verusi Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 verusi აი ქალებს რაც შეეხებათ კი შეუძლიათ მეგობრობა კაცებთან მაგრამ კაცებს ქალებთან იშვიათად და შეიძლება შენ ის იშვიათი გამონაკლისი ხარ ისე ქალს რომც თავისი მეგობარი შეუყვარდეს ვფიქრობ მაგას მაინც ვერასოდეს აგრძნობინებს კაცს იშვიათი გამონაკლისია საერთოდ მეგობრობის ნიჭი და არა აქვს ამას მნიშვნელობა ვისთან.თუ კაცს კაცთან მეგობრობა არ შეუძლია, ის ქალთანაც ვერ იმეგობრებს. ასევე ქალი.მეგობარი კი უნდა გიყვარდეს, ამის გარეშე არ შეიძლება და თუ გიყვარს ნამდვილად, მას შენი სიყვარული არ შეაწუხებს))სიყვარულს კი გახმოვანება არ სჭირდება, ის ისედაც იგრძნობა, უბრალოდ ამას დანახვა, სათანადოდ დაფასება და ადეკვატური პასუხი სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted May 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2011 რათქმაუნდა (ან ცალცალკე)შესაძლებელია ბიჭისდაგოგოს მეგობრობამაგრამ წყვილი როდაშორდება ერთმანეთს და მეგობრებადრომ დარჩებიან ეგ მარაზმია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2011 არანაირი მარაზმი არაა. მე მივესალმები პირიქით ასეთ მეგობრობას, თუ მათი დაშორების მიზეზი ძალიან სერიოზული რამ არაა, ისეთი როგორიც ღალატი. რადგან მოღალატე არც მეგობრობაშია სანდო. და ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა დაცილებული წყვილები უკეთესი მეგობრები ყოფილან, ვიდრე წყვილად იყვნენ ცოლქმრულ უღელში თუ უბრალოდ შეყვარებულებად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vika:* Posted August 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2011 რატომ უნდა იმეგობრონ გოგომ და ბიჭმა თუ ორივეს ტრადიციული ორიენტაცია გააჩნია. ვმეგობრობდი რამოდენიმე ბიჭთან. 1 მა სიყვარული ამიხსნა, 2–ემ სექსი შემომთავაზა და მე–3 ეგრევე საქმეზე აპირებდა გადასვლას. ამაზე ბევრ ვიფიქრე და დავსკვენი რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არ უნდა მეგობრობდნენ ამ სიტყვის ქართული გაგებით. ანუ სექსის გარეშე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
პარიზელი Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 გოგოების მეგობრობაზეეე უფრო მეეე პირაადად ბიჭისა და გოგოს მეგობრობის მჯერა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 ნაფტალინის სუნი მეცა..თურმე 2 წლის წინანდელი თემა ამოუწევია პრიზელს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
პარიზელი Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 (edited) მიქარე ეხლა შენ სახელს ნუ მიმახინჯებ ! თუნდ ათასწლეულების დროინდელი თემა იყოს Edited July 19, 2012 by პარიზელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 პარიზელიკარგია პირიქით, ასეთი ნაფტალინიანი თემების ამოწევა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
პარიზელი Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 ჰო ვიცი და მაგიტო დავწერეე მაგრამ მკიდია სხვისი აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ს.. Posted August 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2012 მეგობარი მყავდა, ბიჭი.. 3 წლის განმავლობაში 24 საათს გადაბმულები ვატარებდით.. არ არსებობდა თემა (ძალიან პირადულიც კი) რომ არ გვესაუბრა, არ არსებობდა სიტუაცია სადაც ერთად არ ვიქნებოდით.. არც ერთი მეგობარი ასე ძალიან არ მიყვარდა და ასე მთელი სიცხადით არ მივსებდა გულს და სულს.. ჩვენი შეყვარებულები ჩვენზე ეჭვიანობდნენ იმდენად დიდ დროს ვატარებდით ერთად და ამაზე ყოველთვის გულიანად ვიცინოდით..ერთხელ ერთად დავლიეთ და მაშინ აირია ყველაფერი.. სასმლისგან მითიშული და ნახევრად მძინარე აღარც მახსოვს როგორ ჩავწექი მის მკლავებში, ოდნავ რომ გამოვფხიზლდი ვიგრძენი როგორ მიკრავდა გულში მთელი ძალით და როგორ მკოცნიდა გიჟივით.. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ მეც ავყევი.. აღარც მახსოვს რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი..ამის შემდეგ იყო საოცარი სირცხვილი, ამ საღამოს დავიწყების მცდელობა, ყველაფერის სიმთვრალეზე გადაბრალება და ძალიან დიდი სინანული.. მაგრამ ურთიერთობა ვერა და ვერ დაგვილაგდა, პირიქით, დროთა განმავლობაში ისე აგვერია, აგრესიაშიც კი გადავიდა..ამ ამბის შემდეგ 2 წელიწადი ვცდილობდით ურთიერთობის შენარჩუნებას, ვებღაუჭებოდით იმ მეგობრობს, რომელიც აღარ არსებობდა! ის საოცრად გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა სულ რამოდენიმე წამმა წაგვართვა და ჩვენში დამკვიდრდა მხოლოდ ვნება.. ეს არ იყო სიყვარული, არ იყო არანაირი განსაკუთრებული გრძნობა, ეს იყო უზარმაზარი ვნების ცუნამი, რომელმაც საბოლოოდ იმდენად წაგვლეკა და იმ ზომამდე მიგვიყვანა, არჩევანის წინაშე დავდექით: ან უნდა გავყოლოდით ამ გზას და ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე ჩაგვედინა, ან არა და ერთმანეთი სამუდამოდ უნდა დაგვეკარგა! ამ არჩევანის გადაწყვეტასაც რამოდენიმე თვე დასჭირდა და ამ თვეების განმავობაში ყოველ შეხვედრაზე ვნება უფრო და უფრო გვერეოდა, ღვივდებოდა და მძაფრდებოდა.. ბოლოს მივხვდი, რომ მე ვღალატობდი ყველაფერ ფასეულს, ყველაფერ გულწრფელს და ამაღლებულს და მივხვდი რომ ღირდა ჩემი დიდი ტკივილი იმის ფასად, რომ თუნდაც სულ პატარა წრფელი კუთხე შემენახა ჩემს გულში.. და ამიტომ გადავწყვიტე ამ ადამიანის დაკარგვა! ის ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ძალიან მძაფრად შეხვდა და კარგა ხნის განმავლობაში გასაქანს არ მაძლევდა.. მაგრამ ბოლოს თვითონაც მიხვდა, რომ სჯობდა წასვლა, გაქრობა, გადაკარგვა..დღესდღეობით აღარანაირი ურთიერთობა აღა რ გვაქვს, ქუჩაში თუ ვხვდებით ერთმანეთს, საპირისპირო მხარეს გადავდივართ რომელიმე.. არანორმალურად მენატრება.. სიგიჟემდე.. გადარევამდე.. არ ვიცი რა მოვუხერხო ამხელა სიცარიელეს რაც მისმა დაკარგვამ დამიტოვა.. რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, სადაც და ვისთანაც არ უნდა ვიყო, ის ჩემს გულში ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებულ ადგილას იქნება!... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2012 (edited) ს..მეგობარი მყავდა, ბიჭი.. 3 წლის განმავლობაში 24 საათს გადაბმულები ვატარებდით.. ამის შემდეგ მის შემდეგ იყო საოცარი სირცხვილი, ამ საღამოს დავიწყების მცდელობა, ყველაფერის სიმთვრალეზე გადაბრალება და ძალიან დიდი სინანული.რატომ? ფაქტიურად გიყვარდათ ერთმანეთი და....რატო დაკარგე? Edited August 17, 2012 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ს.. Posted August 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2012 ს.. ამის შემდეგ რატომ? ფაქტიურად გიყვარდათ ერთმანეთი და....რატო დაკარგე? როგორ შეიძლება მყვარებოდა, როდესაც შეყვარებული მყავდა? და მასაც ყავდა შეყვარებული.. თუმცა როდესაც შეყვარებული მეუბნებოდა "გნახავ" შეიძლება დამზარებოდა გასვლა და ამ ადამიანთან არასოდეს მეზარებოდა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2012 თუმცა როდესაც შეყვარებული მეუბნებოდა "გნახავ" შეიძლება დამზარებოდა გასვლა და ამ ადამიანთან არასოდეს მეზარებოდა....თქვენ იცით რას ნიშნავს შეყვარებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ს.. Posted August 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2012 (edited) თქვენ იცით რას ნიშნავს შეყვარებული? ვიცი.. იმ ადამიანს სტატუსი უფრო ჰქონდა ვიდრე ნამდვილად შეყვარებულად ვთვლიდი.. ეს სხვა თემაა, შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი.. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი იყო, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი, ცდილობდა გავებედნიერებინე და რაც მთვარია იცოდა, რომ არ მქონდა უზარმაზარი გრძნობა მისდამი (თუმცა რაღაც გრძნობა ნამდვილად იყო), არ ვატყუებდი, გულწრფელი ვიყავი მასთან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც თანახმა იყო ყოფილიყო ჩემს გვერდით და გაეგრძელებინა "ჩემთვის თავის შეყვარების" ცდა .. ეს მეორე ადამიანი კი (რომელზეც ზემოთ მოვყევი) ნამდვილად მეგობარი იყო! შემიძლია დავიფიცო, რომ სანამ ის უაზრო მთვრალი საღამო მოხდებოდა, მანამდე მთელი ის წლები 1 წამითაც კი არასოდეს მიფიქრია მასზე სხვანაირად.. Edited August 17, 2012 by ს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2012 (edited) ვიცი.. იმ ადამიანს სტატუსი უფრო ჰქონდა ვიდრე ნამდვილად შეყვარებულად ვთვლიდი.. ეს სხვა თემაა, შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი.. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი იყო, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი, ცდილობდა გავებედნიერებინე და რაც მთვარია იცოდა, რომ არ მქონდა უზარმაზარი გრძნობა მისდამი (თუმცა რაღაც გრძნობა ნამდვილად იყო), არ ვატყუებდი, გულწრფელი ვიყავი მასთან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც თანახმა იყო ყოფილიყო ჩემს გვერდით და გაეგრძელებინა "ჩემთვის თავის შეყვარების" ცდა ..გასაგებია.. ეს მეორე ადამიანი კი (რომელზეც ზემოთ მოვყევი) ნამდვილად მეგობარი იყო! შემიძლია დავიფიცო, რომ სანამ ის უაზრო მთვრალი საღამო მოხდებოდა, მანამდე მთელი ის წლები 1 წამითაც კი არასოდეს მიფიქრია მასზე სხვანაირად..მჯერა.., მაგრამ ესაა, ეს ოხერი - საპირისპირო სქესთან მეგობრობა.. მოკლედ, მე ასე ვიტყოდი.. (თან მე არასოდეს მყოლია საპირისპირო სქესის მეგობარი, ამიტომ არამგონია ჩემი აზრი ბევრ რამეს წარმოადგენდეს) თუ საპირისპირო სქსესის მეგობრებს ერთმანეთი, ფიზიკურად, ქვეცნობერად მაინც მოწონთ (მხედველობაში მაქვს, როგორც კაცს ქალი მოწონს, ან პირიქით. რადგან ისე, უბრალოდ... შეიძლება კაცსაც მიაჩნდეს, ვინმე კაცი სიმპატიურად, ან ქალს (მითუმეტეს) - ქალი), ასე დასრულდება მათი მეგობრობა..ან შეიძლება მეგობრობა ვერ ძლევს, ბუნებრივად იმ გრძნობას, რომელიცაა ვნება ქალსა და მამაკაცს შორის (თუ ისინი ერთმანეთისთვის მთლად სიმახინჯეს არ წარმოადგენენ, ან რამე ისეთი არ აკავშირებთ, რის გამოც ნორმალურ ადამიანს, არ გაუჩნდება, ლტოლვა ამა თუ იმ საპირისპირო სქესის ადამიანისადმი...) და ეს ვნება ყოველთვისაა მათში ქვეცნობიერად, რომელიც ადრე თუ გვიან ამოხეთქავს... Edited August 18, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.