 9 საათზე უნდა იყოს?

არსებობს საეკლესიო ტიპიკონი, რომელიც ადამიანის ბიორიტმებს უკავშირდება, ზოგიერთ მონასტერში ლოცვა ღამის 4 საათზე იწყება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანაც დინამიკებიც გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, არ უნდა ხრიალებდეს და ხმაურობდეს ზომაზე მეტად

რა სტანდარტები თუ ძმა ხარ, იმხელაზე აქვთ აწეული, ფანჯრებს ვხურავ ხოლმე :) თან უნდა ნახო, ამ MIS-999, DON-001, TEA-555, IKA-777 და ეგეთი ნომრიანი ჯიპები პირდაპირ ტროტუარზე, ზედ ეკლესიის კიბეებთან რომ აქვთ მიყენებული :) ტიპებს ეზარებათ, რომ მოშორებით დააყენონ მანქანა და ფეხით მივიდნენ ტაძარში :) და შენ გინდა ის დამაჯერო, რომ ეგეთი ტიპი იქ რამეს მოისმენს და იქიდან ამაღლებული გამოვა? მეტი არაა ჩემი მტერი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა სტანდარტები თუ ძმა ხარ, იმხელაზე აქვთ აწეული, ფანჯრებს ვხურავ ხოლმე :) თან უნდა ნახო, ამ MIS-999, DON-001, TEA-555, IKA-777 და ეგეთი ნომრიანი ჯიპები პირდაპირ ტროტუარზე, ზედ ეკლესიის კიბეებთან რომ აქვთ მიყენებული :) ტიპებს ეზარებათ, რომ მოშორებით დააყენონ მანქანა და ფეხით მივიდნენ ტაძარში :) და შენ გინდა ის დამაჯერო, რომ ეგეთი ტიპი იქ რამეს მოისმენს და იქიდან ამაღლებული გამოვა? მეტი არაა ჩემი მტერი :)

უღირსი სასულიერო პირები ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა მის მიერ ჩატარებული ლიტურგია თუ სხვა საიდუმლოებები მადლის მატარებელია და მორწმუნე ადამიანს შეუძლია მიიღოს ის რაც მას სურს, ამასთან ერთად თუკი შესაძლებლობა აქვს და მღვდლის მიმართ გარკვეული უნდობლობა გააჩნია ჯობია წავიდეს სხვა ტაძარში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზედ ეკლესიის კიბეებთან რომ აქვთ მიყენებული :) ტიპებს ეზარებათ, რომ მოშორებით დააყენონ მანქანა და ფეხით მივიდნენ ტაძარში :) და შენ გინდა ის დამაჯერო, რომ ეგეთი ტიპი იქ რამეს მოისმენს და იქიდან ამაღლებული გამოვა?

 

:D მოდაა რა

 

იესომ თქვა გაყიდეთ ყველაფერი და ღარიბებს დაურიგეთო და ესენი 100 ათასიანი ჯიპებით დადიან.

 

თუ ერთ ლოყაში გაგარტყას ვინმემ მეორე მიუშვირეო და აბა მიდი და გაარტყი, დაგხვრეტენ.

 

10 მცნება რომ ჩამოათვლევინო 50% ვერ ჩამოთვლის და 100% კიდე არ იცავს მათ.

 

მოდაა, მოდა.

 

თან რა ადგილი არ არის ყოვენ ნაბიჯზე ეკლესიაა. იმ დღეს კიდე მეტეხშიც მყავდა შეყვანილი. თავისუფლად შევედით. არანაირი საჭიროება არ იყო "ალაჰუ აგბარის" საქვეყნოდ ყვირილის. თუმცა მაინც ჩართული იყო.

 

მადლის მატარებელია

 

 

ეს საუბრები მომწონს ხოლმე:

 

- ეს დიდი მადლია,

- კი ნამდვილად დიდი მადლია.....

 

თან ამ დროს სერიოზული, დამაჯერებელი სახე უნდა გქონდეს.

 

მადლი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მერე შენც მეტეხში რას მიგყავდა, ის ხომ ქრისტიანების აშენებულია, ათეისტების კლუბში ვერ მიიყვანე? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე შენც მეტეხში რას მიგყავდა, ის ხომ ქრისტიანების აშენებულია, ათეისტების კლუბში ვერ მიიყვანე?

 

შენ გგონია ეგ ეკლესია მარტო მორწმუნეებს გეკუთვნით?

 

ისტორიული ძეგლია და ისევე მეკუთვნის მე როგორც შენ. უბრალოდ მე მიჩნია, რომ კულტურულ მემკვიდრეობას უნდა გავუფრთხილდეთ და იმის მიხედვით არ უნდა გადავაკეთოთ ადგილობრივ მოძღვარს როგორც გაუსწორდება და ზედ დინამიკები არ უნდა მივაჭედოთ იატაკის ლურსმნებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ გგონია ეგ ეკლესია მარტო მორწმუნეებს გეკუთვნით?

 

ისტორიული ძეგლია და ისევე მეკუთვნის მე როგორც შენ. უბრალოდ მე მიჩნია, რომ კულტურულ მემკვიდრეობას უნდა გავუფრთხილდეთ და იმის მიხედვით არ უნდა გადავაკეთოთ ადგილობრივ მოძღვარს როგორც გაუსწორდება და ზედ დინამიკები არ უნდა მივაჭედოთ იატაკის ლურსმნებით.

ჟიდკი გვოზდებით შეიძლება? :user:

ისე კი, რა თქმა უნდა გეთანხმები, ისტორიული ძეგლის მოუფრთხილებლობა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მისი დამახინჯება დაუშვებელია, ალბათ დროთა განმავლობაში ეკლესია თავად შეიმუშავებს ასეთი სახის ნორმებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

მე ვემხრობი ყველა რელიგიისთვის (გარდა ტოტალიტარულ და ექსტრემისტულ სექტებისთვის) იურიდული პირის მინიჭებას..

 

 

რა პრობლემაა ვერ ვხვდები?

 

 

რა ყველა სარწმუნოებას საქართველოში მოუნდა იურიდიული სტატუსი. ვინმე ავიწროვებდა? აქ სხვა ამბავია.

 

ამას ჰქვია: უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონენნოოოო... :what:

 

არსებობს აბსტრაქტული მცნება ,,დემოკრატია'' რომელიც იდეოლოგიის რანგშიც კი არის აყვანილი და არსებობს მცნება ,,ეროვნული ინტერესები'' რომელიც აბსოლიტურად იგნორირებულია საქართვლოში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

 

ამას ჰქვია: უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონენნოოოო... :what:

 

არსებობს აბსტრაქტული მცნება ,,დემოკრატია'' რომელიც იდეოლოგიის რანგშიც კი არის აყვანილი და არსებობს მცნება ,,ეროვნული ინტერესები'' რომელიც აბსოლიტურად იგნორირებულია საქართვლოში!

სასქესო ორგანობის, სხვისი თუ საკუთარი :givi: ლოღვნის უფლება აი ესაა დღევანდელი ქართული საზოგადოების ლიბერასტული ნაწილის ეროვნული ინტერესი :givi:

 

კონსტიტუციაში უნდა ჩაუწერო და მაგრად გაუსწორდებათ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამის საპასუხოდ მესმის არგუმენტი,რომ ჩვენ ეკლესიასაც უნდა ქონდეს იგივე სტატუსი სხვა ქვეყნებში.კათოლიკური,პროტესტანტული და ისლამური ქვეყნების შემთხვევაში ეს ცოტა გაუგებარია,რადგან ასეთი ქვეყნების რაოდენობა ძალიან დიდია.ეხლა მანდამაინც სომხურ ეკლესიას თუ მივადგებით,იქ მე მგონი მრევლი არა გვყავს(აბა სომხეთში სომეხის მეტი ვინ იცხოვრებს :givi: ).მხოლოდ აზერბაიჯანთან შეიძლება ამაზე საუბარი და აუცილებელიცაა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა შეჩერდეს

21:32 04-07-2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია , რომ აუცილებელია შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

ამის შესახებ პატრიარქის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, საპატრიარქოში ჟურნალისტებს მამა გიორგი ზვიადაძემ გააცნო.

"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა - მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და მთლიანად ხალხისთვის სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

"თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც "გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი, იუდეველთა თემი და საქრთველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია".

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური.

 

ეკლესიას უნდა მიეცეს განსაკუთრებული უფლება და სტატუსი.

ასევე უნდა მიეცეს გარკვეულ კონფენსიებს რაგაც სტატუსი, მაგრამ არა პრივილიგირებული.

უბრალოდ დაუტოვონ სამისიონერო თუ სხვა რელიგიური მსახურების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე.

ზოგის მოგვაცეობა კი აიკრზალოს საერთოდ. მაგალითად ისეთი სექტების, რომლებიც ქადაგებენ საზოგადოებისთვის საშიშ სწავლებებს.( ჯარსჰი სამსახურზე უარის თქმა, სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ა.შჰ.) გარდა ამისა ქადაგებენ გარყვნილ ცხოვრების წესს.

ამისთვის ცალკე კანონიც არის მისაღები. რა არის გარყვნა, და რა შეიძლება ჩაითვალოს გარყვნად იმ მორალური ღირებულობებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს ტრადიციულად.

და ამის მერე იმ კანონით დაიშვან ან არ დაიშვან სხვა კონფესიები.

ამაში ეკლესიამ რა თქმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებასთან ერთად.

და ვინმეს თუ არ მოეწონება ეს ევროპაში ან ამერიკაში, იდი ნა ხ უუი ვუთხრათ მათ ელჩებს და გავაბრუნოთ უკან. არ გვჭირდება აქ მათი თავსმოხვეული ცხოვრების წესი. იცხოვრონ საკუთარ სახლში რაფერც უნდა და აქ მათი საქმე არაა როგორ და რა წესით ვიცხოვრებთ.

მარა ეს გრანტიჭამია ნაბოზვარი მთავრობა ამაზე წავა? მერე ვინ მისცემს მათ გრანტებს?

ხოდა ამიტომ ჯერ ამ მთავრობას უნდა დაუწყოს ეკლესიამ ბრძოლა და ხალხი მის წინააღმდეგ დარაზმოს.

დანარჩენი მერე ყველაფერი გამოსწორდება ესენი რომ წავლენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია მიშას სჭირდება.

 

აბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო

ვაჰ უკვე იესო ქრისტეს გაუთანაბრეთ სააკაშვილი? :givi: გააგრძელეთ ამხანაგებო, გააგრძელეთ :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მეზობელი არა, ჩემი თანამემამულეები, რომლებიც არიან გრიგოლიანები, კათოლიკები თუ სხვა. სულ არ მაინტერესებს რა ხდება სომხეთში, მთავარია რომ ჩემმა თანამოქალაქემ არ იგრძნოს თავი დაჩაგრულად, თუნდა რელიგიის გამო..

 

 

ტერიტორიულად რა უბანში ცხოვრობ? ან უფრო სწორად რამდენად დიდია შენს უბანში არაქართველების (შენი ტერმინით "მეზობლების" რიცხვი) ეგ მაინტერესებს და მაგიოტომ გეკითხები?

 

ეს ზოგადსაკაცობრიო თერმინები მაგარი იცით, პრაქტიკულად კი სულ სხვა რამ რომ ხდება ეგ არაფერი.

 

მე ბავშვობა გავატარე და გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც ძალიან დიდი იყო არაქრთველების წილი, იმდენად დიდი, რომ ეზოში ქართულად პრაქტიკულად არავინ ლაპარაკობდა, ყველა ტერმინი ბავშვური თამაშების მხოლოდ რუსულად ვიცოდი, ქართულად გათვლა თუ არსებობდა არადან-არჩევანზე, ეგეც კარგა ხნის მერე გავიგე.

 

გასტრონომში უზარმაზარი რიგი იყო ერთხელ კარაქზე (ადრე ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო), მე და დედაჩემი ვიდექიტ და ურიგოთ, როგორც ბავშვიანი, დედაჩემი მხოლოდ მას შემდეგ გაატარეს, რაც ჩვენმა სომეხმა მეზობელმა ასევე სომეხ გამყიდველს სთხოვა, ჩემი ახლობლები არიანო სომხურად!!!! მანამდე დედაჩემმა რომ ითხოვა ქართულად და რუსულად, საშინელი აგრესიით უპასუხეს. ამას ვინმეს მონაყოლს კი არა, საკუთარ თავზე გადამხდარს გიყვები.

 

აფხაზეთის ომამდე საერთოდ არ ისმოდა ეზოში ქართული საუბარი, მარტო გინებით აგინებდნენ რატომღაც ერთმანეთს ქართულად. შემდეგ უკვე ლტოლვილების ნაკადი რომ მოაწყდა ჩვენს ეზოსაც, უნდა გენახა რა გააფთრებულები დახვდნენ აქაური შენი "მეზობლები", სულ "სადღაციდან ჩამოთრეულებს" ეძახდნენ.

 

ერთი კიდევ ნახევრად ქურთი, ნახევრად სომეხი მყავდა კიდევ მეზობლად, ცოტა გონება სუსტი და ამდენად თამამად გაბედა იმის თქმა, რასაც სხვებს არ ვაბედინებდით. აი მისი სტყვებიც: Грузинов надо бить! а патом мы все будем жить хорошо!!! ქართველებს უნდა დავაყაროთ და მერე ჩვენ კარგად ვიცხოვრებთო.

 

უამრავი ასეთი ფაქტი შემიძლია მოგიყვანო.

 

უბრალოდ, თქვენ ასეთ პრობლემებს ან გაზეთში კითხულობთ და ან ინტერნეტში, პირადად ნაკლებად გიხდებად ამასთან შეხება და ამიტომაც ისვრით ამ ლოზუნგებს ყველა მიმართულებით ასე მარტივად. აბა ერთი კითხე არაქართველ მოსახლეობასთან ვისაც უწევს ურთიერთობა ინტენსიურად, როგორი "მეზობლები" ყავთ?!

 

ჩვენ გვიწევს ჯუნგლის კანონით არსებობა, ისეთი გარემოცვა გვაქვს, ეს ტოლერანტობა და სხვაზე ზრუნვა რათქმაუნდა კარგია, ოღონდ მაშინ, როცა თავად ძლიერი ხარ და ამის თავი გაქვს და არა მაშიჯ, როცა ძირს აგდიხარ და ზედ გადავლას ლამობს ყველა. ეს დავით აღმაშენებლის მაგალითებიც კარგია, მაგრამ დავით აღმაშენებელმა, სანამ აქ ღორებს აკრძალავდა, საქართველო და ქართველები დააყენა ფეხზე და მერე ისვ ქართველებისდა სასიკეთოთ დაიწყო აქაურ არაქრთველებზე ზრუნვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ამიტომაც საჭიროა არაქართველების ქართველიზაცია, მაგრამ რასაც მე ვუყურებ ჯერ პირველ რიგში ქართველების ქართველიზაციაა საჭირო :givi:

 

verusi

ეს საკითხი მოსაგვარებელია, უცხოური გამოცდილების გაზიარებაც შეიძლება, გაზიარება და არა კალკირება,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...